IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Sep 2 2010, 12:44 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.

ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. .


გავიდა წლები..

ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა.

აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები.

ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”.

“ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ.

პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს.

-"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა.

ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე.

იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა.

გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის...



გაგრძელება იქნება













Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ანანდა...
post Jan 7 2011, 03:30 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთელი კვირის განმავლობაში ამ შემთხვევის შესახებ, ბევრს ვბჭობდით, ვფიქრობდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თუნდაც არაფერი აღარ მომხდარიყო, ის რაც ვნახეთ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკვე სხვანაირად შეგვეხედა რეალობისთვის.

შაბათიც დადგა. ჩვენ ახალ შეხვედრაზე ვაპირებდით წასვლას, რაღაც ოჯახური პირობების გამო, ორმა მათგანმა წამოსვლა ვერ შეძლო. სახლიდან უთენია გამოვედით და ჩვენი შტაბ ბინისაკენ, დონა მარუჯოს სახლისაკენ გავემართეთ. ჩვეულებისამებრ იქ ვიკრიბებოდით და ლაშქრობის წინ ვემზადებოდით. მართლაც, გემრიელი ვახშმისა და დასვენების შემდეგ, ბარგი შევკარით და “ჩვენი ადგილის” გორაკებისკენ გავემართეთ.

ღამის სიჩუმეში უდაბნოს ქვიშებს მივიკვლევდით. გზაში ყველაფერს გულდასმით ვაკვირდებოდით და აქა–იქ ახალი ქსენდრას გამოჩენას ველოდით. სხვა ბევრი მოულოდნელობაც, შეიძლება მომხდარიყო, რასაც მომზადებული უნდა დავხვედროდით. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ბანაკს ისე მივაღწიეთ, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. იქ ტვირთი მოვიხსენით, დავსხედით და დავიწყეთ ლოდინი.

ზოგიერთი ჩვენგანი გიდებთან კომუნიკაციას მედიტაციის საშუალებით ცდილობდა, ზოგიც გამალებით აკვირდებოდა ღამის ცას, პასუხმაც არ დააყოვნა: შეხვედრისთვის მოემზადეთ! ეს იყო აზრობრივი სიგნალი!

მდუმარედ ვისხედით და ცას გავყურებდით. მალე, ჩვენგან არც თუ ისე შორს, მოციმციმე წერტილი შევამჩნიეთ, იგი მოყვითალო-მოცისფრო ნათებას გამოსცემდა (იმ პლანეტების მსგავსად, ღამის უღრუბლო ცაზე რომ ჩანან ხოლმე). მნათი წერტილი სწარაფად გადაადგილდებოდა. უცბად ობიექტმა მანევრირება დაიწყო, შემობრუნდა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. ამის დანახვაზე ძალიან ავღელდით. გული ამოვარდნაზე გვქონდა. ჩვენდა გასაოცრად, უცნობი ობიექტი კილომეტრის მოშორებით ძირს დაეშვა.

ეს იყო ორმხრივ ამოზნექილი ლინზის მსგავსი, ხომალდი. ზომით ასე 25-30 მეტრის დიამეტრის. დისკო მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი საყრდენის გარეშე უძრავად ეკიდა. გარეთა განათება არ ეტყობოდა. ფიუზელაჟი მოვერცხლისფრო და აბსოლუტურად გლუვი იყო. გარედან, არც ფანჯარა და არც რაიმე ილუმინატორის მსგავსი არ ჰქონდა.

რამდენიმე წამში, ობიექტის ქვედა მხარეს, ზუსტად შუაში, ლუქი გაიღო და პლატფორმის მსგავსი მოწყობილობა ჩამოეშვა. ეს ერთადერთი ნაწილი იყო, რომლითაც ხომალდი მიწას შეეხო.

თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავქცეულიყავით. გული ძალუმად გვიცემდა. ტანზე ცივმა ოფლმა დაგვასხა, უამრავი უაზრობა ამოგვიტივტივდა თავში. ძალიან შევშინდით!

