IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება
GuddaX
post Jul 24 2011, 06:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 21-July 11
Member No.: 6,518

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს. bf_nonew.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 05:02 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
QUOTE(haeri @ 29th July 2011 - 04:57 PM) *
რაც იმაში მდგომარეობს რომ "სიტყვაში–ღმერთი, ყველა "თავის წარმოდგენილ ობიექტს" გულისხმობს

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 1 2011, 10:45 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gia Amilaxvari @ Jul 29 2011, 05:02 PM) *
ანანდა

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი?


სანამ ჩემს განმარტებას წარმოგიდგენ– უკეთესი იქნება შეძლებისდა გვარად სხვებმაც დააფიქსირონ თუნდაც თქვენ!

არც იესოს და არ ბუდას და არც კიდე სხვას რელიგიები არ შეუქმნიათ– დიდი შეცდომაა როცა მათ რელიგიის ფუძემდებლებად მოიხსენიებენ.

რომელიმე სწავლება რელიგიად რომ იქცეს ამისთვის მან გარკვეული პირობა უნდა დააკმაყოფილოს (აუცილებელი და საკმარისი პირობა).

Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Aug 1 2011, 04:24 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანანდა @ Aug 1 2011, 10:45 AM) *
სანამ ჩემს განმარტებას წარმოგიდგენ– უკეთესი იქნება შეძლებისდა გვარად სხვებმაც დააფიქსირონ თუნდაც თქვენ!

რაკი მართლა მაინტერესებს თქვენი განმარტება, მოდი მე დავიწყებ.
ღმერთის, როგორც პიროვნების არსებობა საერთოდ არ მწამს
ჩემი აზრით ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე მარადარსებული ვიღაც, რომელსაც მობეზრდა მარტოობა და სამყარო შექმნა.
თუ მაინცდამაინც ღმერთი შემიძლია დავარქვა ძალას, რომელმაც სამყაროს შექმნა გამოიწვია, მაგრამ არაა აუცილებელი ეს ძალა ცნობიერი და გონიერი ყოფილიყო (ან საერთოდ სამყაროს სეიძლება სულაც არ ქონია დასაწყისი)
კაცობრიობის რელიგიების ღმერთები კი ან ბუნების მათთვის ამოუხსნელი მოვლენებია, ან უცხოპლანეტელები ან დედამიწაზე ადრე არსებული განვითარებული რასა, რომლებმაც ადამიანი შექმნეს არ რაღაც ფორმით გავლენა მოახდინეს მათ განვითარებაზე
უცხოპლანეტელების და განვითარებული დედამიწური რასის იდეას ნაკლებად ვემხრობი


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 12:19 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ Aug 1 2011, 04:24 PM) *
რაკი მართლა მაინტერესებს თქვენი განმარტება, მოდი მე დავიწყებ.
ღმერთის, როგორც პიროვნების არსებობა საერთოდ არ მწამს
ჩემი აზრით ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე მარადარსებული ვიღაც, რომელსაც მობეზრდა მარტოობა და სამყარო შექმნა.
თუ მაინცდამაინც ღმერთი შემიძლია დავარქვა ძალას, რომელმაც სამყაროს შექმნა გამოიწვია, მაგრამ არაა აუცილებელი ეს ძალა ცნობიერი და გონიერი ყოფილიყო (ან საერთოდ სამყაროს სეიძლება სულაც არ ქონია დასაწყისი)
კაცობრიობის რელიგიების ღმერთები კი ან ბუნების მათთვის ამოუხსნელი მოვლენებია, ან უცხოპლანეტელები ან დედამიწაზე ადრე არსებული განვითარებული რასა, რომლებმაც ადამიანი შექმნეს არ რაღაც ფორმით გავლენა მოახდინეს მათ განვითარებაზე
უცხოპლანეტელების და განვითარებული დედამიწური რასის იდეას ნაკლებად ვემხრობი


ცოტა შორიდან დავიწყებ, ფაქტია რომ ჩვენ ვარსებობთ და გვაქვს საშუალება აღვიქვათ გარემომცველი სამყარო.

