IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები
Atman
post Feb 2 2010, 08:26 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ wink.gif

უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს.

http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220

ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია.


პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით smile.gif

ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Dec 6 2010, 10:21 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემოთმოყვანილი ტექსტის მოკრძალებული თარგმანი smile.gif





შრილა პრაბჰუპადა და ალენ გინსბერგი
მსჯელობა რელიგიებზე



1969 წლის 12 მაისი _ კოლუმბია, ოჰაიო


ალენ გინსბერგი: მაგალითად მოვიყვანოთ ამერიკელი შავკანიანები, რომელთა დიდი ნაწილი არის ან ალაჰის მიმდევარი, ან მაჰმადიანი.

შრილა პრაბჰუპადა: ეს სულ სხვა საკითხია. ყველას აქვს გარკვეული მიდრეკილება კონკრეტული რამისადმი. ეს ასე გრძელდება და გაგრძელდება არსებობის ბოლომდე (იცინის)... ჩვენი პროცესი სწორედ ეს არის. შენ ეძებ ცენტრს, ცენტრი კი აქ არის. ეს არის ჩვენი შემოთავაზება.

ალენ გინსბერგი: მაგრამ იმაზე რას იტყვით, რომ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი სწორედ თავის რელიგიას მიიჩნევს ცენტრად?

შრილა პრაბჰუპადა: ჩვენ მივესალმებით ყოველ რელიგიას. ჩვენ არ ვკიცხავთ არცერთ მათგანს. ჩვენი მიზანი ღმრთეების უზენაესი პიროვნების სიყვარულია. ანუ, კრშნა არის სიყვარული, ყოვლის მიმზიდველი. ჩვენც გვინდა რომ კრშნამ მიგვიზიდოს. სწორედ ისე როგორც მაგნიტი იზიდავს რკინას. თუ რკინა ჟანგიანი არ არის, მას მაგნიტის ძალა ავტომატურად იზიდავს. სწორედ ამის მსგავსად ჩვენ მატერიალური გარსით ვართ დაბინძურებული. ჩვენ ვცდილობთ, რომ უჟანგავები გავხდეთ და ღმერთიც მაშინვე მიგვიზიდავს. სწორედ ეს არის პროგრამა. კრშნა ყოვლის მიმზიდველია და ფაქტია, რომ ეს მართლაც ასეა. ჩვენც მოხიბლული ვართ მისით, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ჟანგი გვაქვს მოკიდებული გვიზიდავს არა კრშნა, არამედ მაია. ამგვარად, ჩვენი პროგრამის უმთავრესი არსი არის იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ როგორ შევიყვაროთ კრშნა, ანუ როგორ შევიყვაროთ ღმერთი, თუ რამდენად ზრდადია შენი სიყვარული ღმერთისადმი, ასეთია ბჰაგავატამის განმარტება. შეგიძლია მას დაუძახო კრშნა ან რაიმე სხვა სახელი. მაგრამ შედეგი, მთავარია, თუ რა შედეგი მოგიტანა შენმა რელიგიურმა პრინციპებმა. ვისადმი გაიზარდა შენი სიყვარული ღმერთისათმი თუ ძაღლისადმი? ეს არის ის, რაც გვაინტერესებს. თუ შენი სიყვარულის ზრდადობა ღმერთისადმია მიმართული, მაშინ ყველაფერი რიგზეა და ჩვენც აღარაფერი გვეთქმის. თუმცა ადამიანებს მართებთ ისწავლონ თუ როგორ შეიყვარონ, ეს კი სიცოცხლის სრულქმნაა. სწორედ ამას ვასწავლით ჩვენ.


ალენ გინსბერგი: თუ თქვენ სიყვარულს კრშნასთან აიგივებთ, მაშინ რას იტყვით იმ ხალხზე ვისთვისაც სიყვარული ალაჰთან ასოცირდება?


