კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Apr 4 2011, 11:23 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 46 Joined: 5-November 10 Member No.: 6,299 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა... დიდი მადლობა,
|
|
|
Apr 5 2011, 11:37 AM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა... დიდი მადლობა, მადლობა თქვენ ყველას ფორუმელებო! . . .ჟურნალისტი მოსვლისთანავე გავაფრთხილე: ჩვენთვის არ არის მთავარი თქვენ ამას დაიჯერებთ თუ არა, შვიდ სექტემბრამდე. უნდა მოიცადოთ, ზუსტად არ ვიცით რასთან გვექნება საქმე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ადგილი ექნება ფიზიკურ შეხვედრას და თქვენ უკვე გექნებათ დამამტკიცებელი საბუთი. დანიშნულების ადგილამდე გრძელი გზა გვექნება გასასვლელი მითითებულ ტერიტორიაზე 16 საათზე უნდა მივიდეთ. შვიდი სექტემბერი ჩემი დაბადების დღეა! მაშინ მოემზადეთ საჩუქრისთვის, რომელსაც თქვენ არასოდეს არ დაივიწყებთ– მივუგე მე.. მეტი დამაჯერებლობისთვის ხუან–ხოსეს, ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერიც ვაჩვენე, სადაც კონტაქტის დროს მიღებული ტექსტი ეწერა. ჩანაწერს ქულბას პროფილიც მივახატე, მაგრამ გარდა იმისა, რომ შეხვედრის დღე მის დაბადების დღეს ემთხვეოდა, ბენიტესზე ზეგავლენა არაფერს არ მოუხდენია. იგი დამემშვიდობა და დამპირდა, რომ 7 სექტემბრის შუადღისას ჩემთან იქნებოდა. ამის შემდეგ ჟურნალისტი აღარ გამოჩენილა, როგორც შემდეგში გაირკვა, იგი შეგნებულად ერიდებოდა ჩვენთან მოსვლას. რათა ჯგუფის მხრიდან რაიმე ზეგავლენის ქვეშ არ მოხვედრილიყო. ჩემთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრას ერნესტოსთან და ტიბერიოსთან განიხილავდა, ეს ის ხალხი იყო ვინც მიწვევა არ მიიღო და სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს ყველა მცდელობას. სიქსტოს კიდევ ერთხელ ვთხოვე შეხვედრა წამოსვლა, მაგრამ, იგი ისევ უარზე იყო. არ სურდა რეპუტაცია შელახოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უცხოპლანეტელებთან კონტაქტისას ერთად არ ვიქნებოდით, ჩვენს შორის თითქოს რაღაც ძაფი გაწყდა. ამის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს დამოუკიდებლად უნდა ემოქმედა. მოგვიანებით გავიგე რაშიც იყო საქმე. გუმანით მანამდეც ვგრძნობდი რომ რაღაც არ ვიცოდი და ინფორმაცია მაკლდა. 1974 წლის 7 სექტემბერს 15 :10 წუთზე ბენიტესი ტაქსით მოვიდა ჩვენთან, უკვე მოსულები იყვნენ: დიასახლისი ბერტა, საერთაშორისო ხაზების ბორტგამცილებლი ლილიანი, ასევე ადრე მოვიდნენ: ედუარდო, პაკო, მიტო და დავითი. ჩვენი საქმის ახალი ფაზის დასაწყებად და ახალი თავგადასავლისთვის ყველანი მზად იყვნენ. ექსპედიცია შეიძლება, ან ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, ანდა ამ შეხვედრების დასასრულის დასაწყისი გამომდგარიყო. როცა ყველამ თავი მოიყარა, ისევ ვთხოვე სიქსტოს წამოსულიყო, მაგრამ მან ჩემთან ყველანაირ დიალოგზე უარი განაცხადა. განაწყენებულმა, მათ ვინც არ მოდიოდა “ნახვამდის” ვუთხარი. მანქანებში ჩავსხედით და გზას გავუდექით. პერუს ზღვისპირეთში ამ დროს საკმაოდ ციოდა, ბენიტესი კი მხოლოდ ჯინსით, საზაფხულო პერანგით და თხელი სვიტერით იყო წამოსული, თან ზურგით მძიმე კამერასაც მოათრევდა. მალე იგი თავის შეცდომას მიხვდა მაგრამ გვიან იყო, უკვე გზაში ვიყავით. ბენიტესი უხასიათოდ იყო, იმის გამო რომ იძულებული გახდა დაბადების დღეზე სადღაც უდაბნოში ეხეტიალა და ღამე ცივ ამინდში ღია ცის ქვეშ გაეთია. მანქანით “როუდ პან– ამერიკანას” ტრასაზე საათნახევარი უნდა გვევლო. გზაში ხუან–ხოსე, ედუარდოსთან საუბრით ირთობოდა თავს. ეკითხებოდა, თუ რას უნდა დავლოდებოდით, ან რა შეიძლება მომხდარიყო. ედუარდომ დასმულ შეკითხვებს პირდაპირ და დამაჯერებლად უპასუხა, „ყველაფერი კარგად იქნება! რადგან გიდებმა აღგვითქვეს შეხვედრა, ისინი სიტყვას არასოდეს არ გადადიან“. ჟურნალისტმა ამის გაგონების მერე ედუარდოს დაკითხვა შეწყვიტა. დანიშნულ ადგილს მივუახლოვდით, ავტომობილმა გზიდან გადაუხვია და ჩილკას უდაბნოსკენ წავედა. უკვე 18 საათი იქნებოდა. უდაბნოსთან მივედით, ავტომანქანა გავაჩერეთ და გზა ფეხით გავნაგრძეთ. ხალვათად ჩაცმულმა ჟურნალისტმა უფრო ძალუმად იგრძნო ამ მიდამოს მკაცრი ბუნება. ბენიტესმა კამერა ავტომობილში დატოვა, რადგან არაფერ სახეიროს ნახვას აქ არ ელოდა. ერთადერთი აღმოჩენა მისთვის უდაბნოს ხილვა იყო. ირგვლივ მხოლოდ გადამწვარი და ხრიოკი მიწა მოჩანდა, ამ მიდამოში იგი თავს უგზოუკვლოდ დაკარგულად გრძნობდა. სახეში ცივი ქარი უბერავდა, ჩამავალი მზე კი კანს სწვავდა. ბენიტესმა ედუარდოს ჰკითხა, თუ რატომ ავირჩიეთ შეხვედრისთვის მაინცდამაინც ეს ადგილი? ედუარდომ მიუგო: ეს კონკრეტული ადგილი ჩარლის მიერ ერთ-ერთი პირველი კონტაქტის შემდეგ ავირჩიეთ. ეს მიდამოები ახლოა იმ მარშრუტთან, რომელსაც ზეციური ხომალდები ასრულებენ, მაშინ როცა ქვეყნის სამხრეთით არსებული წყალქვეშა ბაზისაკენ მიფრინავენ. უცხოპლანეტელებმა აგვიხსნეს, რომ ეს საუკეთესო ადგილია მათთვის და ჩვენთვისაც. ამ მიდამოში კონტაქტი უსაფრთხოა, რადგან იგი შორსაა ცივილიზაციისგან და რაიმე მოულოდნელი საფრთხისგან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, მაგალითად ცნობისმოყვარე ადამიანების, ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. მალე ჩამობნელდა და ირგვლივ სქელი ნისლი ჩამოწვა. ფანრები ჩავრთეთ და გზას ასე მივიკვლევდით, გარშემო, მხოლოდ ქვის ღორღი, კლდე და ხრიოკი მიწა მოჩანდა. შეციებული ბენიტესი მოუთმენლად ელოდა ექსპედიციის დასასრულს, იგი უკვე აღარ მალავდა უკმაყოფილებას იმაზე, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა, წამდაუწუმ საათს დასცქეროდა და კითხულობდა, თუ რა დროს უნდა დავბრუნებულიყავით უკან. „იქამდე ვივლით, სანამ “მინეს დიუნებს” არ მივაღწევთ, ეს ადგილი ჩვენი შეხვედრისთვის წინასწარაა მომზადებული უპასუხა მას პაკომ. მას შემდეგ ბენიტესს ხმა აღარ ამოუღია. ნახევარ საათში “მინეს” მივაღწიეთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 10:04 AM |