წარმოიდგინეთ პატარა გამჭვირვალე სფერო, რომელიც თანაბარ აჩქარებულად დაიწყებს ზრდას. იგი ჯერ თქვენ მოგიცავთ, მერე სახლს, ქუჩას, ქვეყანას, დედამიწას და ა.შ.

თითოეულ ეტაპზე, სფერო შეივსება ახალი და ახალი ობიექტებით. თუ პარალელურად ამ ობიექტების ფიქსაციას და მათ იდენტიფიკაციას მოვახდენთ, სახეზე გვექნება სინამდვილის "კვანტური სურათი"(ფრაგმენტები, რომელიც ერმანეთთან აზრობრივი ლოგიკური ჯაჭვით იქნება დაკავშირებული.

ამ სურათის ასახვა და მისი ფიქსაცია, გარკვეულ უნარებსა და თვისებებს მოითხოვს ამსახველისგან– ადამიანისგან (რომელიც ამ შემთხვევაში რეალობის ამსახველ დეტექტორად გვევლინება)

თუ თვით ამ პროცესს დავაკვირდებით, რამდენიმე გართულებას წავაწყდებით.

1. პროცესის მიმდინარეობისას სახეზეა ორი პარალელური მოძრაობა– წარმოსახვითი სივრცის ობიექტური შევსება (მატერიით ენერგიებით, ხილული თუ უხილავი სუბსტანციებით) და სუბიექტური ფაქტორი– თვით ადამაინის თვისებები და განვითარების დონე, ხედვის სიღრმე და თუნდაც ის რაკურსი, რომელი კუთხიდანაც შემმეცნებელი ამ პროცესს აკვირდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იძლევა ცდომილებას და "ობიექტური"–იქცევა– "სუბიექტურად"

2. რაც უფრო "გაფართოვდება სფერო", ანუ რაც უფრო გაიზრდება მისი ზომა და მეტ სივრცეს მოიცავს იგი. დაიკვირვება მისი ახალი ობიექტებით შევსების სიხშირის შემცირება, ანუ მასში სიახლის ზომა დაიკლებს და ბოლოს კრიტიკულ ზღვრამდე მივალთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ "რაც არ უნდა შორს გავწიოთ სფეროს კედლები", მასში რაიმე პრინციპულად განსხვავებული აღარ მოხვდება.(ეს სამყაროს დანახვის ერთ–ერთი მოდელია, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძელით ამის მოხერხება).

რეალურად კი, თუ ვინმეს წამოწყებული ჰქონდა მსგავსი შემეცნების პროცესი (ვერსიები ინდივიდუალურია) იგი რაღაც ზომამდე მიდის და ინდივიდუალური დეკოდერის სიძლიერის ფარგლებში წყვეტს თვალსაწიერის ზრდას.

შესაბამისად მივდივართ ჰიპოტეტურ დასკვნამდე, რომ რეალობის ამსახავი დეტექტორის დაუხვეწაობისა გამო, და კიდევ იმის გამო, რომ ასახული სინამდვილე არასრულია. ნებისმიერი ობიექტების იდენტიფიკაციის დროს (სამყაროში არსებულ თითოეულ ობიექტს თავისი არსი და შინაარსი აქვს) ადგილი აქვს ცდომილებას.

კაცობრიობის განვითარების მანძილზე, დაგროვდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების მიერ შემეცნებული და შემდეგ საკუთარი მონაცემების ფარგლებში ასახულ–გადმოცემული სამყაროს მოდელები. თუ მათ კლასიფიკაციას მოვახდენთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრესად ორი კატეგორიის მოდელია სახეზე. პირველი–მოდელირებული სამყარო, სადაც ფიგურირებს: ღმერთი, აბსოლუტი, იმქვეყნიური ცხოვრება, რეინკარნაცია, ცოდვა, საშინელი სამსჯავრო, სულის მარადიულობა და ა.შ და მეორე სადაც, ყველაფერი ეს არ არსებობს. ყოველივე ის, რასაც ჩვენ ვხედავთ –სამყაროში მიმდინარე შემთხვევითი პროცესების, ევოლუციების, ინვოლუციების შედეგია.

