კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
May 11 2011, 05:35 AM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
მე არ ვიცი ვინ კაბალისტებთან გაქვთ ხიპიში, ერთი რამ კი ცხადია: კაბალის ისეთი ძალიან დილეტანტური მცოდნეც კი, როგორიც მე ვარ, მაშინვე გიპასუხებდათ; ცდებით, ბატონო ჩემო, კაბალისტური 72 ღმერთის სახელი იგივე 72 ანგელოზი და სოლომონის ბეჭდით და გასაღებით ჩაკეტილი 72 დემონი ერთი და იგივე არ არის. დავიჯერო მართლა არ იცოდით?! ის 72 ანგელოზი და 72 დემონი ერთმანეთის საპირისპირო მხარეებია, ანგელოზი-დემონი, მშენებელი-დამანგრეველი სხვა რომ არაფერია სახელებიც სხვადასხვაა. არც ეს შეგიმჩნევიათ?! თქვენს მიერ ჩამითვლილ ყველა დემონს სოლომონის ლეგემეტონიდან საპირისპირო ანგელოზი ყავს კაბალაში. შემიძლია ჩამოგიწეროთ. ლეგენდა კაბალისტური 72 ღმერთის სახელის და სოლომონის დემონების ერთდაიგივეობაზე, გამოიწვია სატანისტური ეკლესიის მიერ სიტყვა "შემამფორაშ"-ის ხმარებამ, ისინი ყველა რიტიუალში ამ სიტყვას ხმარობენ, ამ სიტყვით აღნისნავენ 72 დემონს, ასე მიმართავენ და ესალმებიან ერთმანეთს. კაბალაში კი, ქრისტიანულ, მისტიურ, კლასიკურ-ორთოდოქსურ ებრაულ კაბალაშიც ამ სიტყვით 72 ღმერთის სახელის ცხრილი აღინიშნება, სიტყვის ეტიმოლოგია ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სამეულთან არის კავშირში, რადგანაც ღმერთის 72 სახელი, იგივე 72 ანგელოზის სახელი (იმედია ცხრილი მაინც გინახავთ) მიიღება ებრაული 22 -ასოიანი ალფავიტის რომელიმე სამი ასოსგან. სულ "შემამფორაშში" 216 (216:3+72) ასოა. ასუები კი გარკვეული სისტემით ამოღებულია მოსეს "გამოსვლათა" წიგნიდან. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ კაბალა და არა მარტო კაბალა ებრაული ალფავიტის ასოებს უბრალო ასოებად არ აღიქვამს, თითოეული მათგანი სამყაროს საშენი აგური, ვიბრაცია, ენერგია, პირველსაწყისი არის (იაკობის ხილვა), ასე რომ ღმერთის 72 სახელი, იგივე 72 ანგელოზის სახელი, უბრალო სახელები, როგორც ასეთი არ არის, სხივებია, ენერგიებია, რომლებიც მთლიანობაში უზარმაზარ ძალას წარმოადგენენ და ეს ძალა სიყვარულია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 15th June 2024 - 12:54 AM |