IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გურჯიევი, გიორგი გურჯიევი იგივე გურ
georgius-asmoday
post Jun 24 2009, 02:31 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიორგი გურჯიევიგიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 – გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.


მაინტერესებთ რა ფიქრობთ ამ პიროვნებაზე?


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
idumalebis pr...
post Jan 6 2011, 07:36 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 10-December 10
Member No.: 6,328

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც ცოტა რამ გურჯიევის შესახებ smile.gif


ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი.
დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პასპორტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს,
თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ (უფრო კონკრეტულად ქვემოთ შეიტყობთ). აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც.
მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია,
რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.

ამერიკელი მისტიკოსი და ოკულტური წიგნების ავტორი დევიდ ალან ჰულსი წიგნში “ენციკლოპედიური მეგზური წმინდა ენებისკენ” საუბრობს ქართულ ენაზე (გვ.218) და იქვე აყოლებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმარება, გავშიფროთ მისი სიმბოლოები (ე.წ. “ენაგრამები”), რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.

გურჯიევი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: “დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით.” 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდნენ ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას დე ჰარტმანი და მისი მეუღლე ოლგა. 1916 წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.

1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1918 წელს უსპენსკი მას გამოეყო. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე მეტად დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად ტიფლისში (თბილისში) ჩამოვიდა. აქვე გახსნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც შემდგომში ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს სომხების გენოციდის დროს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით ‘სამა’. სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი და უსპენსკის მიმდევარი.

1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ლონდონი. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგი.

1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი “გურჯიევი ამერიკაში” გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა (გაითვალისწინეთ, როდის ხდება მოქმედება და მცირე თანხად არ მოგეჩვენებათ).

სწავლებას და ქადაგებას გიორგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც აგრძელებდა. ამ პერიოდში ის პარიზში ცხოვრობდა.


გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ამერიკულ საავადმყოფოში. დაკრძალულია ფოტენბლოს სასაფლაოზე.


პიროვნული თვისებები

მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო.
მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი.
მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული.
როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა,
რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა.
სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.


ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა

გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.

ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.

მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.


ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.

მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.



ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:

1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია


გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:

ფაკირის გზა

ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.

ბერის გზა

ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.

იოგის გზა

დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.


ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.


გავლენა


თავისთავად ცხადია, გურჯიევი ეხვეოდა ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში. ბევრი მას მიიჩნევდა შარლატანად, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მან გავლენა მოახდინა უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალზე, ლიდერზე. მაგალითისთვის საკმარისია ორი პიროვნება, რომლებზეც ამ ბლოგზე ცალ-ცალკე პოსტებია: ოშო და კარლოს კასტანედა. მისი წიგნები ბესტსელერი იყო, თავად გურჯიევზე კი რამდენიმე ათეული წიგნი დაიწერა.

“ღმერთის მოსვლის მაცნე”. დაიბეჭდა 1933 წელს.

ტრილოგია “ყველა და ყველაფერი”
* ნაწილი I – “ბელზებუბის ამბები, რომელსაც შვილიშვილს უყვებოდა”. დაიბეჭდა 1950 წელს
* ნაწილი II – “შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან”. დაიბეჭდა 1963 წელს
* ნაწილი III – “ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა ‘მე ვარ’ “. დაიბეჭდა 1974 წელს

“ხედი რეალური სამყაროდან”. დაიბეჭდა 1973 წელს

ასევე გადაღებულია ფილმი შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გურჯიევი ერთ-ერთი ვერსიით ითვლება ვოლანდის პროტოტიპად. რუსული გაზეთი “Ставропольская правда” 2006 წლის 4 თებერვლის ნომერში წერს:

– არ გვაქვს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, მისტიკოსი მართლა შეხვდა თუ არა ბულგაკოვს, თუმცა ის რომ მწერლის შთაგონების წყარო გურჯიევია, აშკარაა. ამასთან, 1917 წელს ორივე ესენტუკში ისვენებდა და ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას. ასევე ცხადია, რომ მეოცე საუკუნის მთელი რუსული ინტელიგენცია ამ საოცარი ადამიანის გავლენის ქვეშ იყო.