ხომალდიდან უეცრად სინათლემ გამოანათა. შუქმა იქაურობა მოთეთრო სხივებით აავსო. სინათლის ფონზე ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. უცნობი ფიგურა ლუქიდან გადმოვიდა. ეს ეკიპაჟის წევრი იყო. უარყოფითი ემოციები მოგვეძალა. თითქოს ვიღაცის ბრძანებას დავემორჩილეთო, ორგანიზებულად უკან დავიხიეთ. ჩვენი მომზადება, წინასწარი მუშაობა, ტესტები, სავარჯიშოები.. მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა. ეს უკვე აღარ იყო ჰოლოგრამა, ჩვენს წინაშე ხორცშესხმული არსება იდგა-ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ მას ჩვენთან შეხვედრა უნდოდა!

პლატფორმაზე მდგომი ჰუმანოიდი ძირს დაეშვა და მარჯვენა ხელი დაგვიქნია. ყველამ ერთი გზავნილი მივიღეთ: ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ. აქ თქვენი გულისთვის მოვედით!

ზურგს უკან ანთებული შუქის სიმძაფრის გამო, ჰუმანოიდის სახის ნაკვთების გარჩევა ჭირდა. სილუეტი, კი ოქსალქს მოგვაგონებდა, იმ ჰოლოგრამულ პროექციას, რომელსაც გასულ კვირას შევხვდით. პულსი ჩაგვიწყნარდა, დავმშვიდდით, გონებაში აზრი დაგვიბრუნდა, უკვე მზად ვიყავით ჩვენთვის უცნობ რეალობას შევხვედროდით.

უცხოპლანეტელმა ხელი ისევ დაგვიქნია, იგი თავისკენ გვიხმობდა. ოდნავ დაბნეულმა, ჯგუფის წევრებს გადავხედე-რა ვქნათ? აღელვებულმა სიქსტომ მკაცრად გაგვაფრთხილა: თუ ახლა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაშინ უცხოპლანეტელები, ჩვენს შესაძლებლობებში დაეჭვდებიან, ასეთი შემთხვევა კი მომავალში აღარ გვექნებაო. მეც ყველას ხომალდის მიმართულებით ვუბიძგე.

შეშინებული და ამავე დროს ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ნელი ნაბიჯით დავიძარით. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, ამ მზერით ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე ნელ–ნელა, პლატფორმის კიდეს მივუახლოვდით. პლატფორმა ზევით დაიძრა. შევამჩნიეთ, რომ კიბის ბოლოს ვიღაც გველოდა! მასაც, როგორც ოქსალქს, ტანთ ყვითელი ფერის სამოსი ეცვა. ტანსაცმელი მეტალის მსგავსი ქსოვილით, იყო შეკერილი, კოსტიუმი ტანზე მომდგარი ჰქონდა. თავისუფლად დაშვებული სახელოები, ფართო მანჟეტებით ბოლოვდებოდა. საკისრეთი შემოფარგლული საყელო, გრძელდებოდა და წინა მხრიდან სამკერდეს ქმნიდა. მანჟეტები, განიერი სარტყელი და მაღალყელიანი ფეხსაცმელებიც ისე გამოიყურებოდა როგორც მეტალი.

უცნობს, შეშინებული და დაძაბული მივუახლოვდით. იგი კარის ჭრილში შევიდა და ხელი დაგვიქნია, ასეთი ჟესტით, იგი ხომალდში გვიწვევდა. ვუცქერდი მას და არ მჯეროდა, თავი ფანტასტიურ სიზმარში მეგონა. რეალობის შეგრძნება, რომ დამებრუნებინა, ხომალდის ფიუზელაჟს შევეხე. ჩვენმა თანმხლებმა ეს შეამჩნია და გაიღიმა. მივხვდი, რომ ყურადღებით გვადევნებდნენ თვალს. თავი უხერხულად ვიგრძენი, გამაღიზიანა იმ გრძნობამ, რომ ჩვენ ასეთი განუვითარებლები ვიყავით, და იმანაც, რომ დაკვირვების ობიექტებად ვიქეცით.

მთელი ჯგუფი ხომალდში შევედით.

