კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა |
Sep 2 2010, 12:44 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.
ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. . გავიდა წლები.. ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები. ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”. “ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ. პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს. -"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა. ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე. იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა. გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის... გაგრძელება იქნება |
|
|
Jul 8 2011, 11:51 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1974 წლის დასაწყისში ადგილობრივმა ყოველკვირეულმა გაზეთმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკვე 60-იანი წლების ბოლოს საკმაო მასალა დაგროვდა, არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. ეს იყო რადიოტალღების საშუალებით მიღებული სიგნალები, რომელიც კოსმოსიდან მოდიოდა. ეს წერილი ადასტურებდა იმას რომ კოსმოსი არ დუმს. წყაროდან მიმღებში ხმაური ისმოდა და ეს ხმაური რომელიმე უცნობი სიხშირით გამოწვეული “კოსმოსური ნარჩენები” კი არა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო.
ამ გზავნილის გასაშიფრად შეიქმნა პროექტი “ოზმა”, რომელიც აღჭურვილი იყო მაღალი სიხშირის ანტენებით. იგი აშშ-ში ვირჯინიის შტატში დაამონტაჟეს და ამ მოწყობილების დახმარებით მიღებული ხმა გადაეცემოდა კომპიუტერს რომელიც შიფრავდა ინფორმაციას და ცდილობდა გაერკვია მისი ბუნება. ამ საინტერესო ცნობის ჩვენამდე მოსვლამ მძლავრი მოტივი გაგვიღვივა, პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის ეგიდით ჩაგვეტარებინა შეხვედრა, სადაც ამ ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას გავუზიარებდით. ეს ღონისძიება, კიდევ ერთი ავანსი იქნებოდა ჩვენთვის, რომ აუდიტორიისთვის დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობა დაგვემტკიცებინა. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ცნობილი ექიმი, დოქტორი იანეზ აგირერო. იგი ადგილობრივი პოლიციის საავადმყოფოში მუშაობდა. ბატონი იანეზი, პერუს პარაფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი და თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტიც იყო. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 07:13 AM |