IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Sep 2 2010, 12:44 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.

ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. .


გავიდა წლები..

ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა.

აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები.

ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”.

“ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ.

პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს.

-"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა.

ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე.

იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა.

გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის...



გაგრძელება იქნება













Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ანანდა...
post Feb 10 2011, 02:06 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს წიგნი, არც ინგლისურად და არც რუსულად არსად არ დევს, ჩემი მწირი ესპანურით რამეს მოვახერხებ.

მანამდე ისევ ეს ნახეთ

. . . აგვისტოს დადგომამ ახალი მნიშვნელოვანი გამოცდილებები მოიტანა, ზეციური ხომალდები ჩვენს შორიახლოს ზეცაში გამოჩნდნენ მართალია მათ ახლო კონტაქტი არ უცდიათ, მაგრამ დღე ისე არ გავიდოდა, რომ რომელიმე ჩვენგანს ცაში მათი მოძრაობა არ შეემჩნია. ერთი ხომალდი იმ ადგილზეც დავინახეთ სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა.

მალე ჩემმა ძმამ მიიღო შეტყობინება, ჯგუფური კონტაქტის მომზადების შესახებ. იგი 3 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო ჩილკას დიუნებში. შეხვედრისთვის ხუთი ადამიანი შეირჩა.

მოწვევამ გაგვახარა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის არ გვეთქვა. თუ ვინმე გვკითხავდა, ვეტყოდით, რომ ეს ჩვენი ჩვეულებრივი გასეირნება იყო ქალაქგარეთ. ვფიქრობდით რომ ამ კონტაქტს სხვა სახე ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა ვერ ვხვდებოდით. შეიძლება სხვა სამყაროში გადასვლა მომხდარიყო როგორც ადრე, ან უშუალო პირისპირ შეხვედრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ჩვენი ურთიერთობის სახე შეიცვლებოდა, მაგრამ როგორ და რა მიზნით ეს არ ვიცოდით.

შაბათი დღეც დადგა, ჩვენი ჯგუფი დათქმულ ადგილას, დიუნებში მდებარე ე.წ. “მაინას შახტის” მიმართულებით გაემართა. იქ მისულები წრეზე დავსხედით და უცხოპლანეტელების გამოჩენას მოთმინებით დავუწყეთ ლოდინი. გიდების მხრიდან ახალი ინსტრუქციის მიღებას ვუცდიდით.

მიტომ, ზეცაში ორი მანათობელი ობიექტი შეამჩნია და მათკენ მიგვითითა. ეს ობიექტები შახტის თავზე გაჩერდნენ. თითქოს რაღაცა ძალამ გვიბიძგაო მათ დანახვაზე ფეხზე წამოვხტით და ხომალდებს მივაშტერდით. რამდენიმე წუთში ჩემმა ძმამ ოქსალქისგან ინსტრუქცია მიიღო, რომლის მიხედვით ეს ადგილი უნდა დაგვეტოვებინა და სხვადასხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მითითების თანახმად სიქსტოს და მიტოს ცალკე, პაკოსაც და ხუანსაც ცალკე, მარტო მხოლოდ მე უნდა მემოძრავა.

ინსტრუქციის მიხედვით დავწყვილდით და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ, მღელვარების მიუხედავად ვიმედოვნებდი, რომ საშიში და ცუდი არაფერი გველოდა. ეს გრძნობა ძალას გვმატებდა.

მე ძველი გზით წავედი იმ მიმართულებით, რომელმაც ქსენდრასთან მიმიყვანა და რომლის საშუალებითაც პლანეტა „ილუმენზე“ მოვხვდი.

დანიშნულების ადგილისაკენ. ოდნავ დაძაბული მივაბიჯებდი. გორაკს მივუახლოვდი ზევით ავედი და ძირს გადავიხედე, აქედან კარგად მოჩანდა ჩემი მეგობრების მოძრაობა, მიუხედავად იმასა რომ უკვე დაღამებული იყო მათ მიერ ანთებული ფარნის შუქი მაინც შესამჩნევი იყო ფანრები ციცინათელებვით ციმციმებდნენ

როგორც იქნა მთის მწვერვალს მივაღწიე, ზუსტად იმ ადგილას გავჩერდი სადაც გოდარმა სივრცითი კარები გახსნა. სულის მოსათქმელად ჩამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. ღამის ცაზე ხომალდები ისევ მოჩანდნენ. მოულოდნელად ერთი მათგანი ჩემი ძმის მიმართულებით გადაადგილდა მეორე კი ჩემგან ორი კილომეტრის მოშორებით მიწაზე დაეშვა.

