კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Feb 7 2011, 05:13 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქალაქის კარიბჭეები
ქალაქის კარიბჭეები ეწოდება ადგილს. თუკი ადამიანი აკეთებს გამოსწორებას ამ თვისებების მიმართ, რომელსაც კარიბჭე ეწოდება, როცა ის აღწევს მსგავსებას ამ განსაკუთრებულ თვისებებთან რომელიც მთელ კედელში იმყოფება, მაშინ იხსნება შესასვლელი და ის შედის. სინამდვილეში არ არის საჭირო რომ იყოს კარიბჭე – საჭიროა კედელი. მე მივდივარ კედელთან, კედელი არის პირობა და მე თუ ვასრულებ ამ პირობას, გასასვლელი იღება და მე გავდივარ. მაგრამ მაინც რადგანაც ქალაქის ირგვლივ ბევრი პირობა არსებობს, იმიტომ რომ ქალაქი ბევრი სურვილის ერთობლიობაა, არსებობს წერტილები ანუ განსაკუთრებული თვისებები და თუ ადამიანი ემსგავსება მათ, თუკი ის აღწევს სიმაღლეს, მაშინ ის შედის. ამიტომ კედელში არის ისეთი ადგილები, რომლებიც აღნიშნავენ ძირითად და სულიერ თვისებებს. და თუ ადამიანი იძენს მათ, ის ღირსი ხდება შესვლის. ღირსი ხდება გამჭვირვალობის, სიწმინდის, სისუფთავის და იძენს ეკრანს კედლის შესაბამისად, რადგან კედელი ეკრანია. იძენს ამ ეკრანს და შედის ქალაქის შიგნით. თვისება უნდა იყოს გაცემის თვისება. იქ, ქალაქის შიგნით გაცემის თვისების სრული ბატონობაა. ხოლო ქალაქის გარეთ მიღების თვისების, ეგოეიზმის. და იმისათვის, რომ გადალახოს ეს კედელი ადამიანმა თავის გულში, მან შინაგანი ცვლილებებით უნდა გააკეთოს ნახტომი – ეგოიზმიდან ალტრუიზმში. გზა გზა რომლითაც შენ უახლოვდები სულიერ იერუშალაიმს ეს არის შეცდომები, დაბნეულობა, სასოწარკვეთილების გრძნობა, უარყოფა. ეს ყველა ის მდგომარეობაა, რომ შენ თითქოს გრძნობ რომ წინ მიიწევ და თავს ანებებ და მაინც მიიწევ – გამოსწორებამდე. ამას ჰქვია იერუშალაიისკენ წინ–სვლა და მიახლოება. ამიტომ კარგია რომ არის შეცდომები, წინააღმდეგობები, რომლებიც გიბიძგებენ რომ გზიდან გადაუხვიო. სწორედ ეს გაძლევს უნარს, რომ უცებ დადგე, შეამოწმო შენი თავი და იმ ადგილიდან რომელზედაც იმყოფები უფრო მეტი სიზუსტით მიმართო საკუთარი თავი ზემო იერუშალაიმისაკენ. და ყოველ ჯერზე იერუშალაიმი სხვაგვარად გეჩვენება. შენი მდგომარეობებიც სხვადასხვაა. მაგრამ სწორედ ყველა ამ ფორმებიდან, ყველა განსხვავებული შემთხვევებიდან ჩვენს წინაშე გადაიშლება ზემო ქალაქი. ომი ჩვენს გულში დღეს ნგრევაა. შეხედეთ ამ სურათებს ის დამტვრეულია, ნანგრევებადაა ქცეული, ომები და ტანჯვა არღვევენ მას. თვითოეული ამ ქვეყნად წააგავს როგორც უჯრედს იცოცხლოს მხოლოდ საკუტარი თავისათვის, სჭამს სხვებს. ასევეა იერუშალაიმიც. ჩვენ ვხლეჩთ მას. როგორ შეიძლება რომ ასეთ მდგომარეობაში გაიღვიძოს იერუშალაიმის თვისებებმა – ერთობის, სიყვარულის დედაქალაქის, შერწყმის, გაერთიანების, ჰარმონიის იერუშალაიმმა თუკი არ არის ერთობა მის მაცხოვრებელთა შორის. კიდევ იქნება მომავალში დიდი ბრძოლები იერუშალაიმისათვის. აქ ძირითადად საუბარია სულიერ ბრძოლებზე, იმიტომ რომ არაწმინდა ძალები და წმინდა ძალები ცდილობენ დაიჭირონ ის ადგილი, სადაც უმაღლესი შუქი უნდა მოვიდეს. ეს ძალები არ გაქრებიან საბოლოო გამოსწორებამდე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 05:10 PM |