IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Sep 2 2010, 12:44 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.

ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. .


გავიდა წლები..

ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა.

აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები.

ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”.

“ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ.

პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს.

-"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა.

ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე.

იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა.

გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის...



გაგრძელება იქნება













Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ანანდა...
post Feb 14 2011, 02:12 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე, პაკო და ოსკარი წინ მოვთავსდით სიქსტო, დავითი და ედუარდო კი უკან. მიუხედავად ასეთი არაკომფორტული მდგომარეობისა დაღლილებს მალე ჩაგვეძინა. ძილში რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ შემაკრთო, გამოვიღვიძე და ფანჯრიდან გარეთ გავიხედე. უკუნი სიბნელე იდგა, თითქოს საშიში არაფერი იყო. უცბად მანქანის მიმართულებით მოძრავი მოყვითალო ფერის სინათლე შევამჩნიე. დავაკვირდი, მინდოდა გამეგო თუ რა იყო ეს. თავიდან მეგონა, რომ უცნობი პირები ფარნით ხელში ჩვენსკენ მოიწევდნენ. რადგან არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს სუბიექტები და რა განზრახვით მოდიოდნენ, ამიტომ მეგობრები გავაღვიძე ყველა ფანჯრებს მივცვივდით.

გარეთ ისევ ის იდუმალებით მოცული ნათება ჩანდა. იგი თანდათან ორმოცდაათი მეტრის მანძილზე მოგვიახლოვდა, ცოტა ხანში კიდევ უფრო ახლოს მოვიდა მანქანასთან. ჩვენდა გასაკვირად ამ სინათლეს, თან არანაირი წყარო არ ახლდა უხმაუროდ დაცურავდა სივრცეში, გაიწელებოდა და მთის ერთი წვეროდან მეორეზე ისე გადაინაცვლებდა თითქოს ხიდზე გადადისო.

გადავწყვიტე მანქანიდან გადავსულიყავი და ახლოდან მენახა თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს, მაგრამ მეგობრებმა კატეგორიულად ამიკრძალეს ამის გაკეთება.

შუქი, ავტომობილთან კიდევ უფრო ახლოს, ხუთი მეტრის მანძილზე მოვიდა. ნათება მაღალი დონის არამიწიერი ტექნოლოგიებით უნდა ყოფილიყო გამოსხივებული. ჰაერში შუქი ისე თამაშობდა, როგორც ანარეკლი. თანდათან ის დაგვშორდა, გადაკვეთა ხრამი და ჩვენს თვალწინ გაქრა.

ეს სანახაობა ერთი საათი გრძელდებოდა. ყველა განცვიფრებული უცქერდა ამ მოვლენას, დაძინება აღარ გვინდოდა, თუმცა დაღლილობამ ისევ თავისი ქნა და ჩაგვეძინა.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ისევ უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა. თავი ცუდად ვიგრძენი ცოტა არ იყოს შემეშინდა, გარეთ გავიხედე და ჩვენსკენ მომავალი ორი, მუქი ფიგურა დავინახე. ვიფიქრე, რომ უცხო პირები ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. დასახმარებლად ბიჭები გავაღვიძე. შეშფოთებული ვიყავი არ ვიცოდი ეს არსებები რას დააპირებდნენ.

გარეგნულად თითქოს ჰუმანოიდებს ჰგავდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით რაღაც არაბუნებრივი ფორმის თავები ჰქონდათ. მალე მათ კიდევ ორი მათგანი დაემატა. ისინი ახლოს მოვიდნენ და ჩვენს თვალწინ უცნაური ცეკვის მაგვარი მოძრაობა დაიწყეს.

ძალიან შევშინდით და საშველად ჩვენს გიდებს მოვუხმეთ. მათგან გამოგზავნილმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა, აღმოჩნდა რომ ეს არსებები მათ მიერ შექმნილი და ჩვენი ტესტირებისთვის სხვა განზომილებიდან იყო გამოგზავნილი. რაც შეეხება შუქს, იგი „კანეპა“ ყოფილა, რომელიც ასევე ჩვენი ტესტირებისთვის იქნა გიდების მხრიდან ამოქმედებული.

კანეპა“ ერთგვარი მნათი სათვალთვალო მოწყობილობაა, რომლის გამოყენებით შორი მანძილზე მყოფი გიდები კარგად ხედავდნენ ჩვენს ადგილსამყოფელს.

ის, რაც ვნახეთ, ჩვენთვის გამაოგნებელი იყო. ადრე რომ ვინმეს ეთქვა მსგავსი მოვლენის შესახებ არც კი დავიჯერებდი. ჩვენს მონაყოლსაც არავინ არ ჩათვლიდა რეალობად, მამაც კი არ დამიჯერებდა ამას.

ერთ საათში, ეს არსებები ისე გაქრნენ, თითქოს ჰაერში გაიფანტნენო. მეგონა, რომ აქ დამთავრდა ყველაფერი და ახლა კი დავიძინებთ მეთქი, მაგრამ, წუთიც არ იყო გასული, რომ უცნაური სფეროსებური სინათლე ამოცურდა ხრამიდან.

ეს სფეროსებური სინათლეს დიამეტრი რამდენიმე მეტრი იყო. კანეპას იგი არ ჰგავდა. ეს სფეროც თავისით მოძრაობდა. იგი ჩვენს წინ გზაზე დაცურავდა. როცა იგი მანქანას საკმაოდ მოუახლოვდა, ფანარი ავანთე და მისი შუქი სფეროსკენ მივმართე. სფერო ამოძრავდა და გვერდზე გადაადგილდა, ისევ ვცადე, სფერომაც იგივე მანევრი გაიმეორა, კიდევ და სფერომაც ისევ ზურგი შემაქცია. ფანრიდან გამოცემულ სინათლეს ეს სფერო გაურბოდა.