ეს საფრენი აპარატი, ჩემს მიერ აქამდე ნანახ ხომალდებისგან განსხვავდებოდა მას უცნაური ფორმა ჰქონდა. რამდენიმე სეგმენტად დაყოფილ ზედაპირს, კონუსისებრი საფუძველი ჰქონდა, ერთი შეხედვით იგი უზარმაზარ ზარს მოგაგონებდათ. ორი დიდი რგოლი ერთმანეთზე იყო დამაგრებული, ცენტრში კი ცილინდრის ფორმის კოშკისებური კორპუსი იყო.

ხომალდს რამდენიმე განათებული ილუმინატორი და ასევე განათებული თაღი ჰქონდა. მიწაზე დაშვებისას, დიდი ცილინდრის ფორმის კორპუსს შედარებით მომცრო ზომის ცილინდრი გამოეყო და გიროსკოპული მოძრაობით მიწაზე გადაადგილდა. თავიდან იგი ამ ხომალდიდან ჩამოშვებული მოდული მეგონა, თუმცა როცა ის მოახლოვდა მივხვდი რომ ეს ლიფტის მსგავსი მოწყობილობა იყო.

ხომალდი უხმოდ ლივლივებდა ჰაერში, ხომალდიდან ძირს პლატფორმა იყო ჩამოშვებული, აპარატს აშკარად ეტყობოდა გარე განათება, კორპუსზე ანთებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ, ობიექტი ხმას არ გამოსცემდა. გული დამწყდა რომ ამ გრანდიოზულ სანახაობას ჩემი მეგობრები არ ესწრებოდნენ.

გონებაში გოდარის ხმა ჩამესმა, რომელიც ხომალდთან მიახლოვებას მთხოვდა. შევყოყმანდი, მარტო ვიყავი და ცოტა არ იყოს მეშინოდა, როგორც იქნა ხომალდისკენ გავემართე.

ობიექტს რომ მივუახლოვდი ფეხები დამიმძიმდა და ნაბიჯების გადადგმა გამიძნელდა, ხომალდის გამოსახულება გაბუნდოვანდა; დაღლილობამ მთლიანად მომიცვა, დიდი ძალისხმევით როგორც იქნა ხომალდიდან ჩამოშვებულ ლიფტის ფორმის ცილინდრს მივაღწიე, ლიფტის კარი გაიღო, მივიღე ბრძანება, რომ შიგ შევსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად თავს ძალა დავატანე და სათავსოში შევედი; შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს. უცაბედად გონება დავკარგე.

ამ დროს სიქსტო და მიტოც მფრინავ ობიექტს წააწყდნენ, რომელიც გორაკის უკან დაეშვა, შორიდანაც კარგად მოსჩანდა მისი ფორმები, იგი 60 მეტრზე დიდი ზომის და ოვალური ფორმისა იყო. უცბად მათ წინ საიდანღაც ორი ჰუმანოიდი გაჩნდა. ისინი სიმაღლით ორ მეტრამდე იქნებოდნენ, ტანთ მოთხილამურის ფორმის მსგავსი კომბინეზონები ემოსათ, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვათ ხოლო წელზე ფართო სარტყელი ერტყათ. ქერა, თითქმის თეთრი თმა მხრებამდე ჰქონდათ დაშვებული. ჩემი მეგობრები უძრავად იდგნენ და ამ სიურპრიზს გაკვირვებული უცქერდნენ.

