![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ ![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
შედარებით ადვილია სეფიროტის ოთხ ნაწილად, სამკუთხედებად განხილვა,
პირველი სამკუთხედი - კეტერი-გვირგვინი, ხოხმა-სიბრძნე, ბინა-გაგება, ეს მეტაფიზიკური სამკუთხედია. ამ სამკუტხედს აცილეტს - ემანაციის სამყაროს უწოდებენ. მეორე სამკუთხედი - ჰესედი-სიკეთე, გულმოწყალეობა, გებურა-ძალა, ტიფერეტ-სილამაზე. ეს ეთიკური სამკუთხედია და კაბალაში ბრიას - შექმნის, ქმნილების სამკუთხედს ეძახიან მესამე სამკუთხედი - ნეცახ-გამარჯვება, ჰოდ-დიდება, იეზოდ-საფუძველი. ეს ინტელექტუალური სამკუთხედია და იეცირა - ფორმირების სამყარო ქვია. ბოლოს რჩება მალხუტი - სამეფო - ეს ჩვენი ფიზიკური სამყაროა, რომელსაც ასიას ეძახიან და ცალკე დგას, სამკუთხედს ვერ ქმნის, კაბალაში მალხუტს კვადრატის ან რომბის სახით გამოხატავენ, რადგან იგი ფორმირებულია ოთხი სტიქიისაგან, ოთხი ელემენტისგან - მიწა, წყალი ჰაერი და ცეცხლი რახან ადამიანი შექნილია სამყაროს მოდელის მიხედვით ეს ოთხივე ნაწილი მასშიც არის: აცილეტი(კეტერი, ხოხმა, ბინა) - ჩვენი სულია ბრია(ჰესედი, გებურა, ტიფერეტი) - ჩვენი ინტელექტი იეცირა(ნეცახ, ჰოდ, იეზოდი) - ჩვენი გული, გრძნობები ასია (მალხუტი) ჩვენი ფიზიკური სხეული ცალკე დგას და კაბალა თითქმის არ განიხილავს მეთერთმეტე სეფირას დაატს, ეს არის ყველაზე იდუმალებით მოცული, უცნობი სეფირა - ეს კოსმიური უსასრულობაა, სადაც გაერთიანებულია წარსული, მომავალი და მარადისობა. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 04:36 PM |