ამასობაში ინათა კიდეც, გათენებისთანავე სფერომ ხილვადობა დაკარგა და სივრცეში გაუჩინარდა. იმ ადგილზე სადაც ცოტა ხნის წინ მნათი ბურთი დაცურავდა არაფერი აღარ ჩანდა, ჩემს წინ მხოლოდ დიდი მთა წამომართულიყო.

განთიადი დადგა. გლეხები მინდორში სამუშაოდ მიეშურებოდნენ. ჩიტების ჟღურტულმა ახალი დღის დადგომა გვამცნო. ეს მძიმე და კოშმარული ღამე როგორც იქნა დასრულდა.

პონჩოები ჩავიცვით და მანქანიდან გადმოვედით, ცოტა ფეხი გავშალეთ, თან ერთმანეთს ღამით მომხდარ ამბებს და მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ღარიბული საუზმე მოვამზადეთ და წავიხემსეთ. ვჭამდით და თან ღამის შეხვედრებზე ვაგრძელებდით საუბარს.
დოქტორ რუსოს მიერ აგებულ თავშესაფარში მოვთავსდით. იგი რა თქმა უნდა არ იყო ხუთ ვარსკვლავიანი ოტელი. მაგრამ ჩვენთვის რუსოს ქოხი ყველა სასტუმროზე ძვირად ფასობდა.

საჭმელი და წყალი გავინაწილეთ და იქაურობა როგორც შეგვეძლო მოვაწესრიგეთ, საძილე ტომრები გავშალეთ და ზურგჩანთებიდან ნივთები ამოვალაგეთ. მზე მალე ჩავიდა. გადავწყვიტე ცხელი საჭმელი მომემზადებინა, რადგან ვიცოდი რომ ტემპერატურა მკვეთრად დაიწევდა და გასახურებლად ცხელი სუპი ჩვენთვის მისწრება იყო.

ეს პატრა ნაგებობა პლატოს ძირში მდებარეობდა მისგან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით ცნობილი “პეცა კასტა”-ანუ ინკის თავის გამოსახულების მქონე მთის შვერილი იდგა. ირგვლივ განსაცვიფრებელი გარემო იყო. ვუცქერდით თუ როგორ ეფარებოდა მზის დისკო ჰორიზონტის ხაზს.

კორდლიერების მთიანი პლატო ზღვის დონიდან 4200 მეტრზე მდებარეობდა, სანაპიროდან, კი 90 კილომეტრით იყო დაშორებული. ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილი იყო. ათასფერად აჭრელებული ღრუბლები მთის წვეროზე გაშოტილიყვნენ, სამარისებურ სიჩუმეს, მხოლოდ კლდეებს შორის მოხეტიალე ქარის ქროლვა და ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა.

უცხო, უმანკო, ხელშეუხებელი ბუნების წიაღში ვიმყოფებოდით, იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. ისეთი განცდა გვქონდა თითქოს ცის თაღს ვეხებოდით.

ცივილიზაციისგან მოწყვეტილი, მარტოდმარტო მთებში ჩაკარგულ წალკოტში ვისხედით. საოცარი სანახაობა იყო, მაღლა აღმართულ მთის წვეროებს ფირუზისფერი ცის ვეებერთელა თაღი ეკავათ, თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს დედამიწის ცენტრში, სამყაროს ყველაზე მშვიდ და მშობლიურ ადგილას ვიმყოფებოდით. მადლობას ვწირავდი გამჩენს, რომ საშუალება მოგვცა ამ ენითაუწერელი სილამაზისთვის გვეყურებინა და ასე ბედნიერად გვეგრძნო თავი.

მანამდე მოწყობილ პიკნიკებზე, მზარეულის მოვალეობას მე ვასრულებდი. ახლაც მე დამავალეს საჭმლის მომზადება, დიდი დრო არ დამჭირებია კერძი მალე მოვამზადე, ბიჭებს დავუძახე, რომ სუფრა გაშლილი იყო.

უმალვე ყველა ჩემს წინ გაჩნდა. საკვებს ისე დააცხრნენ როგორც სვავები. სამწუხაროდ ცივ ამინდში სუპი უცბად გაცივდა და გახურების საშუალებად აღარ გამოგვადგა.

შეგრილებულ სუპს, პურის ნაჭერი მივაყოლეთ. სულ ეს იყო ჩვენი ბანკეტი. ჭამის დროს თან ვსაუბრობდით, იმაზე, თუ რაოდენ მძიმე გზა გამოვიარეთ და როგორ გაგვიჭირდა აქ ამოსვლა. ჩვენი გიდები ს შეფასების ტესტის მიხედვით, 10 ბალი განაღდებული გვქონდა. ასე საუბარში და ხუმრობაში, განვლილი ხიფათიდან შემორჩენილი დაძაბულობა მთლიანად გადავლახეთ.

უეცრად დავითმა ლაპარაკი ყვირილით შეგვაწყვეტინა და ცისკენ მიგვითითა. ლუმინესენცირებული ობიექტი ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მოძრაობდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს თანამგზავრი იყო, მაგრამ ობიექტის სინათლემ და მისმა ზიგზაგისებურმა მოძრაობამ, ჩვენი ეჭვები გაფანტა. ობიექტი მალე მოგვიახლოვდა.