დიდ, კარგად განათებულ, მომრგვალებულ სათავსოში, ხუთი ჰუმანოიდი დაგვხვდა. ორი ენით აუწერელი სილამაზის ქალი და სამი ანგელოსისებური გარეგნობის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი. ხუთივე ყურადღებით გვაკვირდებოდა. ტანზე გრძელი ტუნიკები ემოსათ, იმ განსხვავებით, რომ, ქალთა სამოსს თან კაპიუშონის მსგავსი თავსაბურავი ახლდა, (ისეთი აკვალანგისტების კოსტიუმებს რომ აქვთ). კაპიუშონი, თავს ფარავდა და მხოლოდ სახეებს აჩენდა. მოთეთრო მოვერცხლისფრო გრძელი თმები, მხოლოდ კეფის არეში მოუჩანდათ.

ქალები ჩვენგან მოშორებით იდგნენ, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ სახეზე კოსმეტიკა არ ესვათ. მათი კანი სუფთა და ჯანსაღი იყო, რაც მათ ნაკვთებს ანგელოსისებრ გამომსახველობას ანიჭებდა. უცხოპლანეტელი მამაკაცები თავსაბურის გარეშე იყვნენ. ეკიპაჟის წევრთა განსხვავებული ფერის სამოსი, მეტალის მსგავს ლიკრას წააგავდა. (როგორც მერე გავიგეთ ეს ფერები, მათ სხვადასხვა ფუნქციას აღნიშნავდა).

ყველას მუქი ბრინჯაოსფერი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ოქროსფერი, ლითონის მსგავსი დეტალებით იყო გაწყობილი. ტანსაცმელზე რაიმე სიმბოლო-ემბლემა, ან იდენტიფიკაციის ნიშანი არ ჰქონდათ.

როგორც შემდგომში გაირკვა, ჰუმანოიდები “ალფა ცენტავრას” სისტემაში მდებარე პლანეტა “აპუ”-დან იყვნენ. ისინი ერთმანეთისგან ასაკით არ განირჩეოდნენ. განსხვავება, მხოლოდ გარეგნობაში იყო. სიმაღლით ორ მეტრს აჭარბებდნენ, სქესობრივი ნიშნები მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული. თმები სწორი და გრძელი ესხათ, მოთეთრო მოვერცხლისფრო, მბრწყინავი ნათებით. თვალები დიდი და ნუშისებრი ფორმის, ოდნავ ცხვირისკენ დახრილი, ფართო ჭრილით. მომწვანო ზღვისფერი და მოვარდისფრო ლურჯი. თვალების ასეთი ფერი, ოდნავ შესამჩნევი მოთეთრო მოვერცხლისფრო წამწამები და წარბები, მათ ღია ბრინჯაოსფერ კანს კონტრასტულად ეხამებოდა და განსაცვიფრებელ, ეგზოტიკურ ფერთა კომბინაციას ქმნიდა. ჰუმანოიდების ლამაზი და დახვეწილი გარეგნობა, მთლიანობაში, სასიამოვნო სანახავი იყო.

მან, ვინც ხომალდში შეგვიძღვა, თავი „ანტარ შერარტად“ წარმოგვიდგინა. მისი თქმით, იგი მზის სისტემაში მოძრავი კოსმოსური ხომალდების მეთაური იყო. ეს სახელი ჩვენთვის ნაცნობი იყო. თუმცა დამეთანხმებით, სად ტელეპატიური და სად უშუალო, პირისპირ კონტაქტი. ამ რეალობამ შოკში ჩაგვაგდო. განსაკუთრებით, კი ჩემზე და სიქსტოზე იმოქმედა, ამ ფაქტმა ჩვენს ცნობიერებაში არსებული ეჭვი საბოლოოდ გააქარწყლა.

ოთახი, სადაც ჩვენ შევედით, ლამაზად გამოიყურებოდა, ეს იყო ორ დონიანი შენობა. ხომალდის ძირითადი ნაწილი, თითქოს ამაღლებულ ბორცვზე იყო განთავსებული. აქედან ხომალდის მართვა ხდებოდა.

