შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Dec 23 2010, 11:16 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთმა თავისი საკუთარი ხატების მსგავსად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება მისცა მას. ამაშია ღმერთის თამაში, თამაში, რომელშიც ღმერთი სრულ კონტროლს ინარჩუნებს, მაგრამ ნებას აძლევს ადამიანს თავისი არჩეული გზით იაროს. დღეს ნათელი ხდება, რომ ადამიანმა ილუზიის უდაბნოში ამოყო თავი; იგი გატაცებულია ამ ილუზიით – იმ მცდარი ღირებულებებითა და სურვილებით, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში იპარება, როდესაც ადამიანი თავის "მე"-სა და ცხოვრების რეალობის შემეცნებას წყვეტს. მაგრამ ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი, როდესაც ადამიანი სრულ ჯოჯოხეთამდე აღწევს, ღმერთი მუდამ მასთან იმყოფება როგორც მარადიული მოწმე.
თვით ცხოვრება მარადისობაა, და ამ მარადისობის რაღაც მომენტში ადამიანი იღვიძებს და თავისი საკუთარი შინაგანი ღვთაებრიობის შეცნებას იწყებს. სწორედ ამ დროს ჭეშმარიტება გაფურჩქნას იწყებს, მოდის ღმერთის შეცნება, ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი ღმერთია, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი. რა მშვენიერი მომენტია! ძალიან ნელა თანდათან დნობას იწყებს მატერიალური ცხოვრებისა და ყველა მცდარი ღირებულებების ილუზია და თავის მოჩვენებით მომხიბვლელობას კარგავს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ღმერთს გაიხსნას როგორც სუფთა ღვთაებრიობა, რომელიც ყველაფრის საფუძველია სამყაროში, თვით ადამიანის ჩათვლით. დიახ, სამოთხე ყოველი ადამიანის შიგნით იმყოფება, სწორედ იქ უნდა ეძებოთ იგი, როდესაც მზად ხართ უარი თქვათ ილუზიაში ცხოვრებაზე და ჭეშმარიტების გზას გაჰყვეთ. ეს გზა მუდამ არსებობს, იგი მუდამ იყო და მუდმ იქნება. ღმერთი თქვენს გულში იმყოფება, და ამაშია მთელი ჭეშმარიტების ნამდვილი წყარო. როდესაც გახსნით საკუთარ გულს, ღვთაებრივი სიყვარული იწყებს თქვენს შევსებას; სწორედ სიყვარულის ეს ძალაა ღვთაებრივი ენერგია. სიყვარულთან ერთად მოვა ჭეშმარიტება, და ყველა წარსული ილუზია ლანდად იქცევა. გაბრწყინდება ახალი სინათლე, ახალი გამოღვიძება, ახალი განთიადი. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 05:23 PM |