ახლა ჩემს პოზიციას რაც შეეხება. მე არც პირველს ვიზიარებ სრულად და არც მეორეს(ჭეშმარიტება სადღაც შუაშია)

რაც შეეხება ღმერთის რაობას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ორი ძირითადი მოდელი გვაქვს. ეს მოდელები თავის თავში იყოფა სუბ, თუ ქვე მოდელებად. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში ერევა ამ მოდელებში დაფიქსირებული ობიექტების, მოქმედი პერსონების, თუ გმირების როლი, არსი, თუ ფუნქცია. რის შესაბამისადაც ხდება მათი სახელების ინტერპრეტირება, განსაზღვრა იმისა თუ ვინ ვინ არის.

გადმოცემულია სიუჟეტი, რომლის შინაარსიც მარტივად რომ ვთქვათ არის "სამყაროს შექმნა და მისი აღსასრული".
ამ სიუჟეტს, თითოეული მოდელირების ავტორი თავისებურად გვისახავს–ახდენს ინსცენირებას, წარმოგვიდგენს ამბავს, რომელიც მისი აზრით ვითარდებოდა და ვითარდება "კოსმიურ სცენაზე".

ასე რომ, გვაქვს რამოდენიმე "ძლევამოსილი დრამატურგის" მიერ დაწერილი "პიესა" და "ავტორიტეტული რეჟისორების" მიერ "დადგმული მათი ვერსიები"– ტრადიციული, გავლენიანი რელიგიები და ფილოსოფიური სკოლები ერთის მხრივ და ჩვენი, "ამ შემთხვევაში აუდიტორიის" მიერ "ამ წარმოდგენაზე დასწრების" შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების გავლენით ჩამოყალიბებული "პერსონალური მოდელები." (არც იესოს და არც ბუდას რელიგიები არ შეუქმნიათ, არც რომელიმე მათ ჩანაწერსა აქვს ჩვენამდე მოღწეული)

მე პირადად საკმარისად ბევრ "ინსცენირებას" გავეცანი და კარგა ხანს მათი შთაბეჭდილების ქვეშ, სხვადასხვა "მოდელირებული ვერსიებით "ვტკბებოდი". თუმცა "ვაგლახ ეს სოფელი გაახრებს ვინმეს განა. . . სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო "აუდიტორიის დარბაზი დავტოვე" და საკუთარი "პიესა", თუ "სცენარი" დავაფიქსირე

სიუჟეტი შეცვლილია.

მოქმედება მიმდინარეობს "კოსმოსში" სადაც არ ხდება "არც სამყაროს შექმნა და არც მისი აღსასრული". ამ "კოსმიურ სცენაზე" მთავარი მოქმედი პირი, ანუ "ცენტრალური ფიგურა" არის – განგება (ღმერთი)!

