შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 4 2011, 12:09 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
QUOTE რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა დრო პასუხისმგებელი არ არის მთელ ქაოსზე და ძალადობაზე სახელმწიფოში და ყველა იმ სიძნელეზე, კაცობრიობა რომ განიცდის. ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ადამიანის აზრები. ეს აზრები ეგოიზმითაა აღსავსე. სწორედ ეგოისტური და ეგოცენრტრული ადამიანების გამო იტანჯება ერი მრავალრიცხოვანი პრობლემებით. შეუძლებელია ერთიანობა, სანამ წვრილმანი საკუთარი ინტერესები ჭარბობს. ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ბედნიერება განიცადო. მაშასადამე, ერთიანობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ერთიანობიდან გამომავალ ძალას ფლობთ, ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შესძლებთ. ერის სისუსტე ადამიანებს შორის გაზრდილი უთანხმოებიდან წარმოიქმნება. ერთიანობა დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა ცოტა მაინც შევზღუდოთ ეგოიზმი. დღეს მსოფლიოში ყველა პრობლემა ეგოიზმიდან მოდის. თითოეული ზრუნავს საკუთარი სიკეთისთვის და თავისი ოჯახის სიკეთისთვის და არ ფიქრობს, რა მოუვა დანარჩენ მსოფლიოს. უნდა შევიგნოთ, რომ ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების, ერისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე. თქვენ უნდა უფრო ფართოდ უყუროთ საგნებს. ეგოიზმი და ვიწრო ხედვა უფრო განათლებულ ადამიანებს ახასიათებთ, ვიდრე გლეხებსა და უბრალო ხალხს. მანკიერ მიდრეკილებებს, რომლებიც დიდ ქალაქებშია დომინირებული, ჯუნგლებშიც კი ვერ ნახავთ. განათლებულმა ადამიანებმა უნდა განავითარონ გარჩევის უნარი, მორიდებულობა და ღირებულებათა უშეცდომო გრძნობა. იესომ ბევრი კარგი რჩევა-დარიგება მისცა ხალხს. მუჰამედმა ბევრი მაღალი სწავლება მისცა ადამიანებს. რამამ და კრიშნამ ბევრი რამ ასწავლეს მსოფლიოს. რა შეითვისა ხალხმა აქედან? ბევრად წაიწია მან ამ ფასდაუდებელი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელების საქმეში? მრავალი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბჰაგავად გიტას. ადამიანები ყოველ ქუჩაზე ქადაგებენ გიტას. მქადაგებელთა რიცხვი იზრდება, მაგრამ მცნებების პრაქტიკაში გამტარებელთა რიცხვი მცირდება. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 01:31 PM |