ეს იყო დისკოს ფორმის ხომალდი, გვერდითი განათებებით. იგი ჩვენგან ასიოდე მეტრის მოშორებით ცაში გაჩერდა რითაც მან საშუალება მოგვცა მისთვის ახლო მანძილიდან გვეცქირა. ძალიან მომხიბლავი სანახაობა იყო. ობიექტი ერთხანს ასე გაუნძრევლად იყო და მასზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევდა, მერე ამოძრავდა და ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით გაფრინდა.

ხომალდის გამოჩენამ ძალა შეგვმატა, ამან ასევე დაგვიდასტურა, რომ ჯგუფი დანიშნულების ადგილზე იყო და რომ ყველაფერი უცხოპლანეტელების მხრიდან კონტროლდებოდა.

ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ გიდებთან კომუნიკაციის თავი არ გვქონდა. დაძინება აუცილებელი იყო ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ იმ დღეს აღარაფერი აღარ დაგვეგეგმა. ვხვდებოდით რომ მომდევნო დღე მძიმე იქნებოდა, ბევრი ადგილი გვქონდა სანახავი, პირადად მე გადაწყვეტილი მქონდა აქაური ბუნების ხედები ფირზე გადამეტანა.

ჯერ მხოლოდ რამოდენიმე მთის სოფლის გადაღება მოვახერხე. საბედნიეროდ ჩემი კამერა ედუარდოს მოჰქონდა, მე რომ რომ მქონოდა ზურგჩანთაში, კლდეზე ჩავარდნისას ის დამტვრევას ვერ გადაურჩებოდა..

ქოხის იატაკზე პოლიეთილენის ჭილობი გავშალეთ, საძილე ტომრებში ჩავძვერით და დასაძინებლად მოვეწყვეთ. რამდენიმე წუთში უკვე ღრმა ძილში ვიყავით. შუაღამისას უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა, მივაყურადე, ხმაური გარედან ისმოდა, თითქოს გარეთ დაწყობილ ნაგვით სავსე პარკებს, რომელიღაც ცხოველი ქექავდა.

ეს ვერსია დამაჯერებელი მეჩვენა. მე კარებთან ახლოს მეძინა და ყველაფერი უკეთ მესმოდა, ხმაური ძაღლისას ჰგავდა, ალბათ ის გადაყრილ ნაგავში საჭმელს ეძებდა..
( საჭმლის ნარჩენები პოლიეთილენის პარკებში ჩავყარეთ და ქარს რომ არ მიმოეფანტა კარებთან ერთმანეთზე დავდეთ. თუმცა ცხოველს მათი გაფუჭება ადვილად შეეძლო).

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მეძინებოდა, თანაც სხეული ჯერაც მტკიოდა, მაინც გადავწყვიტე აბეზარი ცხოველი იქიდან გამეგდო და ნაგვის პარკები უსაფრთხო ადგილზე გადამეტანა. საძილე ტომრიდან გამოვძვერი. საშინლად ციოდა, ყინვა სულ ძვალ-რბილში ატანდა. როგორც იქნა ჩემს პონჩოს მივაგენი და ჩავიცვი, თავზე კი შალის ნაქსოვი ქუდი დავიხურე, ვხვდებოდი რომ გარეთ უფრო მეტი სიცივე მელოდა. ჩემმა მოძრაობამ და ფანრის შუქმა, ბიჭებიც გააღვიძა. მკითხეს თუ რა ხდებოდა, როცა მათ ავუხსენი საქმის ვითარება, არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, ისევ ძილს მისცეს თავი.

ძველ, ხის კართან მივედი და ფრთხილად გამოვაღე. გარეთ ხმა შეიცვალა, თითქოს რომელიღაც არსება, იქვე ახლოს მიწას თხრიდა. წარმოვიდგინე, რომ პარკები უკვე დახეული, ნაგავი კი მიმოფანტული იქნებოდა. საშინლად გავღიზიანდი, რადგან იქაურობა, ისევ ჩემი მოსაწესრიგებელი იქნებოდა. სხვა რა გზა მქონდა, გადავწყვიტე ამ საქმისთვის თვითონ მიმეხედა.

კარი ბოლომდე გამოვაღე და იმ მხარეს საიდანაც ხმაური ისმოდა ფანარი მივანათე, ვფრთხილობდი, ამ ღამიანად ნებისმიერი მხეცი საშიში იყო. უცებ ხმაური შეწყდა და ყველაფერი ჩაწყნარდა. ნელი ნაბიჯით იქით გავემართე, სადაც ნაგვით სავსე პარკები მეგულებოდა. ჩემდა გასაკვირად ნაგავი ხელუხლებელი დამხვდა.

გაკვირვებასთან ერთად სიცივემ ამიტანა. უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი, გაუგებარი რამ ხდებოდა ჩვენს თავს. ბავშვებს საშველად ვუხმე, ისინიც შეშინებული წამოხტნენ და ჩემსკენ გამოცვივდნენ. მოულოდნელად ჩვენს წინ ცეცხლის ალი გაჩნდა, იგი ღია ფერის შუქს გამოსცემდა, თან ჰაერში მსუბუქად მოძრაობდა. თავიდან ყველას გვეგონა, რომ ეს ჩვენი ნაცნობი გლეხი მოდიოდა ჩირაღდნით ხელში და სახელით მივმართეთ. მაგრამ ამაოდ.