ერთმა მათგანმა გაშლილი ხელი მაღლა აღმართა. ეს ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ საშიშია აქ არაფერი იყო. სიქსტომ და მიტომ ტელეპატიური გზით მიიღეს შეტყობინება, რომ შემდეგი შეხვედრის ადგილი უნდა შეცვლილიყო, ამისთვის უფრო შორს მდებარე ტერიტორია უნდა აგვერჩია, რადგან ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა. მათი აზრით, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენს ჯგუფს ენახა ის საიდუმლო ადგილი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ დაფარული იყო. ჯგუფი უნდა გასცნობოდა ისტორიას, რომელსაც ადამიანის ეგოისტური მოტივებით გამოწვეული დამახინჯება და გამრუდება არ განუცდია, არ დამჩნევია დოგმების, პირადი ინტერესებისთვის ბრძოლისა და სხვა უარყოფითი ზეგავლენის კვალი, ისტორიას, რომელიც ემყარება რეალურ ფაქტებს, კაცობრიობის წარმატებასა და წარუმატებლობას, “ზეციდან მოსული ღმერთების” ვიზიტებს და მათი სწავლების მნიშვნელობას.

ამ ცოდნის შესხებ, ჯერ არავინ იცის. მისი მდებარეობა ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა. ეს ადგილი საიმედოდაა დაცული, ჰუმანოიდების მიერ დანიშნული ადამიანებით, რომლებიც “დაკარგული ჭეშმარიტების“ მცველებად იწოდებიან.

უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ახალი შეხვედრა მარკოხუასის მაღლობზე შედგებოდა, ცენტრალური ანდების ტერიტორიაზე, ლიმას მახლობელ მიდამოებში. მათი აზრით, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისათვის, იგი ჩვენი კომუნიკაციის დონეს აამაღლებდა და მოწოდებულ ცოდნას უფრო დეტალურს გახდიდა.

თავდაპირველი შეხვედრები “მაინის შახტაში” იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ტერიტორია, წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარე კოსმიური ხომალდების ბაზასთან ახლოს მდებარეობდა. კიდევ ის, რომ საწყის ეტაპზე ჩვენთვის ასე სჯობდა.
სიქსტოს და მიტოს უცხოპლანეტელებმა უთხრეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ისინი მათ ხომალდზე ვერ მოხვდებოდნენ, ამის საშუალება მომავალში აუცილებლად მიეცემოდათ.

უცხოპლანეტელებმა ისაც აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეცნობიერში მათ ის ინფორმაცია ჩადეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ცნობიერებას მიაღწევდა. ამ სიტყვები დამთავრების შემდეგ ისინი ბიჭებს დაემშვიდობნენ და უკან ხომალდში შევიდნენ.

სიქსტო და მიტო უძრავად იდგნენ და უცქერდნენ, როგორ მოწყდა ხომალდი დედამიწას და ზეცაში გაფრინდა. რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდა. “ღამეული რანდევუს” შემდეგ ორივე უკან, ბანკში დაბრუნდა.

თანდათან გონზე მოვედი და დავიწყე იმის გახსენება, თუ რა გადამხდა თავს. კოსმიური ხომალდი გამახსენდა ისიც მახსოვდა რომ ჰიპნოზურ ტრანსში ჩავვარდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხომალდი ჩემს მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ კი მასში აღმოვჩნდი. მივხვდი რომ ეს ობიექტი ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა მაგრამ როგორ და რა საშუალებით ვერ გამეგო. ხოლო ის თუ რა მოხდა იქ ხომალდში ჩემი შესვლის შემდეგ ვეღარ გავიხსენე. გონებაში წამიერად გამიელვა ადამიანის ფიგურამ, რომელსაც იქ შევხვდი. ეს იყო მაღალი, ღია წაბლისფერი, თითქმის ქერათმიანი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, სულში ჩამწვდომი ლურჯი თვალებით და ელეგანტური წვერ-ულვაშით. მისი გარეგნობა საიდანღაც მეცნობოდა. იგი ძალიან ჰგავდა აპუზე ნანახ სკულპტურას. რატომ მოვხვდი ამ ხომალდში? რეალურად რა გადამხდა თავს ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.

რა ვიცოდი მაშინ, რომ სინამდვილეს იმაზე, რაც იქ მოხდა ერთი წლის შემდეგ გავიგებდი.

ცოტა ხანში თავი უკეთესად ვიგრძენი და შეხვედრის ადგილისკენ გავემგზავრე.