შრილა პრაბჰუპადა: თუ სიყვარული ღმერთთან არის გაიგივებული, მაშინ საკამათოც არაფერია. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ თქვა, რომ ღმერთს ბევრი სახელი აქვს. იგი არის მიმზიდველი, მისი სახელიც ასევე მიმზიდველია, ვინაიდან იგი არ განსხვავდება თავის სახელისგან. თუ თქვენ სწორედ ასეთი მიმზიდველი სახელი გაქვთ, ჩვენც არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ უბრალოდ მოგმართავთ: “იგალობეთ ღმერთის წმინდა სახელი”. შედეგად თქვენ განიწმინდებით. ასეთია ჩვენი პროგრამა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ქრისტიანობა. თუ თქვენ გაქვთ მშვენიერი, ყოვლის მიმზიდველი სახელი თქვენს საღმრთო წერილში, არა ხელოვნური, არამედ ავტორიტეტული მაშინ იგალობეთ. ჩვენ მარტივად გთავაზობთ: “იგალობეთ”.

ალენ გინსბერგი: კი, მაგრამ როგორ მოახდენთ კრშნას სახელის გალობის ადაპტირებას ქრისტიანობაში? კრშნას ქრისტედ დანახვით, ან პირიქით, ანდა ქრისტეს ხატებით კრშნას სახელის გაჟღერებას?

შრილა პრაბჰუპადა: კრშნა, ქრისტე... რა თქმა უნდა ამ კითხვით უკვე არაერთხელ მომმართეს. ქრისტე ამბობს: “ მე ვარ ძე ღვთისა.” კრშნა კი ამბობს: “მე ვარ ღმერთი.” ამგვარად განსხვავება არ არის. ღმერთის ძესაც და ღმერთსაც ჩვენ პატივს ვცემთ. თუ მე პატივს ვცემ მამაშენს, პატივს გცემ შენც. თქვენ რა კმაყოფილი იქნებით თუ მამათქვენს პატივს არ ვცემ? რა თქმა უნდა არა. სწორედ ეს არის ჩვენი ფილოსოფია. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს: “მე ვარ კრშნას მსახურის, მსახურის, მსახურის, მსახურის, მსახური. ასე რომ ვისაც კრშნა უყვარს მას ასევე უნდა უყვარდესს უფალი იესო ქრისტე და ასევე ვისაც უნაკლოდ უყვარს ქრისტე, მას ასევე უნდა უყვარდეს კრშნა. თუ ის ამბობს: “რატომ უნდა მიყვარდეს კრშნა? მე მეყვარება იესო ქრისტე,” მას არ აქვს ცოდნა. ასევე, თუ ადამიანი ამბობს: “რატომ უნდა მიყვარდეს იესო ქრისტე? მე მეყვარება... “, მასაც არ გააჩნია ცოდნა. თუ ადამიანს ესმის კრშნა, იგი ასევე გაიგებს ქრისტეს და პირიქით, თუ ადამიანს ესმის ქრისტე, ის გაიგებს კრშნას.

ალენ გინსბერგი: ანუ თქვენ თვლით რომ ჰარე კრშნას გალობას შეუძლია იყოს შუამავალი ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების ტენდენციების დაკავშირებაში?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, დიახ. აქ საუბარია ნებისმიერ რელიგიაზე. სულ სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი რელიგიას განტევების ვაცად მიიჩნევს. ხოლო თუ მას სურს გაიგოს რელიგია და სერიოზულად უდგება მას, მაშინ ის გაიგებს კიდეც. ჩვენ სერიოზული ადამიანები გვჭირდება. შრიმად-ბჰაგავატამის თანახმად რელიგია ღმერთის კანონების მიხედვით არის შექმნილი. ვინ უარყოფს ამას, ქრისტიანობა, მაჰმადიანობა თუ სხვა რომელიმე რელიგია? ვის შეუძლია იმის უარყოფა, რომ რელიგია არის ღმერთის კანონები? ეს მარტივი განმარტებაა. თუ გაინტერესებთ რა არის რელიგია? ეს არის ღმერთის კანონები. სულ ესაა. ასევე თუ გაინტერესებთ რა არის ღმერთი, ამაზეც არსებობს პასუხი: “ყველაფრის თავდაპირველი წყარო, დასაბამი.” ამგვარად ადამიანი ასე უნდა ეცადოს გაიგოს ეს ყოველივე. მაგრამ თუ ადამიანს სურს დარჩეს თავის შეზღუდულ აზრზე და არ სურს წინ წავიდეს, მაშინ ეს ყველაფერი ძალიან რთულია გასაგებად. ხოლო თუ ის გონებაგახსნილი და გამგები იქნება, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვამბობთ, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს, არ არის აუცილებელი იგალობო კრშნას სახელი, თუ შენ სხვა წმინდა სახელი გაქვს, მაგრამ თუ არ გაქვს შესაბამისი სახელი, მაშინ იგალობე კრშნას წმინდა სახელი. რატომ ახდენთ დიფერენციაციას? ყველა სახელი ერთია.