ცეცხლი ჩვენი მიმართულებით აგრძელებდა მოძრაობას. ფარანი ამ ადგილისაკენ მივანათეთ, გვაინტერესებდა თუ რა იყო ეს. ცეცხლის გამომწვევი წყარო არსად ჩანდა. ამის დანახვამ კიდევ უფრო შეგვაშინა. ცოტა ხანში ცეცხლთა უცნაური ფორმის მოძრავი ღრუბლის ქულა გამოჩნდა. უკან თავშესაფრისაკენ დავიხიეთ. ცხოველის ხმა და ღმუილი ისევ გამეორდა, ისეთი შემზარავი და აგრესიული ხმა იყო, რომ შიშისაგან ქოხში შევცვივდით და კარი ჩავკეტეთ.

შესასვლელში დავდექით. კარი ხელით გვეჭირა და რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით. უცნობი მასიური არსება კარს გარედან აწყდებოდა და შიგნით შემოჭრას ლამობდა. ძალიან შეგვეშინდა. თავდასხმა ისევ განმეორდა, შემდეგ ეს არსება კარს მოსცილდა და ქოხის კედლებს, ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან ეჯახებოდა.

უეცრად შემოტევა შეწყდა და ყველაფერი ჩაწყნარდა. ერთი საათი მაინც დაგვჭირდა იმისთვის, რომ სული მოგვეთქვა და დაგვეძინა.

მზის ამოსვლისთანავე გამოგვეღვიძა. წამოვდექით, კართან დაწყობილი ბარგი გამოვაჩოჩეთ, გარეთ გამოვედით და განცვიფრებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. კარის გარეთა ნაწილი მთელ სიგრძეზე, რაღაც არსებას დაეკაწრა.

ნაკაწრი, დიდი მხეცის, დათვის, ან მთის ლომის დატოვებულს ჰგავდა, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ვიცოდით, რომ კორდილიერებზე არც ერთი ცხოვრობდა და არც მეორე.

ნეტავ რა უნდა მომხდარიყო გუშინ? ვიღაცას ეს კვალი ნამდვილად უნდა დაეტოვებინა, მაგრამ რას? ან ვის? აი ეს იყო საკითხავი.

დილიდან მთელი ჯგუფი ამაზე ვიმტვრევდით თავს. სასაუზმოდ გავემზადეთ. ჩვენი საჭმელი უმი ხორბლის, რძის, ნაჭერი პურის, თაფლისა და ცოტაოდენი ხილისგან შედგებოდა. ექვსი ადამიანის დასანაყრებლად, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცოტა იყო, მაგრამ გარემო სადაც ჩვენ ვიყავით, ისეთი ლამაზი იყო, რომ ღარიბული სუფრაც საკმარისი იყო ჩვენთვის. ბუნების საოცარი პეიზაჟები, სულიერ ძალას გვმატებდა.

ქოხის მახლობლად ოცდახუთ მეტრიანი ინკის თავის გამოსახულებიანი კლდე იყო სხვა გამოსახულებებთან ერთად, იგი საოცარ ეგზოტიკურ ანსამბლს ქმნიდა.

საუზმობას მალე მოვრჩით და გადავწყვიტეთ გიდებთან კომუნიკაცია განგვეახლებინა, გვინდოდა გაგვეგო, რა მოხდა სინამდვილეში წინა ღამეს. ერთი საათის მეცადინეობა დაგვჭირდა რომ შეტყობინება მიგვეღო, გაირკვა რომ ყველა ანომალური მოვლენა, მათ მიერ გამოგზავნილი ტესტის ნაწილი იყო. მათი აზრით ტესტირება აუცილებელი იყო ჩვენთვის, რათა თითოეულ ჩვენგანს გამოცდილება მიეღო, საკუთარ თავში გარკვეულიყო, საერთო საქმის მიმართ განესაზღვრა თავისი დამოკიდებულება განესაზღვრა, გაეძლიერებინა, საკუთარი თავის რწმენა, გამოემუშავებინა ნებისყოფა და საფრთხის პირობებში გადაწყვეტილების უნარი.

მსგავსი “თავდასხმები” და “პროვაკაციები” ის აუცილებელი ბარიერები იყო, ისინი ჩვენი წვრთნისთვის საჭირო ეფექტური საშუალებას წარმოადგენდნენ.

ამ ხერხით მიღებული გამოცდილება და მომავალშიც ძალიან გამოგვადგებოდა. (მაშინ საიდან უნდა გვცოდნოდა რომ ეს ვარჯიშები რაოდენ საჭირო იქნებოდა ჩვენთვის, რომ ასე მართალი იქნებოდნენ გიდები). ამ ინფორმაციით დამშვიდებულებმა ქოხი დავტოვეთ, გარეთ გამოვედით და შემოგარენის დათვალიერება გადავწყვიტეთ.

ირგვლივ საოცარი ლანდშაფტი იყო, წრეზე რუხი და მოწითალო ფერის უზარმაზარი კლდეები აღმართულიყო, მათი სილუეტები უღრუბლო ცის ფონზე მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა, ჩვენი ნაბიჯებისა და სუნთქვის ხმას, ქარის ქროლვაც უერთდებოდა. ვეებერთელა სკულპტურები თითქმის ყველგან მოჩანდა, მზის სხივების მიერ წარმოქმნილი შუქ–ჩრდილები მითიურ გარემოს ქმნიდა, კლდის ყოველ დეტალში საკვირველი ფორმები ჩნდებოდა.