იატაკი სინთეტიკური ხალიჩის მსგავსი მასალით იყო დაფარული. კედლები, კი გლუვი მეტალის იყო. შუქი პირდაპირ კედლებიდან გამოდიოდა. განათების სხვა წყარო, სანათი ან ნათურა არ ჩანდა. სინათლე თითქმის ყველგან ვრცელდებოდა, ისე რომ თვალებს არ ჭრიდა. ოთახის ცენტრში, ასე მეტრ ნახევარი სიმაღლის ცილინდრი იდგა. მას გვერდებზე პანელები, ზედაპირზე, კი გამჭვირვალე გუმბათი ჰქონდა დამაგრებული. პანელებზე განლაგებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ. ოთახის ოთხივე მხარეს დიდი დასაჯდომი იდგა, გვერდებზე კი ასევე კედელში ჩამონტაჟებული ფერადი ნათურებიანი პანელები მოჩანდა. მთელი სათავსო ექვსი მეტრის სიმაღლის იქნებოდა. ჭერის შუაგულში, ამოზნექილი გუმბათისებური დეტალი მოჩანდა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეკიპაჟი სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა. აივნის მსგავს ალაგზე მჯდომი ქალები ჩვენ გვაკვირდებოდნენ. ეს ადგილი დასასვენებელ ოთახს მოგაგონებდათ.

ერთ–ერთი მამაკაცი სავარძელში იჯდა. ეს ავეჯი ძალზე მოხერხებულად გამოიყურებოდა. მას მბრუნავი და სივრცეში მოძრავი მოწყობილობა ახლდა. რბილი და ანატომიური ფორმის სავარძელი იატაკზე მყარად იყო დამაგრებული.

ერთი ასტრონავტი პანელთან იჯდა და ტელევიზორის მონიტორის მსგავს ეკრანს მართავდა. სხვები კი მეორე პანელთან ისხდნენ.

ოთახს, კუთხეები და წახნაგები არ გააჩნდა, ყველაფერი მომრგვალებული იყო, რაც ვიზუალურად ძალზე კომფორტულად გამოიყურებოდა. შენობის დიზაინი, მთლიანობაში ჰარმონიულად იყო გადაწყვეტილი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და კითხვა დავსვი, თუ რას წარმოადგენდა, ოთახის ცენტრში მოთავსებული ცილინდრი, ანტარმა გვითხრა, რომ ეს “ამომცნობი ეკრანია”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სივრცის ჰოლოგრამული აღქმა და მასში ხომალდით მოძრაობა. იგი ასევე, გარემოს, გეოგრაფიული რელიეფის, სივრცეში განლაგებული ყველა ობიექტის დეტალური გარჩევის საშუალებას იძლევა.

პასუხები ყველას ერთდროულად მოგვდიოდა თავში. ის, კი ვინც გვპასუხობდა რეალურად ხმას არ გამოსცემდა. სიტყვები ტელეპატიურად-აზრობრივად, ისე მკაფიოდ აღმოცენდებოდა ხოლმე გონებაში, თითქოს გელაპარაკებიანო.

