კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Jul 29 2011, 02:59 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რავ იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი (1884-1954)
ჰარის მიერ შექმნილი მეთოდიკა მე –20 საუკუნის უდიდესმა კაბალისტმა – რავ იეჰუდა აშლაგმა სრულყო და განავითარა. უფრო მეტიც, მან შესძლო ამ მეთოდიკის დღევანდელი თაობებისათვის ადაპტირება. სწორედ ამის გამო უწოდეს მას „ბაალ სულამი“ – კიბის მფლობელი. მთელი თავისი ცხოვრება მან კაცობრიობასა და კაბალას შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენას შეალია. ის დაუღალავად შრომობდა „ზოჰარისა“ და „სიცოცხლის ხის“ კომენტარებზე, რითაც თითოეულ ჩვენთაგანს უმზადებდა კიბეს ამ წიგნების სულიერ დონეზე ამაღლებისათვის. აი რას სწერს ის წიგნი „ათი სფირის თალმუდი“–ს შესავალში: „სურვილი მაქვს დავამსხვრიო ის რკინის კედელი, რომელიც კაბალასა და ჩვენს შორის აღმართულა და გვაშორებს ერთმანეთს ტაძრის დანგრევიდან ჩვენს თაობამდე მოყოლებული". ბაალ სულამმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომელშიაც სრულად ასახა არამარტო ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების, კაცობრიობის სულიერი განვითარების გზა. ის იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალისტური გაზეთი გამოსცა, რომელშიაც მთელ ერს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ეს გაერთიანება კი მხოლოდ მათი ისტორიული ფუნქციის ირგვლივ იყო შესაძლებელი. ბაალ სულამი დარწმუნებული იყო, რომ აბრამის კაბალისტური ჯგუფის – ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე დაბრუნება ნიშანი და წინამძღვარი იყო მათი ხელახალი სულიერი აღორძინებისა, რომელსაც თავის მხრივ საფუძველი უნდა ჩაეყარა და ბიძგი უნდა მიეცა მთელი კაცობრიობის სულიერი გამოღვიძებისათვის. სწორედ ამ უკანასკნელში მდგომარეობდა მისი აზრით ამ ხალხის ისტორიული ფუნქცია და მისი შეუსრულებლობა იყო მიზეზი საუკუნოვანი ანტისემიტიზმის და დევნისა. სამწუხაროდ ბაალ სულამის მოღვაწეობის დროს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მზად უდიდესი კაბალისტის რევოლუციური იდეების აღსაქმელად და განსახორციელებლად. ბაალ სულამი იძულებული გახდა მთელი თავისი ცოდნა საკუთარი ვაჟის – ბარუხ შალომ აშლაგის და თავის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის გადაეცა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 05:56 AM |