![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
სიყვარული
სიყვარული განმკურნავი ძალაა, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენს დროში. სხვაგვარად როგორ შეიძლება ერთობისა და ჰარმონიის აღდგენა თქვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში? სიყვარული ღვთაებრივი ნექტარია, რომელიც მუდამ არსებობს, მაგრამ მრავალი ადამიანის მიერ იგნორირებულია. და მაინც სიყვარული ერთადერთი წამალია, რომელიც შეახორცებს ჭრილობებს უთანხმოების დროს, როდესაც ასე მცირეა ჰარმონია. სიყვარული ინტელექტიდან არ წარმოიშვება. ეს არის სულიერი ენერგია, რომელიც გულიდან მოედინება. გული თავისთავად არხის მსგავსია, რომელშიც ღვთაებრივ სიყვარულს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გული გახსნილია. ჩვენს დროში ეს არხი ხშირად დაბრკოლებულია ნეგატიური აზრებით, რომლებიც, როგორც წესი, ადამიანს ღმერთისგან აცალკევებს. ადამიანმა თავისი საკუთარი გზით სვლა გადაწყვიტა. ამაში მას დაეხმარნენ მთელი ეს ნეგატიური ძალები: ეგოიზმი, ხელისუფლების ძიება, ეჭვიანობა და ყოველგვარი სურვილები. ამ გზას შეუძლია მხოლოდ უდაბნოში მიიყვანოს იგი, სადაც არავითარი ჭეშმარიტი ღირებულებები არ არის. ეს არის ცხოვრება ილუზიაში. დადგა ცვლილებების დრო; დრო ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. სცადეთ წარმოიდგინოთ ქვეყანა ან მთელი მსოფლიო, სადაც სიყვარული ყოველი აზრისა და მოქმედების მმართველი ძალაა. ამაში გამოიხატება ღვთაებრივი გეგმა. დღეს, როდესაც თქვენ აქ შეიკრიბეთ, დაფიქრდით შესაძლებლობაზე ამ წამოწყების კატალიზატორი გახდეთ, მსოფლიოს ამ ცვლილებებისა – ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. დაივიწყეთ წარსული და გულისყური მოკრიბეთ შესაძლებლობაზე გახდეთ ერთ-ერთი იმ ღვთაებრივ სულთაგანი, რომელნიც დაეხმარებიან მსოფლიოს შეცვლაში და იმ ტანჯვისგან გათავისუფლებაში, რომლის მოწმენიც დღეს თქვენ ხართ. გაერთიანდით ღმერთის სიყვარულში. ყოველი წარსული ღმერთს ჩაბარეთ და ახალი გზით იარეთ, ღვთაებრივი გზით, რომელიც ღმერთთან დაგაბრუნებთ. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 24th June 2024 - 06:48 PM |