ანტარმა მონიტორთან მიგვიყვანა და ეკრანზე მიგვითითა. ამ დროს ეკიპაჟის ერთ–ერთმა წევრმა, რომელიც სავარძელში იჯდა, ხელი მის წინ მოთავსებული სფეროების ირგვლივ გაატარა. სფეროებმა ფერი იცვალა, ეკრანი განათდა და მონიტორზე პერუს დედაქალაქის-ლიმას ხედები გამოჩნდა. გამოსახულება ფერადი იყო, რაც ჩვენთვის სიურპრიზი და სიახლე იყო, რადგან ფერადი გადაცემები პერუში, ჯერ ვერ ხორციელდებოდა. ეკრანზე ლიმას სხვადასხვა ადგილები გამოჩნდა. მივხვდი, რომ ეს წინასწარ გადაღებული კადრები იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ანანდა   კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან)   Sep 2 2010, 12:44 PM
Zet   ძალიან საინტერესო...   Sep 2 2010, 01:22 PM
ირმა   ანანდა გაგრძელება...   Sep 2 2010, 04:00 PM
ანანდა   ეს ინფორმაცია საერ...   Sep 6 2010, 11:31 AM
ანანდა   ”ფაეტონის” აფეთქე...   Sep 7 2010, 11:05 AM
ანანდა   შესაძლებელია, ბევრ...   Sep 8 2010, 10:57 AM
td.........   ანანდა თანამედროვ...   Sep 8 2010, 12:46 PM
ანანდა   . . . აბსურდულია არქე...   Sep 9 2010, 12:15 PM
ანანდა   როგორც ზემოთ იყო ა...   Sep 10 2010, 12:22 PM
ablabuda13   რა საინტერესოა :) :tend...   Sep 12 2010, 01:39 AM
ანანდა   - ეს განსაკუთრებულ...   Sep 13 2010, 04:06 PM
ანანდა   - როგორც ხედავ, ჩვენ...   Sep 15 2010, 11:24 AM
ანანდა   ქალაქ ”ილუმენში” ჩ...   Sep 16 2010, 03:39 PM
ანანდა   - თუმცა დედამიწელე...   Sep 17 2010, 11:39 AM
irma   ანანდა ძალიან საი...   Sep 19 2010, 11:54 PM
Nicolas13   თუ შეგიდზლია წყარო...   Sep 20 2010, 06:58 PM
ანანდა   http://www.scribd.com/doc/17293883/Sowers-...ts-in...   Sep 29 2010, 04:06 PM
ანანდა   -კოსმოსში განთავსე...   Oct 1 2010, 10:58 AM
ანანდა   -გოდარ, მას შემდეგ ...   Oct 12 2010, 12:15 PM
ანანდა   დედამიწაზე მცხოვრ...   Nov 9 2010, 12:52 PM
ანანდა   გიდმა ლანგარზე მიმ...   Nov 11 2010, 03:33 PM
ანანდა   გოდარმა, ხელით მან...   Nov 18 2010, 11:23 AM
ანანდა   მატერიის არსებობა ...   Dec 2 2010, 11:13 AM
ანანდა   ინსტინქტით განისა...   Dec 2 2010, 11:18 AM
ანანდა   რა ეშველება კაცობრ...   Dec 3 2010, 11:29 AM
ანანდა   “ღრმა” გვევლინება,...   Dec 3 2010, 11:42 AM
ანანდა   ცხოველები და ადამი...   Dec 14 2010, 11:30 AM
ანანდა   გოდარმა საუბარი გა...   Dec 14 2010, 11:50 AM
ანანდა   ალბათ მკითხველს აი...   Dec 22 2010, 11:44 AM
ანანდა   ვცდილობდით შეკრებ...   Dec 22 2010, 11:55 AM
ანანდა   გამგზავრების დღეც ...   Dec 27 2010, 02:35 PM
ანანდა   . . . . ჩვეულებისამებრ...   Jan 7 2011, 03:28 PM
ანანდა   მთელი კვირის განმა...   Jan 7 2011, 03:30 PM
ანანდა   ასეთივე შემთხვევა,...   Jan 13 2011, 01:36 PM
Atman   ანანდა კარგი ნაწა...   Jan 13 2011, 01:56 PM
tikoroma   Atman ანანდა კარგი ნა...   Jan 13 2011, 04:49 PM
ანანდა   http://www.ufoevidence.org/cases/case460.htm ა...   Jan 14 2011, 12:29 PM
ანანდა   ეს ყველაფერი ერთ ჩ...   Jan 14 2011, 12:43 PM
ანანდა   ამბავმა, რომ ქალაქ ...   Jan 20 2011, 12:23 PM
ანანდა   (ნაწყვეტი წიგნიდან...   Jan 28 2011, 11:50 AM
ანანდა   გთავაზობთ ჰუმანოი...   Feb 7 2011, 11:56 AM
cerBERus   თუ შეგიძლია დადე ე...   Feb 8 2011, 04:36 AM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   Feb 9 2011, 12:07 PM
Legatus   კი, თუ ძალიან არ შეწ...   Feb 9 2011, 10:13 PM
ანანდა   ეს წიგნი, არც ინგლი...   Feb 10 2011, 02:06 PM