გაზეთი ასევე საუბრობს გურჯიევისა და სტალინის ურთიერთობაზე. ისინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და არის ვარაუდი (არცთუ ისე საფუძველს მოკლებული), რომ ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ამ დროს მისტიკოსს იმხელა ცოდნა ჰქონდა, გასაკვირია, სემინარიაში სწავლა რაში სჭირდებოდა. მაგრამ დადასტურებულია ის, რომ ეს ორი მეგობარი ამ პერიოდში ერთ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. თავის მხრივ, გურჯიევიც განიცდიდა სტალინის გავლენას და მასთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებებში. მოგვიანებით, ის იხსენებდა, როგორ დაჭრეს კავკასიაში ყოფნის პერიოდში – მას ტყვია მოხვდა 1904 წელს ჭიათურაში, როცა ის და იოსები საფოსტო ეტლის გაძარცვას ცდილობდნენ.

მკვლევარების დიდმა ნაწილმა გურჯიევის გავლენა აღმოაჩინა სტალინის რიგ ნაშრომებში. გურჯიევისვე გავლენით შეიცვალა სტალინმა დაბადების თარიღი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას: ის დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს, მისტიკოსმა კი შეაცვლევინა და 1 წლითა და სამი დღით წინ გადააწევინა – 1879 წლის 21 დეკემბერი. ამით დიდ ბელადზე მაგიურ-ოკულტური გავლენის მოხდენა შეუძლებელი გახდა. ამ ფაქტის გამო რეალობას არაა მოკლებული აზრი, რომ იგივე მიზეზით თავად გურჯიევსაც შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღი.






Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
georgius-asmoday   გურჯიევი   Jun 24 2009, 02:31 PM
david6david   აქ როგორც ჩანს გურ...   Jun 26 2009, 11:37 PM
nick dashwood i   იოგრაფიული ცნობებ...   Jun 29 2009, 09:44 PM
daaoth   ერთხელ როცა მამაის...   Jul 17 2009, 11:38 PM
georgius-asmoday   ერთხელ როცა მამაის...   Jul 22 2009, 03:49 PM
giorg   zalian zlieri iyo rogorc gadmocemit vici. tbilishi...   Jul 29 2009, 08:27 PM
georgius-asmoday   zalian zlieri iyo rogorc gadmocemit vici. tbilishi...   Jul 30 2009, 10:30 AM
toka_k   გურჯიევი რევოლუცი...   Nov 18 2009, 10:27 PM
hedgehog   გურჯიევი რევოლუცი...   May 4 2010, 04:15 PM
david6david   ნამდვილად სასაცილ...   Nov 20 2009, 01:28 PM
Guru   ევროპაში არის გავრ...   Dec 10 2009, 03:03 AM
sky   eka_li :huh: არა და ბევრგა...   Dec 21 2009, 09:58 PM
eka_li   გურჯიევის წიგნები ...   Dec 18 2009, 11:00 PM
tikoroma   დენის მორბინი: დარ...   Jan 4 2010, 10:04 AM
nutsa   მე არ ვიცი საიდან ა...   Jan 21 2010, 10:42 PM
miriani1987   ნასრომის მოძიება ს...   Jan 26 2010, 04:13 AM
vkh   eka_li http://lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/   Feb 3 2010, 04:22 PM
vkh   სომეხი-ბერძენი მის...   Feb 3 2010, 04:28 PM
Shou   vkh სომეხი-ბერძენი მ...   Feb 3 2010, 06:25 PM
vkh   სომეხი არ იყო თუ ბე...   Feb 4 2010, 04:44 PM
vkh   ეს ოდესღაც ჟურნალ ...   Feb 5 2010, 08:40 PM
vkh   სხეული, არსება, პირ...   Feb 5 2010, 08:41 PM
vkh   ადამიანი არის მრავ...   Feb 5 2010, 08:41 PM
anouk   ცნობების მიხედვით ...   Mar 5 2010, 06:16 PM
vkh   anouk ცნობების მიხედვ...   Mar 5 2010, 10:32 PM
vkh   ეზოთერული მსოფლმხ...   Mar 5 2010, 10:44 PM
jgvenza   მამაჩემი 71 წლის გარ...   Mar 6 2010, 12:36 PM
sky   გაგრძელება??? სადაა?   Mar 19 2010, 06:59 PM
jgvenza   თვითონ გურჯიევი ამ...   Mar 20 2010, 08:57 AM
teo-   ქართულად არის მისი...   Apr 1 2010, 08:47 PM
DISCIPLINE   ქართულად არის მისი...   Apr 1 2010, 08:54 PM
tramantana   შარშან შევიძინე (ვ...   Apr 1 2010, 11:09 PM
moonbayer   jgvenza ar var rasisti magram 'ia tbilisic...   Apr 2 2010, 01:18 AM
jgvenza   moonbayer ხო სამწუხაროა ...   Apr 2 2010, 07:03 PM
ირმა   jgvenza გასაგებია რომ ს...   Apr 3 2010, 09:26 AM
DISCIPLINE   http://woodash.ru/?p=50 გურჯიევი...   Apr 8 2010, 03:24 PM
david6david   დისსიპლინ არ შეიძლ...   May 4 2010, 11:23 AM
hedgehog   http://www.gurdjieff-heritage-society.org/ ამ ...   May 4 2010, 04:21 PM
hedgehog   http://www.youtube.com/watch?v=EOAWY4b7Vyk...eos=_...   May 4 2010, 04:35 PM
Tornikee   აქ თქვენ საიდან იც...   May 4 2010, 06:55 PM
sbge   გიორგი გურჯიევი... ...   May 5 2010, 03:40 PM
david6david   ნამდვილი მასწავლე...   May 7 2010, 02:12 PM
jgvenza   david6david რა ზუსტად დაა...   May 7 2010, 03:32 PM
priad ubralo   david6david [quote]ნამდვილი მა...   May 14 2010, 12:46 AM
Tornikee   მასობრივ ჰიპნოზს მ...   May 14 2010, 01:19 PM
Atman   რაღაც ბიოგრაფიული ...   Nov 27 2010, 05:54 PM
Mola Nasredini   რაღაც ბიოგრაფიული ...   Sep 9 2011, 01:57 PM
td.........   პიტერ ბრუკი კარგი ...   Nov 27 2010, 08:02 PM
david6david   გურჯიევმა პირველი ...   Nov 29 2010, 11:46 PM
david6david   სუფიზმში ისევე როგ...   Nov 29 2010, 11:56 PM
