![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ვეებერთელა ხომალდი ცაში უძრავად ეკიდა, მისი თეთრი სინათლე კაშკაშებდა და ღრუბლებში იფანტებოდა, ობიექტის ირგვლივ წარმოქმნილი შუქი თავისებურ აურას ქმნიდა. ბენიტესი გაოგნებული აქეთ–იქით იცქირებოდა და სინათლის გამომცემ სხვა წყაროს ეძებდა. მას ჯერ კიდევ არ ეჯერა იმ სინამდვილისა, რასაც ხედავდა.
ობიექტი, ნელა ამოძრავდა, მისგან გამოცემული შუქის ინტენსივობა, ხან მატულობდა, ხან იკლებდა. უცაბედად ხომალდმა ჩვენი მიმართულებით ძლიერი სინათლის სხივი გამოუშვა, რომელიც ჩვენს ახლოს ჰაერში გაჩერდა. გული ძალუმად მიცემდა, ემოციებისგან დაძაბულს საუბარი მიჭირდა. ძლივს ამოვიღე ხმა და განვაცხადე, რომ მიღებული შეტყობინების თანახმად ეს შეხვედრა წარმატებით დამთავრდა. ჩვენ დავინახეთ როგორ ჩაქრა ღრუბლებიდან გამომავალი შუქი. ხომალდის გამოჩენამ ყველა აალაპარაკა. სავსე მთვარის ზომის დისკო ღრუბლებში გაუჩინარდა. თუმცა ცოტა ხანში იგი ისევ გამოჩნდა იმავე ადგილზე სადაც პირველად. ხომალდი დიაგონალზე მოძრაობდა მას თან ახლდა მომცრო ობიექტი, რომელიც აპარატის კორპუსის ირგვლივ წრეებს არტყამდა, ეს გასაოცარი სანახაობა იყო, ქალები აყვირდნენ: ნახეთ ახლა ორნი არიან, ორნი! |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 09:12 PM |