Legatus   დიდი მადლობა, :)   Feb 10 2011, 07:29 PM
ანანდა   ჯერ მხოლოდ ეს გადა...   Feb 11 2011, 01:59 PM
ანანდა   მე, პაკო და ოსკარი წ...   Feb 14 2011, 02:12 PM
ანანდა   აგვისტოს დადგომამ ...   Mar 11 2011, 01:54 PM
ანანდა   . . . .რაც შეეხება დედ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   დაინტერესებულია, მ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2010/05/no_est...   Mar 24 2011, 02:28 PM
ანანდა   ბენიტესი ორი დღის ...   Mar 30 2011, 11:48 AM
Legatus   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 4 2011, 11:23 PM
ანანდა   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 5 2011, 11:37 AM
ანანდა   ჟურნალისტმა მისვლ...   Apr 12 2011, 04:46 PM
ანანდა   ბენიტესის უკმაყოფ...   Apr 18 2011, 02:13 PM
ანანდა   ვეებერთელა ხომალდ...   Apr 29 2011, 12:30 PM
Existence   ანანდა არიზონაში...   Apr 30 2011, 03:45 PM
ანანდა   [b]ანანდა არიზონაშ...   May 2 2011, 11:15 AM
kate   Existence http://www.ufocasebook.com/phoenixlight...   Apr 30 2011, 09:59 PM
Joy ZAZA   2001 სტივენ სპილბერგ...   May 2 2011, 01:13 PM
kate   Joy ZAZA კარგი რამეა მა...   May 2 2011, 05:18 PM
Existence   Existence [url=http://www.ufocasebook.com/phoenix...   May 2 2011, 10:05 PM
ანანდა   ხომალდზე განათება ...   May 3 2011, 03:00 PM
ანანდა   ეს იდილია მესამედ ...   May 3 2011, 03:03 PM
ანანდა   უცხოპლანეტელთა ვი...   May 3 2011, 03:04 PM
kate   მის გამოჩენისთანა...   May 3 2011, 04:18 PM
ანანდა   ანანდა მსგავსი რა...   May 4 2011, 12:05 PM
Existence   ანანდა ამაზე რას ფ...   May 3 2011, 08:02 PM
ანანდა   ანანდა ამაზე რას ფ...   May 4 2011, 12:19 PM
ანანდა   ყვავილების არომატ...   May 4 2011, 12:50 PM
kate   ანანდა მადლობთ. და ...   May 4 2011, 04:23 PM
ანანდა   [b]ანანდა მადლობთ. დ...   May 5 2011, 11:32 AM
ანანდა   ბენიტესმა უკმაყოფ...   May 10 2011, 06:09 PM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   May 10 2011, 06:12 PM
ანანდა   კიდევ ერთი შეხვედრ...   May 20 2011, 12:27 PM
ანანდა   ახალი შეხვედრის მო...   May 24 2011, 01:47 PM
ანანდა   გორაკზე მოდარაჯე ბ...   May 30 2011, 01:02 PM
ანანდა   მთების იქით კიდევ ...   Jun 1 2011, 05:47 PM
ანანდა   ამ დროს ცაზე კიდევ ...   Jun 2 2011, 11:48 AM
ანანდა   მათ გონებაში გაჩნდ...   Jun 8 2011, 11:10 AM
ანანდა   იმ ამბის შემდეგ, რა...   Jun 13 2011, 12:42 PM
ანანდა   ოქსალქმა გადმოგვც...   Jun 16 2011, 11:06 AM
ანანდა   ურთიერთობის ასეთი ...   Jun 20 2011, 12:31 PM
ანანდა   ადამიანში ჩადებულ...   Jun 21 2011, 02:36 PM
ანანდა   ევოლუციის პერიოდშ...   Jun 23 2011, 02:20 PM
ანანდა   უცხოპლანეტელები ჩ...   Jun 24 2011, 11:52 AM
ანანდა   ერთ-ერთი კომუნიკაც...   Jun 26 2011, 03:01 PM
ანანდა   1974 წლის დასაწყისში ...   Jul 8 2011, 11:51 AM
ანანდა   საუბარი ძალიან საი...   Jul 15 2011, 11:55 AM
ანანდა   განიმედზე (ნაწყვე...   Jul 19 2011, 11:52 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2011/04/ssssss...   Jul 21 2011, 11:11 AM
ანანდა   როგორც ჭაობში ჩაფლ...   Jul 26 2011, 02:54 PM
ანანდა   - რა უნდა ვქნათ? რას ...   Jul 29 2011, 04:00 PM
ანანდა   არამიწიერი გიდის გ...   Aug 1 2011, 12:23 PM
ანანდა   . . . მე, და ჩვენის სხვ...   Aug 4 2011, 03:04 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th June 2024 - 05:35 AM