კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Feb 26 2011, 04:16 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 3-March 10 Member No.: 6,166 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიცოცხლის ხე - შესავალი იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი, და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი – მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს. და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო, არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქი და მას ერქვა “უსასრულო შუქი“. და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები, გამოევლინა თავისი სრულყოფილება, რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი, აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში და შეიკუმშა შუქი და განერიდა, დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე. და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო, ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო, რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა, და აი, ამ შეკვეცის შემდეგ, როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრში დარჩა მრგვალი სიცარიელე, მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი, სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები. და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი, ზევიდან ქვევით, დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა აბსოლუტურად ყველა სამყარო. ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში, რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას, არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი, იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი. -------------------- ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო! ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 11:36 PM |