ალენ გინსბერგი: ანუ, თუ სხვა შესაბამისი სახელი არ გვაქვს ვიგალობოთ კრშნას სახელი.

შრილა პრაბჰუპადა: დიახ იგალობეთ კრშნას სახელი.

ალენ გინსბერგი: ამას ამბობს ჩაიტანია?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, დიახ.

ალენ გინსბერგი: ის მართლაც ფიქრობდა, რომ სხვა შესაბამისი უფლის სახელებიც არსებობს?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ის ამბობდა, რომ ათასობით მილიონი უფლის სახელი არსებობს, თუ შენ რელიგიასთან მართლაც სერიოზულად ხარ, მაშინ...
მაგალითად, შეიძლება შენი მეგობრები სხვადასხვა სახელს გეძახიან და ყოველი სახელით ხომ სწორედ შენ მოგმართავენ.

ალენ გინსბერგი: კი, მაგრამ საკითხი რომელიც მე დავაყენე და რომელიც კვლავ ღიად დარჩა არის ის თუ ღმერთის რომელი სახელია ყველაზე მიმზიდველი და ყველაზე შესაფერისი ამ მატერიალურ სამყაროში?

შრილა პრაბჰუპადა: მაგალითად მოვიყვანოთ სახელი – ალაჰი. ალაჰი ნიშნავს უდიდესს. ამრიგად ღმერთი უდიდესია. ანუ ეს უდიდესის კონცეფცია არის ბრაჰმანის კონცეფცია. ქრისტიანებს კი არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული სახელი, ისინი ამბობენ უბრალოდ ღმერთს.

ალენ გინსბერგი: უფალი, ღმერთი. ეს არის მთავარი სახელი.

შრილა პრაბჰუპადა: მაკონტროლებელი. ღმერთი ნიშნავს მაკონტროლებელს. ხომ ასეა?

ალენ გინსბერგი: და რას ნიშნავს ეტიმოლოგიურად სიტყვა ღმერთი? იცით?

ჰაიაგრივა: მე არ ვიცი.

შრილა პრაბჰუპადა: ღმერთი არის სიტყვა იშვარას ექვივალენტი. იშვარა ნიშნავს მაკონტროლებელს.

ალენ გინსბერგი: ებრაელებს, რომლებიც ჩემი წინაპრები იყვნენ ჰქონდათ აკრძალვა...

შრილა პრაბჰუპადა: იეჰოვა.

ალენ გინსბერგი: მათ ჰყავდათ იეჰოვა, მათ ეკრძალებოდათ ღმერთის სახელის წარმოთქმა. რადგანაც ისინი თვლიდნენ რომ ღმერთის წარმოდგენა შეუძლებელია და ამიტომ არ შეიძლება მისი სახელი წარმოითქვას ან მისი ხატება გამოისახოს. ვფიქრობ ჩემი წინაპრები უფრო იმპერსონალისტები იყვნენ.

ჰაიაგრივა: ებრაელები პერსონალისტები არიან.


ალენ გინსბერგი: მაშ, ისინი პერსონალისტები არიან თუ იმპერსონალისტები?

ქალბატონი: ისინი იმპერსონალისტები არიან. მათ უბრალოდ აბსოლუტის სწამთ, სულ ესაა.

შრილა პრაბჰუპადა: სწორედ ეს განასხვავებდა მათ იესო ქრისტესაგან. იესო იყო პერსონალისტი.

ერთგული: ხასიდიკები პერსონალისტები არიან.

ალენ გინსბერგი: დიახ, ისინი თავიანთ ერთგულებას უძღვნიან რაბის, ანუ თავიანთ გურუს. უძველეს ებრაელს... მგონი თქვენც გეცოდინებათ ამის შესახებ. უძველესი ებრაული სწავლების მიხედვით ღმერთის სახელის წარმოთქმა დაუშვებელი იყო.

შრილა პრაბჰუპადა: ყოველ შემთხვევაში ღმერთის სახელი...

