კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Apr 18 2011, 02:13 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბენიტესის უკმაყოფილობა ყოველ წუთს იზრდებოდა, იგი უკვე აშკარად გამოხატავდა თავის გაღიზიანებას, რომ მას უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო და მას ხალხი ასულელებდა. მის ამ პროტესტს ჯგუფის წევრები არ ვიმჩნევდით და ერთმანეთში ვსაუბრობდით, უმთავრესად ჩილეში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
ამ საუბარში ვიყავით, რომ უცაბედად ლილიანმა შეჰყვირა, ყველამ მზერა ცისკენ მივმართეთ, ზუსტად ათის თხუთმეტი წუთი იყო. ბენიტესიც მოგვიახლოვდა, იქ მაღლა ღრუბლების სქელი ფენის მიღმა რაღაცამ გაანათა, მალე ობიექტიც გამოჩნდა, სფეროსებური დისკო ნელა გამოცურდა ღრუბლებიდან, ხომალდს ირგვლივ ინტენსიური ნათება ერტყა, მომაჯადოებელი სანახაობა იყო, ყველა მდუმარედ უცქერდა ამ სურათს. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, აღტაცებისგან ცრემლები ვერ შევიკავე, ემოციებმა მთლიანად ამიტანა, ჩვენმა ლოდინმა შედეგი გამოიღო. ობიექტი ჩვენგან 200-300 მეტრით იყო დაშორებული, ის რაც ხდებოდა, რა თქმა უნდა ჩემი სიმამაცის დამსახურება იყო, უცხოპლანეტელებმა შემისრულეს თხოვნა და იმაზეც აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ მარტო არასოდეს არ ვიქნებოდი. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th June 2024 - 11:36 PM |