შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Jan 21 2011, 10:31 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი აღჭურვილია პანჩა პრანათი, სასიცოცხლო სუნთქვის ხუთი სახით; ესაა: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა და სამანა. ესენი ადამიანში დაფარული ღვთაებრივი ძალებია. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები სხვა არა არის რა, თუ არა სასიცოცხლო სუნთქვის ამ ხუთი სახის გამოვლინება. მაგრამ ადამიანი ისე ხარჯავს თავის განხორციელებას ადამიანურ სხეულში, რომ არ აცნობიერებს ამ უფაქიზეს პრინციპებს.
განათლების მიზანია არა მხოლოდ ზსღ-ის განვითარება, არამედ ღვთაებრიობის მიღწევაც. განათლება ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი, და არა არსებობისთვის. არ აცნობიერებენ რა ამ ჭეშმარიტებას, ადამიანები ფულის შოვნის შესაძლებლობების გულისთვის მრავალ ხაფანგში ებმებიან. ზსღ არის ღირებულებები, რომლებიც ყველა რასის, სარწმუნოების, ქვეყნის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ ჰქვია მათ ზოგადსაკაცობრიო. ადამიანური ღირებულებები განეკუთვნება ღვთაებრივს, და არა წუთისოფლისას. მთელი სამყარო ღმერთის ფორმაა. ბუნება ღვთის ნების გამჟღავნებაა. როდესაც სამყაროს ეგოიზმის პოზიციებიდან ვუყურებთ, იგი დამახინჯებულად გამოიყურება. როდესაც იგი ატმური (სულიერი) მხედველობით აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია სწორად დავინახოთ იგი. ამიტომ ადამიანური თვისებები ცარიელი სიტყვები არ არის. არ უნდა ვუყუროთ მათ ეგოს საბურვლის გამჭოლ, ჩვენ უნდა ატმის გამჭოლ "გავატაროთ" ისინი. სვამი ზსღ-ს ხსნის როგორც მანტრას WATCH Word (სიტყვა) – სატია, გვახსენებს საკუთარ სიტყვებზე დაკვირვების სადჰანას (სულიერ პრაქტიკას). Action (მოქმედება) – დჰარმა, გვახსენებს მოქმედებებზე დაკვირვების სადჰანას. Thougths (აზრები) – შანტი. T მიანიშნებს აზრებზე დაკვირვების სადჰანაზე. Character (ხასიათი) – პრემა. იგი გვასწავლის საკუთარ ხასიათზე დაკვირვებას. Heart (გული) – აჰიმსა.H გვასწავლის გულზე, მასში წარმოქმნილ გრძნობებზე დაკვირვებას. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 04:53 AM |