![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ყველანი ამ ქვეყანას მარტო მოვდივართ და ასევე მარტო ვტოვებთ , რამდენი ადამიანიც არ უნდა გვედგას ამ დროს გვერდით. აქ მოსვლის აზრიც ყველას კონკრეტულად ჩვენ-ჩვენი გაქვს. ქრისტეც მოვიდა თავისი მისიით და თქვა,მ რომ სიტყვა კლავს ხოლო რცმენა აცოცხლებსო. ამიტომ თუ სიყვარულით და რწმენით მიუდგები ყველაფერი გაგაცოცხლებს და არ მოექცევი ჩარჩოებში. ცუდი და კარგი სად იწყება და სად მთავრდება ვერავინ იტყვის ზუსტად. და ვერც იმას იტყვის ადამიანი დარწმუნებით, რომ თუ მიეცემა საშუალება გამოიყენებს მისთვის მიცემულ ძალა-უფლებას სატავისოდ თუ სხვების კეთილდღეობას მოახმარს. ეს მარტივად ჩანს თუნდაც მსობლისა და შვილის დამოკიდებულებაში. რაოდენ ფანტასტიური ურთიერთობას არ უნდა ჰქონდეთ, მეტი ძლაუფლების მქონე ცდილობს თავის გავლენის ქვეშ მოახვედროს მასზე დამოკიდებული. მე პირადად გარკვეული შეხედულებები მაქვს რწმენასთან დაკავშირებით და არ ვთვლი რომ ჩემი რწმენის მატარებელი ადამიანების კრებაში ყველა ასე ხელაღებით გადასაყრელია. თვალები იმისთვის გვაქვს რომ ვხედავდეთ , ხოლო ყური რომ ვისმინოთ, კიდევ გვაქვს გონი და გულის-ყური. ადამიანს ყველაფერი აქვს იმისთვის მიცემული რომ დაინახოს და გაიგონოს, შეიგრძნოს და არჩევანი გააკეთოს. ამაში არავინ უშლის ხელს. ის რომ სულ ვირაცას ვადანაშაულებთ, ნებისმიერ სიყტუაციაში მხოლოდ საკუთარი შეცდომების დაფარვის და თავის გამართლების საშუალებაა.
ეცადე გაისუფთავო გული, აავსო სიყვარულით და მერე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. იარე შენ მიერ არცეული გზით და არავინ არასდროს არ დაადანაშაულო. არავინ და არაფერი არ არსებობს შენს გარშემო ამ გზაზე, რომელიც შენ აირჩიე და შენ უნდა განვლო. ![]() -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 01:24 PM |