. . . აქ რა თქმაუნდა სხვა მოქმედი გმირებიც არიან

მომიტევეთ ამხელა პოსტისთვის (სხვანაირად არ გამომივიდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
GuddaX   ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება   Jul 24 2011, 06:43 PM
old_man   მესმის შენი გულისტ...   Jul 24 2011, 07:33 PM
td.........   ყველანი ამ ქვეყანა...   Jul 24 2011, 07:44 PM
Existence   რელიგია ზოგადად არ...   Jul 24 2011, 08:07 PM
harry   რელიგია ერთადერთი ...   Jul 24 2011, 08:24 PM
GuddaX   old_man მომწონს შენი მო...   Jul 24 2011, 08:37 PM
mata   ჩემი აზრით, რელიგი...   Jul 24 2011, 09:53 PM
ever   ყველა რელიგიას შეუ...   Jul 24 2011, 10:08 PM
GuddaX   mata ფანატიზმი თავის...   Jul 24 2011, 10:13 PM
td.........   GuddaX სად ამოიკითხე, ა...   Jul 24 2011, 10:23 PM
litasi   GuddaX გეთანხმები.... ნ...   Jul 25 2011, 12:28 AM
vano kazbegi   მე მრწამ ერთი ღმერ...   Jul 25 2011, 11:22 AM
vano kazbegi   ადამიანები მივლენ ...   Jul 25 2011, 01:22 PM
Zet   არსებულ რელიგიის შ...   Jul 25 2011, 02:05 PM
vano kazbegi   რელიგია გულს აცრუვ...   Jul 25 2011, 10:38 PM
ანანდა   რელიგია და სარწმუნ...   Jul 26 2011, 02:35 PM
Zet   ჩემი აზრით არსებულ...   Jul 26 2011, 02:55 PM
Lashapoli   გეთანხმები ზეტ, მა...   Jul 26 2011, 03:59 PM
kate   –ჩემი აზრით რელიგი...   Jul 26 2011, 04:07 PM
Atman   პრობლემა რელიგიებ...   Jul 26 2011, 04:19 PM
ირმა   Atman პრობლემა რელიგი...   Jul 26 2011, 05:00 PM
Lashapoli   რათქმაუნდ ატმან, მ...   Jul 26 2011, 05:04 PM
Atman   Lashapoli რათქმაუნდ ატმ...   Jul 26 2011, 06:24 PM
Lashapoli   Lashapoli ხო, მესმის... :) ჰ...   Jul 26 2011, 06:28 PM
Atman   Lashapoli რავი მემგონი ა...   Jul 26 2011, 06:52 PM
Lashapoli   Lashapoli შეუძლებელი არ...   Jul 26 2011, 11:47 PM
td.........   Atman ბრავო! :)   Jul 26 2011, 07:04 PM
Alpha   რელიგია საკუთარ თა...   Jul 29 2011, 03:10 PM
Gia Amilaxvari   Atman პრობლემა რელიგი...   Jul 29 2011, 03:19 PM
td.........   რელიგიები წარმოშვ...   Jul 29 2011, 03:27 PM
ანანდა   Gia Amilaxvari აბსოლუტურად ...   Jul 29 2011, 04:57 PM
kate   ცოტა სხვანაირად ვ...   Jul 29 2011, 04:12 PM
Gia Amilaxvari   ანანდა რაც იმაში მ...   Jul 29 2011, 05:02 PM
ანანდა   ანანდა თქვენ როგო...   Aug 1 2011, 10:45 AM
zura2   სანამ ჩემს განმარ...   Aug 1 2011, 04:24 PM
ანანდა   რაკი მართლა მაინტე...   Aug 2 2011, 12:19 PM
td.........   კარგი კიტხვაა   Jul 29 2011, 05:16 PM
progress   მე მაინც მიმაჩნია ...   Jul 29 2011, 05:18 PM
td.........   მე მაინც მიმაჩნია ...   Jul 29 2011, 05:38 PM
steward   ეს სამყაროსეული სი...   Jul 29 2011, 05:44 PM
kate   steward თორემ ის რომ რე...   Jul 29 2011, 05:51 PM
vano kazbegi   რელიგია ადამიანის ...   Jul 29 2011, 10:50 PM
Lashapoli   რელიგია ადამიანის ...   Jul 29 2011, 10:58 PM
progress   მეც მგონია რომ რელ...   Jul 30 2011, 03:05 AM
vano kazbegi   თავიდან იყო პირველ...   Jul 30 2011, 10:54 AM
Atman   vano kazbegi თავიდან იყო პ...   Jul 30 2011, 12:17 PM
zura2   დაიდოს რა ფაქტები ...   Jul 30 2011, 01:24 PM
vano kazbegi   დაიდოს რა ფაქტები ...   Jul 30 2011, 01:43 PM