ადგილზე მისულს ჩემმა ძმამ დიდი ენთუზიაზმით მომიყვა უცხოპლანეტელების შეტყობინება. პაკოც და ხუანიც აღელვებული იყვნენ, მათაც განაცხადეს, რომ ძალიან ახლოს იხილეს კოსმიური ხომალდი. მე ჩემი გამოცდილება მოვუყევი, ის თუ როგორ დავკარგე გონება და ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი როგორ მოვხვდი ხომალდში, აღმოჩნდა რომ პაკოსაც და ხუანსაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონიათ მაშინ, როცა მათთან კონტაქტში უცხოპლანეტელთა ჰოლოგრამული პროექცია შევიდა. ერთმანეთს ღამეული შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ ახალი შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. საბედნიეროდ არდადეგები იწყებოდა და ამ შეხვედრის მოსაწყობად მეტი დრო გვექნებოდა.

სიქსტომ ოქსალქისგან მიიღო შეტყობინება, რომ შეხვედრა 19 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო და ეს შეხვედრა რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. ამ სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე ყველა ჩვენგანი ვერ წავიდოდა, გიდების ინსტრუქციის თანახმად აქ ის წევრები უნდა წასულიყვნენ ვინც პირველ შეხვედრას ესწრებოდა, ეს ალბათ ჩვენი სწავლების ახალი ეტაპი და ამავე დროს საბოლოო გამოცდა იქნებოდა. ჩვენ ხომ უცხოპლანეტელები შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაციით ვიყავით გაჭუჭყიანებული. ვფიქრობდი რომ ამ შეხვედრის შემდეგ თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. რომ ჩვენთვის ბევრი საიდუმლო ცოდნა გაიხსნებოდა თუმცა მაინც ძნელი იყო წინასწარ იმის თქმა, თუ რა გველოდა მომავალში.


შემდეგი კონტაქტისას ოქსალქთან სიქსტომ დააზუსტა შეხვედრის დრო და ადგილი, იგი უნდა მომხდარიყო 1974 წელს 19 აგვისტოს შაბათ დღეს, ლიმადან 90 კილომეტრით დაშორებით მთიან პლატოზე. ცენტრალური ანდების მახლობლად ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე.

ამ ადგილს ადგილობრივ დიალექტზე „მარაკოხუასი“ ერქვა რაც ორსართულიან სახლს ნიშნავს.



ინკების ცივილიზაციის პერიოდში აქ “მასმას” ტომები სახლობდნენ. ეს ადგილი, პირველად ხულიო ცელიომ მოიხსენია თავის ნაშრომში. ესპანელი მკვლევარი დონ პედრო სესა დელ ლეონესი, თავის ნაწარმოებში აღნიშნავდა, რომ აქ მოსახლე ინდიელებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, მთებში დიდი გამოქვაბული იყო სადაც თეთრი, ქერათმიანი ადამიანი ცხოვრობდა. ამ პიროვნებას ისინი „ადგილის მცველს“ ან „მთის სულს“ ეძახდნენ.

მარაკოხუასის პლატო ცნობილი გახდა პერუელი არქეოლოგის დანიელ რუსოს ნაშრომებშიც მათში ადგილობრივი ტომების კულტურა. რუსოს აზრით იგი ყველაზე ძველი იყო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შორის.

ეს კულტურები ისევე როგორც ინკების ტომები უეცრად გაქრნენ ამ ადგილებიდან. მეცნიერი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესება, როცა 1952 წლის 16 თებერვალს ენრიკე დემერტემ რომელიც ამ კულტურებს იკვლევდა მარაკოხუასის პლატოზე გადაღებული ფანტასტიკური ფოტოები მოიტანა მასთან სახლში.

ფოტოსურათებზე გამოსახული იყო კლდეში გამოკვეთილი გიგანტური სკულპტურები. ქვაში გამოკვეთილ ფიგურებს იქაური ტომები “პეცა გადას” ეძახდნენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე თავის გამოსახულებას. ან სხვანაირად “ინკის” თავს ნიშნავდა.