იქვე მდებარე მთების მიმართულებით გავეშურეთ. მთათა ანსამბლის სრულად ხილვა გვქონდა გადაწყვეტილი. ჩუმად მივდიოდით, ყველა ფიქრებს მისცემოდა, ჩვენს გონებაში წარსულის ხატები ცოცხლდებოდა. მაგრამ ამ ფიქრების ზეგავლენა მომავალი რევოლუციური მოვლენის ფონზე ბათილდებოდა.

ჩვენს წინაშე უძველესი ხანა იყო. ძველი კულტურის ნაშთები, რომელის შემქმნელი ტომები გაურკვეველი მიზეზების გამო უეცრად გაქრნენ. თუმცა არც ჩვენ გველოდა უკეთესი მომავალი, რადგან ჩვენი აზრებისა და გაგების გამო ბევრი ადამიანი მტრად მოგვეკიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებ და დაღუპულ ტომებთან ათასწლეულები გვაშორებდა ჩვენ ერთიანი ვიყავით იმაში, რომ ორთავეს გვაინტერესებდა სიცოცხლის საზრისი გვინდოდა გაგვეგო ისი თუ როგორ უნდა გვეარსება სამყაროსთან ჰარმონიაში.

ახალმა აზრებმა მოიცვა ჩვენი გონება.

ჩვენ ბუნების მშვენებას ვუცქერდით, ჯერ ისევ სუფთა და უმანკო ჰაერს ვსუნთქავდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ საცაა ცას ხელით შევწვდებოდით. ეს საკმაოდ უსაფრთხო ადგილი იყო, ირგვლივ ჩუმი და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. განსაცვიფრებელი შეგრძნება გვქონდა თითქოს ამ სამყაროს შემადგენელ ელემენტებად ვიქეცით. მთელი დღე იქაურობას ვიკვლევდით და პატარა აღმოჩენებიც გავაკეთეთ ეს კლდეში გამოკვეთილი ცხოველების, ჰიპოპოტამის, მთის ლომის, ჩალმიანი კაცის, ბაყაყის, მლოცველის ფიგურები იყო, ასე მთელი დღე მიილია.

მზის ჩასვლის წინ, ცა ნარინჯისფრად შეფერადდა, ეს ფონი ლამაზად ეხამებოდა უღრუბლო მუქ ლურჯ ზეცას. თითქოს ნარინჯისფერი და ლურჯიფერები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვის დარჩებოდა ცის თაღი.

აქა-იქ პირველი ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, შორს მოჩანდა, თუ როგორ ხარბად ყლაპავდა უკიდეგანო ზღვის ჰორიზონტი შესანიშნავი მზის წითელ დისკოს.

ამ გრანდიოზული სურათის შემხედვარემთ თავი არარაობად ვიგრძენით, ასეთი დაისი მსოფლიოში ალბათ არავის ექნებოდა ნანახი. ღამის ცაზე ჩვენს მეგზურებად მხოლოდ ვარსკვლავებიღა დარჩნენ. ურიცხვი ვარსკვლავი, თეთრ, ბრწყინვალე მანტიას ქსოვდა ზეცაზე.

ის–ის სავახშმოდ დაჯდომას ვაპირებდით, რომ დავითმა ცისკენ მიგვითითა ჩვენს ზევით კოსმოსური ხომალდი მოჩანდა, ეს იყო სფერო, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავდა. იგი სხვა ხომალდებთან შედარებით მცირე ზომისა ჩანდა, ასე 9-10 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ხომალდი, ჯერ წრფივად მოძრაობდა ჩვენი მიმართულებით შემდეგ მკვეთრად მოუხვია და მთების მიმართულებით გაფრინდა.

რამდენიმე ხანში, მსგავსი ფორმისა და ზომის ობიექტი ისევ გამოჩნდა ოღონდ მოპირდაპირე მხრიდან, ეს უკვე დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ჩვენთან მოახლოვება არც უცდია.

ხომალდების ხილვამ გაგვახარა და გაგვამხნევა კიდეც, ვიგრძენით რომ ჩვენი გიდები იქვე ახლოს იმყოფებოდნენ. ოთახში დავბრუნდით ნივთების ზურგჩანთებიდან ამოლაგება დავიწყეთ, გვინდოდა იქაურობა საძილედ მოგვეწყო. ამჯერად საჭმლის ნარჩენებით სავსე პარკები ნადირთაგან მიუწვდომელ უხიფათო ადგილას დავმალეთ, ვიმედოვნებდით რომ ასე ძილს არავინ არ დაგვიფრთხობდა.

გიდების ინფორმაციის მიხედვით, ჩვენი ტესტირების ძირითადი ფაზა წინა ღამეს დამთავრდა და ვფიქრობდით რომ მათი მხრიდან რაიმე ახალი გამოცდა აღარ იქნებოდა, (თუ ჩვენ არ გამოვიწვევდით რაიმეს ხელოვნურად).

შთაბეჭდილებით გადაღლილებმა გადავწყვიტეთ ადრიანად დაგვეძინა. ყოველი შემთხვევისათვის, კართან, მაინც დავდეთ მძიმე ზურგჩანთები და ტვირთის ნაწილი. პონჩოები მოვიცვით ტანზე და საძილე ტომრებში ჩავძვერით, იმწამსვე ჩაგვეძინა.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ იმ ღამესაც არ გვეწერა ძილი.