ალენ გინსბერგი: ნახატები არ შეიძლება შეიქმნას, რადგანაც ეს შეზღუდავს ღმერთს ხატებას ადამიანის წარმოსახვაში.

შრილა პრაბჰუპადა: ეს სულ სხვა საკითხია, ამას ვხვდებით მაჰმადიანობაში. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის მატერიალური. ამაში ის აზრი დევს, რომ რაიმე გამოსახულების ან ნახატის შექმნა მატერიალურად ითვლება. ღმერთის მატერიალურად მიჩნევა კი დაუშვებელია. მაგრამ თუკი თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე გადახვალთ, მიხვდებით რომ რადგანაც ღმერთი ყველგანაა, მატერიალურობაც არ არსებობს. ეს არის ვაიშნავიზმის ფილოსოფია. თუ ღმერთი ყველაფერია, მაშინ სადღაა მატერიალიზმი? ის სულიერია. მატერიალური გულისხმობს იმას, რომ ღმერთის გაგება არ შეგიძლია. აი ეს არის მატერიალური. ყველაფერი ცაა. როდესაც ის ღრუბლითაა დაფარული, ჩვენ ვამბობთ რომ იგი ღრუბლიანია. ამგვარად ღრუბელი არ არსებობს. ის ხანდახან ჩნდება, რომ ზეცა დაფაროს, ცა კი მარადიულია. ასევე ღმერთი მრადიულია. როდესაც მაიათი ხარ დაფარული შენ ვერ ხედავ ღმერთს, არ შეგიძლია გაიგო მისი, ეს არის მატერიალური. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მატერიალურობის კონცეფცია საერთოდ იკარგება. სად არის მატერიალიზმი თუ ყველაფერი ღმერთია? მიმიხვდით?

ჰაიაგრივა: ყველაფერი სულიერია.

შრილა პრაბჰუპადა: ყველაფერი სულიერია. ყველაფერი ცაა. იგი ყველგან არის, მაგრამ ღრუბელით როცა იფარება, მას ღრუბლიანს უწოდებენ. სწორედ ასევე როცა ღმერთის გაგება სხვადასხვა სულელური იდეებით არის დაფარული, მაშინ იგი მატერიალური ხდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი მატერიალურობა საერთოდ ქრება. ამიტომაც, ის ვინც მატერიალიზმშია შთანთქმული მაშინ არსებობს შეზღუდვები და არა მცდელობა. რადგანაც ასეთი ადამიანი ფიქრობს ღმერთის სახელი უბრალოდ ჩემი ვაჟიშვილის, ჩემი ქალიშვილის სახელია. სწორედ ეს არის შეზღუდვა.


რანადჰირი: როდესაც ებრაელები ეთაყვანებიან ღმერთს, აქვთ უფლება ღმერთის სახელი წარმოთქვან, თუმცა როდესაც ისინი ტაძრის გარეთ უფალზე საუბრობენ, სხვა სახელით მოიხსენიებენ მას.

ჰაიაგრივა: ჩვენ უნდა შევასწოროთ ჰარმონია.

ალენ გინსბერგი: დიახ, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ მუსიკალურ ყუთებზე. ჩვენ მატერიალური სამზადისი საღამოსთვის უნდა დავიწყოთ.

შრილა პრაბჰუპადა: ეს არ არის მატერიალური (იცინის). მარტივად უნდა გაიგოთ, რომ არაფერია მატერიალური, ყველაფერი სულიერია. ეს სავალდებულოა. სანამ არ გაიგებთ, რომ ეს ყველაფერი სულიერია... ჩვენი ნაკლიც ეს არის.