რუსომ ამ ადგილებში სხვა ისტორიამდელი კულტურის ნაშთებიც აღმოაჩინა, ეს იყო მანამდე უცნობი კლდეში ნაკვეთი გამოსახულებები. აქედან რუსო გაემგავრა “სანტა ეულალიას” ველების ტერიტორიის გამოსაკვლევად. ამ ვეებერთელა მინდვრებზე რომელსაც მასმას მიწას ეძახიან, გადმოცემის მიხედვით “ჰუამგას” ტომის ინდიელები ცხოვრობდნენ.. ამ ადგილებში რუსომ უზარმაზარი სკულპტურული კლდე აღმოაჩინა, აქვე იპოვნაა უძველესი ქალაქის ნაშთებიც. ხელოვნური ჯებირები და არხები რომლიც ალბათ წვიმის წყლის დასაგროვებლად გამოიყენებოდა, ქალაქს იყო რთული სარწყავი სისტემა გააჩნდა, ისეთივე როგორიც ინკების ტომის მცხოვრებლებს ჰქონდათ. აქვე აღმოჩნდა ციხე კოშკები, საკულტო და სარიტუალო ნაგებობები.
ქალაქის გარშემო კლდეებზე დიდი რაოდენობით კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები ჩანდა. რუსომ შეამჩნია, რომ მათი განლაგება არ იყო შემთხვევითი, ერთი სკულპტურა უკანა ფეხებზე შემდგარი ბეჰემოთი, ჰგავდა ქალღმერთ სუერისს, რომელიც ეგვიპტური ღმერთების პანთეონის ერთიერთ ქალღმერთად იწოდებოდა და მასაც ასევე ბეჰემოთის ფორმით გამოსახავდნენ. რუსო ამ გამოსახულების ხილვამ დააფიქრა, სად ეგვიპტე და სად სამხრეთ ამერიკა? რა საერთო უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან ეგვიპტის კულტურას და “მასმას” ტომებს? მაშინ ამ კითხვაზე რუსომ პასუხი ვერ მოძებნა.

ერთ ღამეს, როცა იგი ამ ფიგურებს აკვირდებოდა, შეამჩნია, რომ მათგან გაჩენილი ჩრდილები უცნაურ ერთ საერთო ანსამბლს, ახალ მოცემულობას ქმნიდა, ფიგურებმა თავისი პირვანდელი სახე ჩრდილებში იცვალეს და მთვარის შუქზე აცეკვდნენ.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ამ ტომების დიდი კულტურისა და განვითარების დონეზე მიუთითებდა, მაგრამ რამ გამოიწვია მათი უეცარი გაქრობა? ეს კითხვა მეცნიერს უპასუხოდ დარჩა.

მეცნიერი, მარკახუასში 1960 წლამდე დარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან კვლევა შეწყვიტა. რუსო ვარაუდობდა რომ ამ ძველი კულტურების გაქრობა დიდმა ბუნებრივმა კატასტროფამ, კერძოდ კი ვულკანის საშინელმა ამოფრქვევამ გამოიწვია, ამოფრქვეულმა ლავამ და თეთრი ფერის თიხის ქანებმა, ეს ერთგვაროვანი 300 მეტრის სიგრძის ველი წარმოქმნა. ხოლო დანარჩენმა მასამ კი კლდოვანი წარმონაქმნები. დანიელ რუსო მიხვდა, რომ კლდოვანი ქანდაკების ფერის სიმუქე მისი შემადგენლობის ცვლილებით იყო განპირობებული. კლდოვანმა ქანმა მუქი ფერი რომ მიიღოს 10 000 წელია საჭირო. რუსოს აზრით ალბათ ამდენი ხნის უნდა ყოფილიყო ეს ქანდაკებები.

თავისი გამოკვლევების შესახებ რუსომ დაწერა წიგნი “ფანტასტიკური აღმოჩენის ისტორია” სადაც იგი დაწვრილებით აღწერს თავისი აღმოჩენების შესახებ. იგი თვლიდა, რომ მარაკოხუასის პლატოზე არსებული ცივილიზაციის ნაშთები უძველესია სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციათა შორის და შესაძლებელია ამ კულტურებს კავშირი აქვთ ეგვიპტურ კულტურასთან.

ამ ცოდნამ, კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენა შემიქმნა იმ ადგილის შესახებ სადაც შეხვედრა იყო დანიშნული. მიღებული ინფორმაცია ისეთივე საიდუმლოებით მოცული და ფანტასტიკური იყო, როგორც ჩვენი თავგადასავალი.
მომდევნო დღეც მძიმე გამოდგა ჩვენთვის. უნდა გადაგვეწყვიტა ჩვენი ჯგუფიდან ვინ უნდა გამგზავრებულიყო გიდებთან შესახვედრად. ამის თაობაზე ჰუმანოიდებთან გვქონდა კონსულტაცია, გვინდოდა რომ ამ თემაზე განსაზღვრული ინფორმაცია მათგან მიგვეღო.