td.........   სუფიზმში ისევე როგ...   Nov 30 2010, 09:42 AM
idumalebis princesa   ესეც ცოტა რამ გურჯ...   Jan 6 2011, 07:36 PM
HERMES555   ვისაც გაქვთ წაკითხ...   Sep 9 2011, 06:38 PM
Existence   მე ვარ დამკვირვებე...   Sep 9 2011, 10:05 PM
HERMES555   Existence' მე ვარ დამკვი...   Sep 17 2011, 09:13 AM
Lashapoli   მე არაფერი წამიკით...   Sep 9 2011, 11:06 PM
HERMES555   კი მართალია გურეჯი...   Sep 11 2011, 09:50 AM
partskhala   ზევით ფილმზე იყო ს...   Sep 17 2011, 12:32 PM
Existence   partskhala პრივეტ   Sep 17 2011, 04:19 PM
Atman   partskhala ზევით ფილმზე ი...   Sep 17 2011, 04:24 PM
Existence   თუ შეიძლება წარმოგ...   Sep 17 2011, 04:45 PM
HERMES555   [quote name='Existence' date='Sep 17 2...   Sep 18 2011, 12:25 AM
tikoroma   Existence თავის დამკვირ...   Sep 17 2011, 07:21 PM
Existence   Existence თავის დამკვირ...   Sep 17 2011, 07:49 PM
tikoroma   Existence წინასწარ ვერ ვ...   Sep 17 2011, 08:06 PM
Existence   ტოტალური მოქმედებ...   Sep 17 2011, 08:41 PM
Existence   დავილაპარაკოთ ტელ ...   Sep 18 2011, 12:50 PM
tikoroma   Existence მშვენივრად ხს...   Sep 18 2011, 09:52 PM
Existence   ახლა ერთი შეკითხვა...   Sep 18 2011, 10:35 PM
HERMES555   ძალიან მოკლედ რომ ...   Sep 18 2011, 10:54 PM
I AM   გურჯიევი საკმაოდ ს...   Sep 27 2011, 12:00 PM
HERMES555   გურჯიევი საკმაოდ ს...   Sep 28 2011, 06:40 PM
I AM   მდაა...საინტერესოა...   Sep 28 2011, 10:42 PM
HERMES555   მდაა...საინტერესოა.....   Sep 29 2011, 01:35 AM
I AM   მე არსად მითქვამს ...   Sep 29 2011, 09:21 AM
HERMES555   მე არსად მითქვამს ...   Sep 29 2011, 10:56 AM
I AM   როგორც ჩანს განსხ...   Sep 29 2011, 11:59 AM
HERMES555   როგორც ჩანს განსხვ...   Sep 29 2011, 01:10 PM
Vision_   ყველა ამ სწავლებაშ...   Sep 29 2011, 05:50 PM
HERMES555   ყველა ამ სწავლებაშ...   Sep 29 2011, 09:12 PM
Existence   http://www.razumei.ru/files/others/pdf/Gur..._vse-...   Oct 8 2011, 07:30 PM
Existence   ოშო ამ წიგნზე http://www.ra...   Oct 8 2011, 07:59 PM
Existence   გარედაცვალებამდე ...   Oct 8 2011, 11:13 PM
Existence   აუ გენიალური წიგნი...   Oct 9 2011, 12:12 AM
Existence   აუუუუ ...ეს რაა არიი...   Oct 9 2011, 07:44 PM
HERMES555   აუუუუ ...ეს რაა არიი...   Oct 9 2011, 10:29 PM
HERMES555   აუუუუ ...ეს რაა არიი...   Oct 9 2011, 10:29 PM
Existence   რველ რიგში საღოლ რ...   Oct 9 2011, 10:55 PM
HERMES555   ok...... და ეხლა ვარ გაჩ...   Oct 9 2011, 11:24 PM
kate   Existence the more I could see what it was that h...   Oct 9 2011, 11:31 PM
HERMES555   Existence როგორც ჩანს, ო...   Oct 9 2011, 11:57 PM
kate   HERMES555 ოშოზე ჩემი აზ...   Oct 10 2011, 12:16 AM
Existence   ღირს ღირს ნამდვილა...   Oct 10 2011, 12:36 AM
kate   Existence ეს კონკრეტული ...   Oct 10 2011, 01:24 AM
Existence   ეს კონკრეტული წიგნ...   Oct 10 2011, 02:40 PM
kate   Existence არ გეთანხმები.....   Oct 10 2011, 06:56 PM
Existence   ვერ გავაქაჩე ტო :huh: ...   Oct 15 2011, 10:36 PM
Existence   ჰერმეს მიშველე რამ...   Oct 16 2011, 01:05 AM
3BB   გამარჯობათ! მოხა...   Oct 16 2011, 06:39 PM
Existence   3BB პრივატ.. კაი რო მო...   Oct 16 2011, 08:16 PM
4 Pages V   1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 05:44 PM