ალენ გინსბერგი: სექსუალურობაც სულიერია?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ. ბჰაგავად-გიტაში ნათქვამია: თუ სექსუალურ ენერგიას მხოლოდ იმისთვის იყენებ, რომ მშვენიერი ბავშვი გააჩინო და არა კატები და ძაღლები, მაშინ ეს სულიერია. თუმცა ადამიანები სექსულურ ფუნქციებს სხვაგვარად იყენებენ. ეს ბჰაგავად-გიტაშია მოცემული, რელიგიური რიტუალური გზების შესაბამისად სექსუალური ენერგიის წარმართვა დასაშვებია. ვედური სისტემის მიხედვით გქონდეს სექსუალური ცხოვრება ცოლთან ეს მთელი ცერემონიალია, რომელსაც გარბჰადჰანა ცერემონია ჰქვია. ყოველი მაღალი კასტა ბრაჰმანი კშატრია, ასევე შუდრა და ვაიშია განსაკუთრებით უნდა დააკვირდეს ცვლილებების პროცესს. პირველი პროცესი ბავშვისთვის სიცოცხლის შთაბერვაა, გარბჰადჰავას ცერემონია. ეს არ არის საიდუმლო. თუ კარგ ბავშვს შობ, შედეგად კარგი საზოგადოება შეიქმნება, ეს კი სიმშვიდესა და ნეტარებას მოიტანს. ხოლო თუ თქვენ ძაღლებს და კატებს გააჩენთ როგორღა იქნება ქვეყნად სიმშვიდე და აყვავება? ძაღლებისა და კატების საზოგადოებაში განა შეიძლება სიმშვიდე სუფევდეს?

ალენ გინსბერგი: კი მაგრამ ძაღლები და კატებიც ხომ კრშნაა, თუ ყველაფერი კრშნაა?

შრილა პრაბჰუპადა: მართლაც ასეა, მაგრმ თუ კრშნა დაფარულია... ისევ ღრუბლის მაგალითი მოვიყვანოთ. ღრუბელი იგივე მზის სხივია, მაგრამ ის ფარავს მას. რა არის ღრუბელი? ის არის მზის სხივის მიერ შექმნილი, ისევე როგორც ხეები და საერთოდ ყველაფერი. სწორედ ასევე გონება არის კრშნას მიერ შექმნილი. ამ თვალსაზრისით გონება ასევე კრშნაა, თუმცა იგი დაფარულია სულით.

ქალბატონი: ელემენტი, ეს ხარისხია.

ჰაიაგრივა: ყველაფერი სულიერია, მაგრამ ჩვენ ზოგიერთ მდგომარეობაში ამის შესახებ გვავიწყდება.

შრილა პრაბჰუპადა: მატერიალური ენერგია როგორც კრშნა ამბობს არის დაქვემდებარებული ენერგია. ანუ მატერიალური ენერგია მფარავი ენერგიაა, თუმცა ის ასევე კრშნაა. სწორედ ისე როგორც პოლიციის დეპარტამენტიც მთავრობაა, თუმცა ეს არც თუ ისე მოხერხებული ადგილია როდესაც დაგაკავებენ (იცინის). თუმცა ისიც სამთავრობო განყოფილებაა. სახელმწიფოსთვის უნივერსიტეტი და პოლიციის განყოფილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ის ერთნაირად ზრუნავს ორივეზე, მაგრამ ჩვენთვის პოლიციის განყოფილება “ო, ეს საშინელებაა.” ვიღაცას პოლიცია აკავებს, ვიღაც კი განათლებას იღებს.

ქალბატონი: ასე გაცილებით უკეთესია.


შრილა პრაბჰუპადა: თუმცა სახელმწიფო დონეზე ორივე თანაბარი მნიშვნელობის მქონეა. ისინი ფინანსებს დებენ ყველგან, ყველა დარგში. სწორედ ასევე, მიუხედავად იმისა შენ მატერიალურ ენერგიას იყენებ, სულიერს თუ მარგინალურს ყოველი მათგანი კრშნასგან მოდის, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. ამგვარად თუ მე მარგინალური ენერგიის, ან მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ ვარ ეს ჩემი უბედურებაა. მაგრამ თუ სულიერი ენერგია მაკონტროლებს მაშინ მე ბედნიერი ვარ. მაშასადამე ბჰაგავად-გიტაში ნათქვამია რომ ისინი ვინც პოულობენ თავშესაფარს სულიერ ენერგიაში არიან მაჰატმები და მათი დამახასიათებელი ნიშანია მარტივად დაკავდნენ ერთგული სამსახურით. სწორედ ეს არის აუცილებელი.

ერთგულები: ჰარიბოოოლ!