შუაღამისას გამომეღვიძა, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ ქოხში კი არა ღია ცის ქვეშ ვიყავი. სიქსტო, პაკო, დავითი, ოსკარი და მეც გარეთ ვიწექით. გამოღვიძებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, გაოცებულებს არაფრის თქმის თავი არ გვქონდა, კიდევ უფრო იმან გაგვაკვირვა ჩვენს წინ გამოქვაბული დავინახეთ. ედუარდო ჩვენთან აღარ იყო.

ერთმანეთს დაბნეული ვუცქერდით, ვერ გაგვეგო თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. ალბათ აქ ჩვენ ქსენდრას საშუალებით გადმოგვიყვანეს გავიფიქრე მე. გამოქვაბულის შესასვლელიდან მომწვანო ლუმინესენცირებული შუქი გამოდიოდა. ვერ მივხვდით ეს მარკახუასის მთები იყო, თუ რაიმე სხვა ადგილი.

ალბათ ეს ჩვენი გამოცდის კიდევ ერთი ნაწილია ასე ჩავთვალეთ ყველამ, გამოქვაბულისკენ გავემართეთ და შესასვლელში ფრთხილად შევიხედეთ. მომწვანო ნათება, გამოქვაბულის სიღრმიდან გამოდიოდა. შიგნით შევედით, თითქოს უთვალავი ციცინათელა ერთად მოგროვილიყო გამოქვაბულის ჭერზე და ანათებდა.

წინ კლდეში გამოკვეთილი ქვის დერეფანი გამოჩნდა. გზას ფრთხილად გავუყევით და მალე ვეებერთელა დარბაზში აღმოვჩნდით. დარბაზის ჭერი საკმაოდ მაღალი, ალბათ ასე ექვს მეტრამდე იქნებოდა. კედლის ორივე მხარეს უშველებელი ქვაში გამოკვეთილი თაროები, ერთმანეთის პარალელურად სიმაღლეზე იყო ჩამწკრივებული. ეს შენობა რაღაცით მიწისქვეშა საწყობს წააგავდა. თაროებზე სიმეტრიულად განთავსებული ოთხკუთხა ბლოკები ეწყო. მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ ეს ბლოკები კი არა, ძალიან თხელი, ოქროსფერი, ერთმანეთზე დაწყობილი ლითონის ფირფიტები იყო. თითოეული ზომით 40 სანტიმეტრის სიგრძის და 20 სანტიმეტრი სიგანის იქნებოდა. მათზე მკაფიოდ ჩანდა იეროგლიფები, იდეოგრამები, ზოგან გრავიურები.

გამჭვირვალე კრისტალები, მხოლოდ პირველ ფურცლებს ჰქონდა მიმაგრებული. თითოეული ალბათ კილოგრამს იწონიდა. აქ მოთავსებული ყოველი ფირფიტა ერთნაირი იყო ფორმითაც და მასალითაც. მათ შორის სხვაობა მათ გაფორმებაში და შიგ დაფიქსირებულ ინფორმაციაში იქნებოდა. ამ თაროებზე ათასობით ასეთი ფირფიტა იყო შენახული, მაგრამ ვის მიერ და რა მიზნით? ჩემთვის გაურკვეველი იყო.

მოულოდნელად ჩვენს წინ უცნაური მორთულობის მქონე ეგზოტიკური ადამიანი გაჩნდა. იგი გარეგნულად შუა საუკუნეების დროინდელი “მრგვალი მაგიდის” რაინდს ჰგავდა, (ლეგენდარული მეფე არტურის თანამედროვე მებრძოლს. რაღაცით მითიურ ჯადოქარ მერილინის გმირსაც მოგაგონებდათ).

მისმა გამოჩენამ აგვაფორიაქა. ეტყობა უცხომაც შეამჩნია ჩვენი მღელვარება და უძრავად იდგა და ხმას არ იღებდა. ასე მდუმარედ ვიდექით, რა გვექნა არ ვიცოდით.

უცნობ მოხუცს, ტანთ ტილოს მსგავსი ქსოვილისგან შეკერილი ტოგა ეცვა. მისი სამოსი ფართო დაშვებული გრძელი სახელოებით და განიერი სარტყლით კიმონოს მოგაგონებდათ. ფეხზე ძველი რომაელების დროინდელი ტყავის სანდლების მსგავსი ფეხსაცმელები ეცვა. (კათოლიკე ბერები რომ ატარებდნენ, ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში).

მის გამოჩენისთანავე ჰაერში, ყვავილების ნაზი სურნელი დადგა, ყურში უცნაური ხმა ჩაგვესმოდა, ისეთი კონდიციონერი რომ გამოსცემს ხოლმე მუშაობისას.

მოხუცი უხმოდ გვიმზერდა. ათი წუთი მაინც გავიდა, ამ ხნის განმავლობაში მას არანაირი ჟესტი არ გამოუხატია და ბგერა არ გამოუცია.

ამ ადამიანს, სულში ჩამწვდომი, საოცრად ცოცხალი და სანდომიანი გამოხედვა ჰქონდა. გრძელი თეთრი თმები და შევერცხლილი ასევე თეთრი წვერი. ეს გარეგნული ნიშნები უცნაურ კონტრასტს ქმნიდა მისი ათლეტური სხეულის ფონზე.

ეს სურათი იმას ჰგავდა, ბავშვებთან სანტა კლაუსი, რომ გაჩნდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენს სტუმარს თავზე ჩაჩი არ ეხურა და ტკბილეულით სავსე ხურჯინი არ ეკავა ხელში.

