კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Apr 21 2011, 07:36 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Kate ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოსტებისთვის, ეხლა გადავათვალიერე და ყველა საინტერესოა. ასევე კარგია ეს თემა რომ გაიხსნა. არსებობს შეხედულება, რომ კაბალაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან იქ ძნელი გააგებია ბოლომდე მისი შინაარსები. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე უარი ვთქვათ. მართლაც, ყველა ოკულტისტური სისტემა ეFუძნება სიცოცხლის ხეს და გამოდის რომ ეს თემა ამ საიტის მთავრი ტოპიკია. თუ ჩვენ თვალსდავხუჭავთ 4 სამყაროს არსებობაზე, მაშინ ჩვენ თვალს დავხუჭავთ საერთოდ ეზოტერიკაზე. ალბათ საინეტერსოა, რომ კანონკურ ახალ აღთქმაში სწორედ 4 სახარებაა თავმოყრილი და მათ 4 სიმბოლური ფიგურა შეესაბამება - ხარი, ლომი, არწივი და ანგელოზი. არც იოანესთან არის ყველაფერი ადვილი გასაგები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს გვიმალავს. უბრალოდ, კაბალა არ არის ზუსტი მეცნიერება და ის არ არის რწმენის სისტემა, რელიგია, ამიტომაც ჩვენ საკუთარ გაგებაზე და წვდომაზე არის აქ ბევრი რამე დამოკიდებული. მსოფლიოში უამრავი სკოლა არსებობს, რომელიც კაბალას სწავლობს და არსებობს მისი მრავალი განხრა. მე პირადად 2 ასეთ ტრადიციულ და აუთენტურ სკოლასთან მქონდა შეხება, ერთთან ხანმოკლე, მეორესთან დღესაც გამაჩნია კავშირი და სულაც არ მიკვირს, რომ ვინმეს ეს აინტერესებს და სწავლობს და იკვლევს.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 10:00 AM |