შრილა პრაბჰუპადა: ჰარე კრშნა.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   შრილა პრაპჰუპადა   Feb 2 2010, 08:26 PM
irma   ამ ლინკზე შრილა პრ...   Feb 2 2010, 09:12 PM
Atman   irma ამ პოსტის წაკითხ...   Feb 2 2010, 09:15 PM
Stoned   შრილა პრაპჰუპადას ...   Feb 5 2010, 05:54 PM
Atman   Stoned დასაწყისისთვი...   Feb 5 2010, 05:57 PM
Atman   პრაპჰუპადას ლექცი...   Mar 14 2010, 12:32 PM
Atman   შრილა პრაპჰუპადას ...   Mar 19 2010, 09:08 AM
Atman   შრი იშოპანიშადი (ღ...   Mar 19 2010, 11:56 AM
user name   Atman უფალი რამდენია?   Mar 19 2010, 03:55 PM
user name   Atman . თუმცა ღმრთეები...   Mar 19 2010, 03:56 PM
Atman   user name უფალი რამდენი...   Mar 19 2010, 03:57 PM
user name   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:02 PM
Atman   ადამიანში არის 2 სუ...   Mar 19 2010, 04:03 PM
Atman   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:05 PM
Atman   შრი შიკშაშტაკა ე...   Mar 20 2010, 12:55 PM
Atman   მანტრა – მედიტაცია...   Mar 20 2010, 01:57 PM
Atman   Наука самоосознания Автор:...   Mar 20 2010, 06:02 PM
Atman   ეს გახლავთ ერთ-ერთ...   Mar 28 2010, 01:36 PM
sentimennte   Atman შენ მალე გამარჯ...   Mar 28 2010, 08:38 PM
Atman   კრშნა თუ ქრისტე – ს...   Mar 31 2010, 01:23 PM
tikoroma   Atman აუ ეგ წიგნი მეც მ...   Apr 5 2010, 08:40 PM
Atman   tikoroma მაგ წიგნს ქვია ...   Apr 5 2010, 09:45 PM
tikoroma   ჰო, ეგ წიგნი მაქვს დ...   Apr 5 2010, 11:49 PM
Atman   tikoroma ჰო, ეგ წიგნი მაქ...   Apr 6 2010, 07:24 AM
Atman   მოვყვები კრშნას და...   Apr 15 2010, 04:49 PM
Atman   ეს არის ვედების სა...   Apr 17 2010, 11:18 AM
Atman   ამ აუდიოლექციაში შ...   Apr 24 2010, 11:31 AM
Atman   ვაგრძელებ კრშნას დ...   Apr 26 2010, 03:15 PM
serafinapekkala   Atman ეს თემა მონოელო...   Apr 26 2010, 03:43 PM
Atman   serafinapekkala ქართულად არ...   Apr 26 2010, 03:56 PM
Atman   "ცოცხალი არსებებ...   May 3 2010, 11:47 AM
Atman   ვიწყებ შრილა პრაპჰ...   Sep 6 2010, 06:35 PM
Atman   მეორე ნაწილი (აქ ერ...   Sep 7 2010, 04:15 PM
Atman   მესამე ნაწილი [img]http:/...   Sep 9 2010, 01:17 PM
Atman   მეოთხე ნაწილი [img]http:/...   Sep 10 2010, 10:25 AM
Atman   მეხუთე ნაწილი [img]http:/...   Sep 12 2010, 10:55 AM
Atman   15 სექტემბერს ერთი დ...   Sep 12 2010, 09:19 PM
Atman   მანტრის გამეორები...   Sep 20 2010, 01:29 PM
Atman   http://www.youtube.com/watch?v=K6AW3W46N2o   Sep 20 2010, 03:28 PM
Atman   ამ ლექციას ძალიან ...   Oct 20 2010, 10:05 AM
Atman   [size=4]კიდევ ერთი მონა...   Nov 1 2010, 07:54 PM
Atman   ჯონ ფეივორსი (ბჰაკ...   Nov 2 2010, 06:55 PM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Nov 25 2010, 10:19 AM
Atman   ძალიან საინტერესო ...   Dec 1 2010, 08:18 PM
Atman   ზემოთმოყვანილი ტე...   Dec 6 2010, 10:21 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 12 2010, 07:38 AM
Atman   ესეც ძალიან საინტე...   Dec 12 2010, 07:46 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 08:59 PM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 09:03 PM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Dec 17 2010, 06:35 PM
Atman   რასა ლილას აღწერა (3...   Dec 19 2010, 12:01 PM
