![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს, ოქსალქმა გვითხრა, რომ, “ირმის ნახტომის” გალაქტიკაში არსებობს საპლანეტაშორისო ცენტრი, ”გალაქტიკური ფედერაცია” რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების მიერაა ფორმირებული. მათ შორის, დიდი ხნის წინ განხორციელდა კულტურული, და ტექნოლოგიური კონტაქტები, გაიხსნა საერთაშორისო კომერციული არხები.
”გალაქტიკური ფედერაცია” ორგანიზაციაა, რომელშიც ასობით არამიწიერი ცივილიზაცია შედის. ისინი განვითარების სხვადასხვა დონეზე არიან, მაგრამ მათ ერთი მიზანი აერთიანებთ. „გალაქტიკურ ფედერაციას“ ჩვენი გალაქტიკა ოცდაოთხ სექტორადაა აქვთ დაყოფილი. ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ ერთი მიზნისა და ინტერესის სასარგებლოდ. მზის სისტემა “მე-13 სექტორს” მიეკუთვნება, ამ სექტორში ასევე შედის გალაქტიკის ნაწილი, სახელწოდებით “ორიონის ხელი”. ამ ექსტრაორდინარული ცენტრის მართვა და ადმინისტრირება, ეკისრება ”კომიტეტს” ან “საბჭოს, რომელშიც გაერთიანებულია ოცდაოთხი, ორივე სქესის უცხოპლანეტელი. მათ ფანტასტიური წარმომავლობა და შესაძლებლობები აქვთ. საბჭოში შესული წარმომადგენლები, პირდაპირი ღია ხმის მიცემით არიან არჩეულნი. ამ სტრუქტურაში შემავალი წევრები გალაქტიკის სხვადასხვა სექტორებიდან არიან. თითოეული მათგანი, შესაბამისი სექტორის წარმომადგენელია. სექტორში შემავალი პერსონა იგივე წესით ირჩევა როგორც საბჭოში. კომიტეტებში ხდება გარჩევა და მოსმენა, იმაზე, თუ რა ხდება თითოეულ სექტორში. “საბჭოს” ყველა სექტორში, თავისი-”ოფიციალური წარმომადგენლობა” ჰყავს. საკითხის პრიორიტეტულობისა და მნიშვნელობის მიხედვით ინიშნება ”უმაღლესი შეხვედრა”, რომლის კომპეტენტურობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი ყველაზე მაღალია. უცხოპლანეტელები მას “ოცდაოთხთა საბჭოს" შეხვედრას” უწოდებენ. “ოცდაოთხ ბრძენთა საბჭო” დიდ ხნის წინ მდებარეობდა ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა “აკტარზე”. ამჯერად იგი “ორიონისა” და “ალფა ცენტავრას” შორის მოთავსებულ თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა, “"ლომოსზეა" ” განთავსებული. “გალაქტიკური ფედერაციის” წარმომადგენლები, ერთგვარი შუამავლის როლში გამოდიან. მათ უნდა განსაზღვრონ, ის ასპექტები, რასაც საპლანეტაშორისო ურთიერთობა იძლევა. მიღებული შედეგებზე ინფორმაცია მათ სხვა წევრებსაც უნდა გააცნონ. ეს საბჭო, დედამიწაზე ჩამოყალიბებულ “გაერთიანებული ერების ორგანიზაციას” შეგვიძლია შევადაროთ, რომელიც ასევე ცდილობს, შუამავლის როლი ითამაშოს სახელმწიფოთა შორის განვითარებული კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში. “24-თა საბჭოს მიზანია დახმარება აღმოუჩინოს, გალაქტიკის ჩამორჩენილ ცივილიზაციებს და დაიცვას დასახლებული პლანეტების უსაფრთხოება. ეს ორგანიზაცია, ღიად მხოლოდ მაშინ ჩაერევა დაბალ განვითარებული ცივილიზაციის ცხოვრებაში, როცა ეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში, ისინი არ ერევიან ცივილიზაციათა განვითარებაში და ამას გარკვეული პრინციპის დაცვით ხსნიან. ეს ერთგვარი “ურთიერთობათა სიახლოვის” პრინციპია, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველა ცივილიზაციის განვითარების ევოლუციური ციკლი და პატივი უნდა მიეგოს, თითოეული ცივილიზაციის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას. ჩვენს გალაქტიკაში ძალიან ბევრია ფედერაციის გარეთ მყოფი ცივილიზაციები. ისინი იმ ცივილიზაციათა რიგს მიეკუთვნებიან, რომელიც ეწინააღმდეგება კოსმოსში არსებულ განვითარების კანონს. ასეთი დაბალ განვითარებული და პრიმიტიული ცივილიზაციებით დასახლებული პლანეტები ძალიან ბევრია. თუმცა მათი შეფასება ამ ფაქტორის მიხედვით, არ ხდება. განსაზღვრება - ”დაბალი დონის ცივილიზაცია”, ცალსახად არ ნიშნავს რომ იგი ცუდია. არსებობს კოსმიური ეთიკა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი ცივილიზაციების ცალსახა შეფასება და განსაზღვრა არ ხდება. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 03:41 PM |