გიდების დახმარებით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ მიიღებდა ამ საბოლოო ექსპედიციაში მონაწილეობას. ბოლოს და ბოლოს, დამღლელი ანალიზისა და განხილვის შემდეგ შევთანხმდით, რომ ედუარდო, პაკო, ოსკარი, დავითი, სიქსტო და მე პლატოზე უნდა წავსულიყავით. ხუანი, მიტო, კოგუი და კიდევ რამოდენიმე ლიმაში უნდა დარჩენილიყვნენ.

გადაწყდა, დანიშნულების ადგილისკენ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „ღმერთების ამბიონს“ ეძახდნენ, ექვსნი უნდა წავსულიყავით.

გარდა ამისა, გიდებისგან დამატებით მივიღეთ ახალი გზავნილი, რომელიც იტყობინებოდა რომ გზაში შეხვედრის ადგილის ზუსტ კოორდინატებს, იქაური გლეხები მიგვასწავლიდნენ. სხვა სუბიექტებთან ურთიერთობისთვის თავი უნდა აგვერიდებინა, რათა გზაში რაიმე მოულოდნელი სიურპრიზი არ შეგვხვედროდა ..

ჩვენი არჩეული მარშრუტი კორდილიერებისკენ მიმავალ გზაზე იწყებოდა. იგი რთული და ძნელად გადასალახი იყო, ვიწრო გზა წრეს უვლიდა მთას და მისი მწვერვალისკენ ადიოდა. ამ გზით მთის მწვერვალამდე, მხოლოდ სპეციალური ფართო საბურავიანი მანქანა თუ მოახერხებდა ასვლას.

19 აგვისტოს 8 საათზე, ედუარდო ჩვენს სახლთან თავისი ძველი “შევროლეთი” მოვიდა. გამსვლელი ჯგუფი, უკვე მზად იყო.

ჯგუფში შედიოდნენ, პაკო, დავითი, ედუარდო, ოსკარი და მე. დანარჩენი წევრები, ისინი ვინც ლიმაში რჩებოდა ჩვენს გასაცილებლად მოვიდნენ.

მათი საუბრიდან ჩანდა, რომ ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ამ შეხვედრის შედეგებს, ყველა გვამხნევებდა და მხარს გვიჭერდა ჩვენი მიღწევა იმავდროულად, ხომ მათიც იქნებოდა. ამ განწყობას ჩვენც დიდი სიხარულით ვიზიარებდით. ყველას ესმოდა, რომ ეს არა მარტო ჩვენ ექვსს არამედ მთელ ჯგუფს ეხებოდა.

გვამხნევებდა ის აზრი, რომ ჩვენს ერთწლიან ძალისხმევას და შრომას უქმად არ ჩაუვლია, საერთო ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს შეხვედრა შედგა.

ბიჭებმა წარმატებული და მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს.

„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ამ დევიზით დავცილდით ერთმანეთს.

ჩვენი პატარა ჯგუფი, ახალი თავგადასავლების საძებნელად გაეშურა.

მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა საკმაოდ დაძაბული, ოდნავ ეიფორიაში ვიყავით. ერთი რამის კი ნამდვილად გვჯეროდა, იმისა, რომ როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს შეხვედრა, იგი, მაინც დიდ გავლენას მოახდენდა ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე.



Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ანანდა   კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან)   Sep 2 2010, 12:44 PM
Zet   ძალიან საინტერესო...   Sep 2 2010, 01:22 PM
ირმა   ანანდა გაგრძელება...   Sep 2 2010, 04:00 PM
ანანდა   ეს ინფორმაცია საერ...   Sep 6 2010, 11:31 AM
ანანდა   ”ფაეტონის” აფეთქე...   Sep 7 2010, 11:05 AM
ანანდა   შესაძლებელია, ბევრ...   Sep 8 2010, 10:57 AM
td.........   ანანდა თანამედროვ...   Sep 8 2010, 12:46 PM
ანანდა   . . . აბსურდულია არქე...   Sep 9 2010, 12:15 PM
ანანდა   როგორც ზემოთ იყო ა...   Sep 10 2010, 12:22 PM
ablabuda13   რა საინტერესოა :) :tend...   Sep 12 2010, 01:39 AM
ანანდა   - ეს განსაკუთრებულ...   Sep 13 2010, 04:06 PM
ანანდა   - როგორც ხედავ, ჩვენ...   Sep 15 2010, 11:24 AM
ანანდა   ქალაქ ”ილუმენში” ჩ...   Sep 16 2010, 03:39 PM
ანანდა   - თუმცა დედამიწელე...   Sep 17 2010, 11:39 AM
irma   ანანდა ძალიან საი...   Sep 19 2010, 11:54 PM
Nicolas13   თუ შეგიდზლია წყარო...   Sep 20 2010, 06:58 PM
ანანდა   http://www.scribd.com/doc/17293883/Sowers-...ts-in...   Sep 29 2010, 04:06 PM
ანანდა   -კოსმოსში განთავსე...   Oct 1 2010, 10:58 AM
ანანდა   -გოდარ, მას შემდეგ ...   Oct 12 2010, 12:15 PM
ანანდა   დედამიწაზე მცხოვრ...   Nov 9 2010, 12:52 PM
ანანდა   გიდმა ლანგარზე მიმ...   Nov 11 2010, 03:33 PM
ანანდა   გოდარმა, ხელით მან...   Nov 18 2010, 11:23 AM
ანანდა   მატერიის არსებობა ...   Dec 2 2010, 11:13 AM
ანანდა   ინსტინქტით განისა...   Dec 2 2010, 11:18 AM
ანანდა   რა ეშველება კაცობრ...   Dec 3 2010, 11:29 AM
ანანდა   “ღრმა” გვევლინება,...   Dec 3 2010, 11:42 AM
ანანდა   ცხოველები და ადამი...   Dec 14 2010, 11:30 AM
ანანდა   გოდარმა საუბარი გა...   Dec 14 2010, 11:50 AM
ანანდა   ალბათ მკითხველს აი...   Dec 22 2010, 11:44 AM
ანანდა   ვცდილობდით შეკრებ...   Dec 22 2010, 11:55 AM
ანანდა   გამგზავრების დღეც ...   Dec 27 2010, 02:35 PM
ანანდა   . . . . ჩვეულებისამებრ...   Jan 7 2011, 03:28 PM
ანანდა   მთელი კვირის განმა...   Jan 7 2011, 03:30 PM
ანანდა   ასეთივე შემთხვევა,...   Jan 13 2011, 01:36 PM
Atman   ანანდა კარგი ნაწა...   Jan 13 2011, 01:56 PM
tikoroma   Atman ანანდა კარგი ნა...   Jan 13 2011, 04:49 PM
ანანდა   http://www.ufoevidence.org/cases/case460.htm ა...   Jan 14 2011, 12:29 PM
ანანდა   ეს ყველაფერი ერთ ჩ...   Jan 14 2011, 12:43 PM
ანანდა   ამბავმა, რომ ქალაქ ...   Jan 20 2011, 12:23 PM
ანანდა   (ნაწყვეტი წიგნიდან...   Jan 28 2011, 11:50 AM
ანანდა   გთავაზობთ ჰუმანოი...   Feb 7 2011, 11:56 AM
cerBERus   თუ შეგიძლია დადე ე...   Feb 8 2011, 04:36 AM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   Feb 9 2011, 12:07 PM
Legatus   კი, თუ ძალიან არ შეწ...   Feb 9 2011, 10:13 PM
ანანდა   ეს წიგნი, არც ინგლი...   Feb 10 2011, 02:06 PM
Legatus   დიდი მადლობა, :)   Feb 10 2011, 07:29 PM
ანანდა   ჯერ მხოლოდ ეს გადა...   Feb 11 2011, 01:59 PM
ანანდა   მე, პაკო და ოსკარი წ...   Feb 14 2011, 02:12 PM
ანანდა   აგვისტოს დადგომამ ...   Mar 11 2011, 01:54 PM