Atman   [size=7]ბჰაგავად გიტა [si...   Dec 27 2010, 04:45 PM
Atman   ბჰაქტი ვიგიანა გოს...   Jan 3 2011, 02:02 PM
Atman   პრაბჰუპადას ინტერ...   Jan 6 2011, 06:44 PM
Atman   Обязанности ученика Учени...   Jan 7 2011, 03:13 PM
Atman   10 оскорблений Святого имен...   Jan 8 2011, 11:03 AM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Jan 21 2011, 11:48 AM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Feb 9 2011, 08:32 PM
mata   Atman მოცულობა 51 მბ გა...   Feb 9 2011, 09:00 PM
Atman   mata არ მეგონა თუ ასე...   Feb 9 2011, 09:04 PM
priad ubralo   კარგი რა... რაღა დრო...   Feb 10 2011, 09:39 PM
Atman   priad ubralo იქნებ გეცადა ...   Feb 11 2011, 07:27 AM
Atman   თავიდან დავდებ ვიდ...   Feb 12 2011, 12:36 PM
Atman   ახალი რუსული საიტი...   Feb 18 2011, 06:45 PM
Atman   http://vimeo.com/16072658   Feb 26 2011, 12:23 PM
Atman   Однажды Шрилу Прабхупаду о...   Feb 26 2011, 06:01 PM
Atman   Истинная цель жизни (28 февр...   Feb 26 2011, 07:01 PM
Atman   აქაც წინასწარ დავწ...   Mar 6 2011, 04:37 PM
Atman   ექსკლუზიურად ეზოთ...   May 7 2011, 05:52 AM
Atman   პ.ს. ძირითადი კითხვ...   May 7 2011, 06:04 AM
Atman   ხვალიდან თბილისის ...   May 18 2011, 09:10 PM
Atman   კიდევ ერთი განცხად...   Jun 3 2011, 08:28 PM
Atman   გადავწყვიტე რასაც ...   Jun 14 2011, 07:29 PM
Atman   20, 21 და 22 ივლისს, 18:30-და...   Jul 18 2011, 06:25 PM
ever   ყველას მთელი გულით...   Jul 19 2011, 02:23 AM
Atman   ever სად ტარდება? მის...   Jul 19 2011, 05:31 AM
old_man   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:24 PM
Atman   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:33 PM
Atman   სასწრაფო განცხადე...   Jul 20 2011, 02:45 PM
Atman   გუშინ ძააალიან მაგ...   Jul 22 2011, 03:12 PM
old_man   კმაყოფილი ვარ საინ...   Jul 23 2011, 12:34 AM
ever   კრიშნაიტმა გოგოებ...   Jul 23 2011, 12:55 AM
Atman   21 ივლისის ლექციის ვ...   Jul 25 2011, 06:14 PM
kate   Atman ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 04:18 AM
Atman   kate ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 05:49 AM
kate   Atman აზრზე არა ვარ :) , ...   Jul 26 2011, 02:21 PM
Atman   kate აზრზე არა ვარ , მ...   Jul 26 2011, 03:56 PM
kate   Atman გაიხარე, მადლობ...   Jul 26 2011, 04:12 PM
Atman   kate არაფერს! :) ესე...   Jul 26 2011, 04:15 PM
ever   Atman ეს მანტრა მედიტ...   Jul 27 2011, 11:59 PM
Atman   ever ბოლოს "ჰარე ჰარ...   Jul 28 2011, 04:46 AM
natuka   Atman კი გვინდა   Jul 28 2011, 09:50 AM
vano kazbegi   ადამიანის სიკვდილ...   Jul 28 2011, 11:19 AM
vano kazbegi   ვინც ღმერთი შეიცნო...   Jul 28 2011, 11:34 AM
vano kazbegi   კეთილი სულს ყოველთ...   Jul 28 2011, 11:39 AM
vano kazbegi   ღმერთებს თუ სახელი...   Jul 28 2011, 11:44 AM
mata   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 12:37 PM
vano kazbegi   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 01:31 PM
Atman   natuka კი გვინდა ინებე...   Jul 28 2011, 01:22 PM
vano kazbegi   natuka ინებეთ :) Шрила Праб...   Jul 28 2011, 01:32 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th June 2024 - 05:23 AM