შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
May 9 2011, 05:26 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მხოლოდ უფალს გააჩნია თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს მინიჭებული ნება, მაგრამ იგი არ არის თავისუფალი ნება. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც მოქმედებაში ღვთაებრივი თავისუფალი ნება ერთვის. ხეზე მრავალი ფოთოლია, მაგრამ არც ერთი ფოთოლი არ შეირხევა, თუ ქარი არ არის. ფოთლებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება, მაგრამ მათ აქვთ ნება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ირხეოდეს, როცა ქარი ქრის. ცხოვრების ხეზე ადამიანური არსებები არიან როგორც ფოთლები. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა ღვთაებრივი ნება "დაუბერავს". ამგვარად, აუცილებელია ადამიანის ნების ღვთაებრივ ნებასთან გაერთიანება. მაშინ ადამიანური ბუნების აყვავება დადგება. ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია საკუთარი მცდელობით. არის მიზნები, რომლებსაც ადამიანი სულ პატარა ძალის გამოყენებით აღწევს. არის სხვა მიზნები, რომელთა მიღწევაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ღვთაებრივი ნების თამაშში იმყოფება. ღვთაებრივის მოქმედებები შეიძლება გავიგოთ ორი მაგალითიდან, რომლებიც ყველასთვის არის ცნობილი თავისი საკუთარი მაგალითიდან. გულისცემა და ფილტვების სუნთქვა ადამიანის მხრიდან ყოველგვარი შეგნებული მცდელობის გარეშე ხდება. ეს არის ბუნების კანონების მოქმედება ღვთიური ნების თანახმად. ერთი მხრივ – ბუნება, მეორე მხრივ – ადამიანის ძალისხმევა. ისინი ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ. როდესაც ასეთი ერთობაა, თქვენ სიწმინდეს შეიძენთ. ეს სიწმინდე ღვთაებრიობასთან მიგიყვანთ. ერთიანობა, სიწმინდე და ღვთაებრიობა სამი სხვადასხვა მდგომარეობა კი არ არის, არამედ სამი სტადიაა ნაყოფის დამწიფების პროცესში.
ამ მიწიერ ცხოვრებაში ის, რასაც ადამიანები ჩვეულებრივად ჯნიანად (ცოდნად) თვლიან, სრულიადაც არ წარმოადგენს ნამდვილ ცოდნას. მხოლოდ ატმაჯნიანაა (საკუთარი თავის გაცნობიერება) ჭეშმარიტი ცოდნა. ატმა და ჯნიანა სინონიმებია. ჯნიანა საფუძველია. არ შეიძლება მისი შეძენა გრძნობებით განსჯისა და აღქმის გზით. ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ამქვეყნიური საგნების შეცნების გზით ხდება, არ არის ჯნიანა. ჯნიანა არის ის, რაც რჩება იმის შემდეგ, როდესაც გონების მუშაობა გაჩერებულია. გახსოვდეთ, რომ დაკარგული სიმდიდრის კვლავ შეძენა შეიძლება, დაკარგული ჯანმრთელობა შეიძლება აღადგინოთ, მაგრამ დაკარგული დრო სამუდამოდაა დაკარგული. ამიტომ ნუ კარგავთ დროს. დრო ღმერთია. ღირსეული საქმეებით აკურთხეთ თქვენთვის გამოყოფილი დრო, შეიცნეთ ნეტარება და სხვებს გაუზიარეთ იგი. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 05:08 AM |