კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Jul 28 2011, 02:36 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence
ბატონო ჩემო ... მე შემქმნელს და ქმნილებას არ გამოვყოფ ერთმანეთისგან ისევე როგორც... ცეკვის დროს მოცეკვავეს და ცეკვას თავად ბატონო, უმაღლეს რეალობაში შემოქმედიც და ქმნილებაც ერთია, მაგრამ მაგ მდგომარეობის მიღწევას ცნობიერებისა და აღქმის უნარის ზრდა სჭირდება, ამ მიზანს ემსახურება კაბალის მეცნიერება, თქვენ როგორც ჩანს განღმრთოვდით უკვე და შემოქმედსა და ქმნილებას შორის არსებულ სხვაობას ვეღარ ამჩნევთ, ეს ამბავი კი მხოლოდ მოსალოცია, გილოცავთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 15th June 2024 - 01:47 AM |