კიმონოს გრძელი და ფართო სახელოები მის ხელებს ვერ ფარავდნენ საოცრად ნატიფი ხელის მტევნები და გრძელი დახვეწილი თითები ჰქონდა. მთლიანობაში ეს არსება სრულიად შეესაბამებოდა ჩვეულებრივი ადამიანის სტანდარტებს, აშკარად ჩანდა, რომ იგი უცხოპლანეტელი არ უნდა ყოფილიყო.

უეცრად მოხუცმა სიჩუმე დაარღვია. მისი ხმა გრგვინვასავით გაისმა გამოქვაბულის კედლებში: “ნუ გეშინიათ! მე აქ იმიტომ ვარ რომ თქვენ ამ მოგზაურობაში დაგეხმაროთ. მე იოაკიმე მქვია, ამ ადგილის მცველი ვარ!”

მისმა ხმამ და სიტყვებმა დაგვზაფრა, ჩვენში ჯერ კიდევ დარჩენილი სიმამაცე თითქმის გააქრო. მაგრამ ეს დაძაბულობა თანდათანობით უჩვეულო განცდამ შეცვალა და რომელიღაც უცნობი კუნჭული გახსნა ჩვენს სულში. ეს იყო ერთმანეთში არეული, შიში, მოწიწება, ცნობისმოყვარეობა და კიდევ რაღაც უჩვეულო და თან ამავე დროს ნაცნობი გრძნობა. მოხუცთან შეხვედრამ ისეთ ემოცია დაბადა ჩვენში, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი დაგვიბრუნდა, ადამიანი რომელსაც უკვე ვიცნობდით და დიდი ხანია ველოდით. გუმანით ვხვდებოდი, რომ მასთან შეხვედრას ახალი თავგადასავალი უნდა მოჰყოლოდა, ყოველ შემთხვევაში ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზე იყო.


Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ანანდა   კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან)   Sep 2 2010, 12:44 PM
Zet   ძალიან საინტერესო...   Sep 2 2010, 01:22 PM
ირმა   ანანდა გაგრძელება...   Sep 2 2010, 04:00 PM
ანანდა   ეს ინფორმაცია საერ...   Sep 6 2010, 11:31 AM
ანანდა   ”ფაეტონის” აფეთქე...   Sep 7 2010, 11:05 AM
ანანდა   შესაძლებელია, ბევრ...   Sep 8 2010, 10:57 AM
td.........   ანანდა თანამედროვ...   Sep 8 2010, 12:46 PM
ანანდა   . . . აბსურდულია არქე...   Sep 9 2010, 12:15 PM
ანანდა   როგორც ზემოთ იყო ა...   Sep 10 2010, 12:22 PM
ablabuda13   რა საინტერესოა :) :tend...   Sep 12 2010, 01:39 AM
ანანდა   - ეს განსაკუთრებულ...   Sep 13 2010, 04:06 PM
ანანდა   - როგორც ხედავ, ჩვენ...   Sep 15 2010, 11:24 AM
ანანდა   ქალაქ ”ილუმენში” ჩ...   Sep 16 2010, 03:39 PM
ანანდა   - თუმცა დედამიწელე...   Sep 17 2010, 11:39 AM
irma   ანანდა ძალიან საი...   Sep 19 2010, 11:54 PM
Nicolas13   თუ შეგიდზლია წყარო...   Sep 20 2010, 06:58 PM
ანანდა   http://www.scribd.com/doc/17293883/Sowers-...ts-in...   Sep 29 2010, 04:06 PM
ანანდა   -კოსმოსში განთავსე...   Oct 1 2010, 10:58 AM
ანანდა   -გოდარ, მას შემდეგ ...   Oct 12 2010, 12:15 PM
ანანდა   დედამიწაზე მცხოვრ...   Nov 9 2010, 12:52 PM
ანანდა   გიდმა ლანგარზე მიმ...   Nov 11 2010, 03:33 PM
ანანდა   გოდარმა, ხელით მან...   Nov 18 2010, 11:23 AM
ანანდა   მატერიის არსებობა ...   Dec 2 2010, 11:13 AM
ანანდა   ინსტინქტით განისა...   Dec 2 2010, 11:18 AM
ანანდა   რა ეშველება კაცობრ...   Dec 3 2010, 11:29 AM
ანანდა   “ღრმა” გვევლინება,...   Dec 3 2010, 11:42 AM
ანანდა   ცხოველები და ადამი...   Dec 14 2010, 11:30 AM
ანანდა   გოდარმა საუბარი გა...   Dec 14 2010, 11:50 AM
ანანდა   ალბათ მკითხველს აი...   Dec 22 2010, 11:44 AM
ანანდა   ვცდილობდით შეკრებ...   Dec 22 2010, 11:55 AM
ანანდა   გამგზავრების დღეც ...   Dec 27 2010, 02:35 PM
ანანდა   . . . . ჩვეულებისამებრ...   Jan 7 2011, 03:28 PM
ანანდა   მთელი კვირის განმა...   Jan 7 2011, 03:30 PM
ანანდა   ასეთივე შემთხვევა,...   Jan 13 2011, 01:36 PM
Atman   ანანდა კარგი ნაწა...   Jan 13 2011, 01:56 PM
tikoroma   Atman ანანდა კარგი ნა...   Jan 13 2011, 04:49 PM
ანანდა   http://www.ufoevidence.org/cases/case460.htm ა...   Jan 14 2011, 12:29 PM
ანანდა   ეს ყველაფერი ერთ ჩ...   Jan 14 2011, 12:43 PM
ანანდა   ამბავმა, რომ ქალაქ ...   Jan 20 2011, 12:23 PM
ანანდა   (ნაწყვეტი წიგნიდან...   Jan 28 2011, 11:50 AM
ანანდა   გთავაზობთ ჰუმანოი...   Feb 7 2011, 11:56 AM
cerBERus   თუ შეგიძლია დადე ე...   Feb 8 2011, 04:36 AM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   Feb 9 2011, 12:07 PM
Legatus   კი, თუ ძალიან არ შეწ...   Feb 9 2011, 10:13 PM
ანანდა   ეს წიგნი, არც ინგლი...   Feb 10 2011, 02:06 PM
Legatus   დიდი მადლობა, :)   Feb 10 2011, 07:29 PM
ანანდა   ჯერ მხოლოდ ეს გადა...   Feb 11 2011, 01:59 PM
ანანდა   მე, პაკო და ოსკარი წ...   Feb 14 2011, 02:12 PM
ანანდა   აგვისტოს დადგომამ ...   Mar 11 2011, 01:54 PM
ანანდა   . . . .რაც შეეხება დედ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   დაინტერესებულია, მ...   Mar 18 2011, 11:43 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2010/05/no_est...   Mar 24 2011, 02:28 PM
ანანდა   ბენიტესი ორი დღის ...   Mar 30 2011, 11:48 AM
Legatus   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 4 2011, 11:23 PM
ანანდა   ანანდა... დიდი მადლო...   Apr 5 2011, 11:37 AM
ანანდა   ჟურნალისტმა მისვლ...   Apr 12 2011, 04:46 PM
ანანდა   ბენიტესის უკმაყოფ...   Apr 18 2011, 02:13 PM
ანანდა   ვეებერთელა ხომალდ...   Apr 29 2011, 12:30 PM
Existence   ანანდა არიზონაში...   Apr 30 2011, 03:45 PM
ანანდა   [b]ანანდა არიზონაშ...   May 2 2011, 11:15 AM
kate   Existence http://www.ufocasebook.com/phoenixlight...   Apr 30 2011, 09:59 PM
Joy ZAZA   2001 სტივენ სპილბერგ...   May 2 2011, 01:13 PM
kate   Joy ZAZA კარგი რამეა მა...   May 2 2011, 05:18 PM
Existence   Existence [url=http://www.ufocasebook.com/phoenix...   May 2 2011, 10:05 PM
ანანდა   ხომალდზე განათება ...   May 3 2011, 03:00 PM
ანანდა   ეს იდილია მესამედ ...   May 3 2011, 03:03 PM
ანანდა   უცხოპლანეტელთა ვი...   May 3 2011, 03:04 PM
kate   მის გამოჩენისთანა...   May 3 2011, 04:18 PM
ანანდა   ანანდა მსგავსი რა...   May 4 2011, 12:05 PM
Existence   ანანდა ამაზე რას ფ...   May 3 2011, 08:02 PM
ანანდა   ანანდა ამაზე რას ფ...   May 4 2011, 12:19 PM
ანანდა   ყვავილების არომატ...   May 4 2011, 12:50 PM
kate   ანანდა მადლობთ. და ...   May 4 2011, 04:23 PM
ანანდა   [b]ანანდა მადლობთ. დ...   May 5 2011, 11:32 AM
ანანდა   ბენიტესმა უკმაყოფ...   May 10 2011, 06:09 PM
ანანდა   http://www.myshambhala.com/sunesis/history_rus/ima...   May 10 2011, 06:12 PM
ანანდა   კიდევ ერთი შეხვედრ...   May 20 2011, 12:27 PM
ანანდა   ახალი შეხვედრის მო...   May 24 2011, 01:47 PM
ანანდა   გორაკზე მოდარაჯე ბ...   May 30 2011, 01:02 PM
ანანდა   მთების იქით კიდევ ...   Jun 1 2011, 05:47 PM
ანანდა   ამ დროს ცაზე კიდევ ...   Jun 2 2011, 11:48 AM
ანანდა   მათ გონებაში გაჩნდ...   Jun 8 2011, 11:10 AM
ანანდა   იმ ამბის შემდეგ, რა...   Jun 13 2011, 12:42 PM
ანანდა   ოქსალქმა გადმოგვც...   Jun 16 2011, 11:06 AM
ანანდა   ურთიერთობის ასეთი ...   Jun 20 2011, 12:31 PM
ანანდა   ადამიანში ჩადებულ...   Jun 21 2011, 02:36 PM
ანანდა   ევოლუციის პერიოდშ...   Jun 23 2011, 02:20 PM
ანანდა   უცხოპლანეტელები ჩ...   Jun 24 2011, 11:52 AM
ანანდა   ერთ-ერთი კომუნიკაც...   Jun 26 2011, 03:01 PM
ანანდა   1974 წლის დასაწყისში ...   Jul 8 2011, 11:51 AM
ანანდა   საუბარი ძალიან საი...   Jul 15 2011, 11:55 AM
ანანდა   განიმედზე (ნაწყვე...   Jul 19 2011, 11:52 AM
ანანდა   http://grmaerti.files.wordpress.com/2011/04/ssssss...   Jul 21 2011, 11:11 AM
ანანდა   როგორც ჭაობში ჩაფლ...   Jul 26 2011, 02:54 PM
ანანდა   - რა უნდა ვქნათ? რას ...   Jul 29 2011, 04:00 PM
ანანდა   არამიწიერი გიდის გ...   Aug 1 2011, 12:23 PM
ანანდა   . . . მე, და ჩვენის სხვ...   Aug 4 2011, 03:04 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 5th June 2024 - 06:09 PM