Atman   zura2 დაიდოს რა ფაქტე...   Jul 30 2011, 03:59 PM
Atman   ესეც დოკუმენტური ფ...   Jul 30 2011, 04:05 PM
Atman   რაში ჭირდებათ მეცნ...   Jul 30 2011, 04:29 PM
zura2   ამაზე ერთ-ერთი პას...   Aug 1 2011, 04:19 PM
td.........   ატმანს ვეთანხმები,...   Jul 31 2011, 10:12 AM
zura2   სამყარო გამუდმები...   Aug 1 2011, 04:20 PM
Atman   zura2 ყველას იმ რეალო...   Aug 1 2011, 04:47 PM
zura2   zura2 ყველას იმ რეალო...   Aug 1 2011, 05:13 PM
Atman   zura2 რომ არ დაინგრეს ...   Aug 1 2011, 05:18 PM
td.........   zura2 კაცობრიობა თავი...   Aug 1 2011, 05:20 PM
zura2   [b]zura2 კაცობრიობა თავ...   Aug 2 2011, 04:51 PM
litasi   ჩემი აზრით ეგ მცდა...   Aug 2 2011, 07:57 PM
zura2   სამყარო რომ რაღაცა...   Aug 3 2011, 09:59 AM
litasi   ერთი რამ ფაქტია.... ს...   Aug 2 2011, 01:56 AM
Gia Amilaxvari   ანანდა მოქმედება ...   Aug 2 2011, 01:05 PM
ანანდა   ანანდა ცოტას ხომ ვ...   Aug 3 2011, 11:06 AM
Atman   zura2 გვაცალონ მაშინ ...   Aug 2 2011, 05:58 PM
td.........   გვაცალონ მაშინ "ჩ...   Aug 2 2011, 06:53 PM
Atman   td......... მართალია შენ ...   Aug 2 2011, 07:21 PM
td.........   Atman ეგ დრო მოსულია, ჩ...   Aug 2 2011, 10:46 PM
Gia Amilaxvari   zura2 პლანეტები თავის...   Aug 3 2011, 10:52 AM
Gia Amilaxvari   ანანდა ამას კიდევ ...   Aug 3 2011, 11:12 AM
ანანდა   ანანდა ზემოთდაწე...   Aug 3 2011, 04:10 PM
litasi   რაღაცა აირია ნაწერ...   Aug 3 2011, 11:29 AM
Atman   ანანდა სამყაროს შ...   Aug 3 2011, 04:31 PM
ანანდა   ანანდა ეს ყველაფე...   Aug 3 2011, 05:25 PM
თემურ   გამარჯობათ მიმიღე...   Aug 3 2011, 04:47 PM
Atman   ეს შესავალი იმიტომ...   Aug 3 2011, 05:32 PM
ანანდა   აჰა, ასე რომ ფიქრობ ...   Aug 4 2011, 01:13 PM
თემურ   ატმან აქაც ყოფილხა...   Aug 3 2011, 06:37 PM
natuka   თემურ :welcomeani:   Aug 3 2011, 06:46 PM
Atman   სასიამოვნოა თქვენ...   Aug 3 2011, 07:47 PM
old_man   რას ნიშნავს რწმენა...   Aug 3 2011, 08:42 PM
თემურ   natuka მადლობაააააააა...   Aug 3 2011, 11:19 PM
kate   ანუ რა მწამს, ის, რა...   Aug 4 2011, 12:22 AM
Gia Amilaxvari   ანანდა რა თქმა უნდ...   Aug 4 2011, 11:58 AM
ანანდა   ანანდა აი ეს როგორ...   Aug 4 2011, 03:13 PM
თემურ   Atman ესეც დოკუმენტურ...   Aug 4 2011, 01:41 PM
Atman   თემურ ყველა ცოდნი...   Aug 4 2011, 03:07 PM
თემურ   old_man წუხელ ვნახე თქვ...   Aug 4 2011, 04:22 PM
mata   თემურ საინტერესოდ ...   Aug 4 2011, 04:40 PM
თემურ   Atman ძალიან კარგი. ღ...   Aug 4 2011, 04:40 PM
თემურ   mata აი ეს მეც მწამს, მ...   Aug 4 2011, 04:56 PM
თემურ   :( რა დაუდევრობა მომ...   Aug 4 2011, 04:58 PM
mata   თემურ ძაან დიდი მა...   Aug 4 2011, 05:08 PM
kate   ანანდა მოქმედება ...   Aug 4 2011, 07:11 PM
ანანდა   ანანდა საინტერეს...   Aug 5 2011, 02:40 PM
Atman   თემურ ისე, საინტერ...   Aug 5 2011, 03:08 PM
kate   ანანდა მადლობთ. მა...   Aug 5 2011, 07:05 PM
Pisces   წარმატებით მივსდე...   Aug 5 2011, 07:07 PM
kate   Atman : ღმერთი ჩვენთვი...   Aug 5 2011, 07:12 PM
Atman   kate ყოველთვის მქონდ...   Aug 5 2011, 07:52 PM
3 Pages V   1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th June 2024 - 07:33 PM