ანანდა   . . . .რაც შეეხება დედ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   დაინტერესებულია, მ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2010/05/no_est...   Mar 24 2011, 02:28 PM
ანანდა   ბენიტესი ორი დღის ...   Mar 30 2011, 11:48 AM
Legatus   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 4 2011, 11:23 PM
ანანდა   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 5 2011, 11:37 AM
ანანდა   ჟურნალისტმა მისვლ...   Apr 12 2011, 04:46 PM
ანანდა   ბენიტესის უკმაყოფ...   Apr 18 2011, 02:13 PM
ანანდა   ვეებერთელა ხომალდ...   Apr 29 2011, 12:30 PM
Existence   ანანდა არიზონაში...   Apr 30 2011, 03:45 PM
ანანდა   [b]ანანდა არიზონაშ...   May 2 2011, 11:15 AM
kate   Existence http://www.ufocasebook.com/phoenixlight...   Apr 30 2011, 09:59 PM
Joy ZAZA   2001 სტივენ სპილბერგ...   May 2 2011, 01:13 PM
kate   Joy ZAZA კარგი რამეა მა...   May 2 2011, 05:18 PM
Existence   Existence [url=http://www.ufocasebook.com/phoenix...   May 2 2011, 10:05 PM
ანანდა   ხომალდზე განათება ...   May 3 2011, 03:00 PM
ანანდა   ეს იდილია მესამედ ...   May 3 2011, 03:03 PM
ანანდა   უცხოპლანეტელთა ვი...   May 3 2011, 03:04 PM
kate   მის გამოჩენისთანა...   May 3 2011, 04:18 PM
ანანდა   ანანდა მსგავსი რა...   May 4 2011, 12:05 PM
Existence   ანანდა ამაზე რას ფ...   May 3 2011, 08:02 PM
ანანდა   ანანდა ამაზე რას ფ...   May 4 2011, 12:19 PM
ანანდა   ყვავილების არომატ...   May 4 2011, 12:50 PM
kate   ანანდა მადლობთ. და ...   May 4 2011, 04:23 PM
ანანდა   [b]ანანდა მადლობთ. დ...   May 5 2011, 11:32 AM
ანანდა   ბენიტესმა უკმაყოფ...   May 10 2011, 06:09 PM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   May 10 2011, 06:12 PM
ანანდა   კიდევ ერთი შეხვედრ...   May 20 2011, 12:27 PM
ანანდა   ახალი შეხვედრის მო...   May 24 2011, 01:47 PM
ანანდა   გორაკზე მოდარაჯე ბ...   May 30 2011, 01:02 PM
ანანდა   მთების იქით კიდევ ...   Jun 1 2011, 05:47 PM
ანანდა   ამ დროს ცაზე კიდევ ...   Jun 2 2011, 11:48 AM
ანანდა   მათ გონებაში გაჩნდ...   Jun 8 2011, 11:10 AM
ანანდა   იმ ამბის შემდეგ, რა...   Jun 13 2011, 12:42 PM
ანანდა   ოქსალქმა გადმოგვც...   Jun 16 2011, 11:06 AM
ანანდა   ურთიერთობის ასეთი ...   Jun 20 2011, 12:31 PM
ანანდა   ადამიანში ჩადებულ...   Jun 21 2011, 02:36 PM
ანანდა   ევოლუციის პერიოდშ...   Jun 23 2011, 02:20 PM
ანანდა   უცხოპლანეტელები ჩ...   Jun 24 2011, 11:52 AM
ანანდა   ერთ-ერთი კომუნიკაც...   Jun 26 2011, 03:01 PM
ანანდა   1974 წლის დასაწყისში ...   Jul 8 2011, 11:51 AM
ანანდა   საუბარი ძალიან საი...   Jul 15 2011, 11:55 AM
ანანდა   განიმედზე (ნაწყვე...   Jul 19 2011, 11:52 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2011/04/ssssss...   Jul 21 2011, 11:11 AM
ანანდა   როგორც ჭაობში ჩაფლ...   Jul 26 2011, 02:54 PM
ანანდა   - რა უნდა ვქნათ? რას ...   Jul 29 2011, 04:00 PM
ანანდა   არამიწიერი გიდის გ...   Aug 1 2011, 12:23 PM
ანანდა   . . . მე, და ჩვენის სხვ...   Aug 4 2011, 03:04 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 12th June 2024 - 01:44 AM