კაბალა |
კაბალა |
Feb 6 2011, 08:37 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.
ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ. მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ |
|
|
Aug 3 2011, 05:20 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 19 Joined: 3-August 11 Member No.: 6,535 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ატმან!
რამდენადაც მე ვიცი, კაბალა არის მეცნიერება, რომელიც ასახავს სამყაროების "ზემოდან" (უზენასი, სულიერი ფორმიდან) "ქვემოთ" (მატერიალურ ფორმამდე) განვითარების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიხედვით თანმიმდევრობით წარმოშობის კანონზომიერებას. ტერმინ "სულიერ განვითარებაში" კაბალა გულისხმობს არა რელიგიურ ბრმა რწმენას, არამედ ადამიანის მიერ ამ "დაშვების" თანმიმდევრობაში გარკვევას და ანალოგიური გზით "ზემოთ" ასვლაში ხელშეწყობას. ადამიანს, კაბალის მიხედვით ამ ზოგად კანონზომიერებაში (სამყაროს განვითარეის პროგრამაში) ყოფნა ასეც უწევს და ისედაც. ანუ ის მაინც განვითარდება მის გარეშე არსებული საერთო ცანაფიქრის მიხედვით, მაგრამ კაბალა ეხმარება ამ გზის შეგნებულად, გაცნობიერებულად გავლაში. ანუ ეს არის მეთოდიოლოგია იმისათვის, რომ გაიგო როგორ გაჩნდა სამყარო (და მათ შორის მე) და გაიგო როგორ ვიტარდება სამყარო. ამის შემდეგ კი აიღო შეიარაღებაზე ეს მეთოდოლოგია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვე მას. ანუ საერთო პროგრამას. აქამდე კაცობრიობა ვიტარდებოდა სულ სხვა გზით და ბოლოსდაბოლოს ჩიხში შევიდა. თუმცა ესეც განვიტარების საერთო პროგრამის ნაწილი იყო. ანუ ბუნებამ თვითონვე მიგვიყვანა (მიგვიშვა) ჩიხამდე. ამის შემდგომ ერთი გზარაა. მხოლოდ ზევით. (რა თქმა უნდა "ზევით" ეს პირობითი ტერმინია) და როცა ბუნება გეჩაჩება "ზევით", შენ მას კი არარ უზალიანდები, არამედ თვითონ მიდიხარ და მიუძღვები სხვებსაც. ზოგი ადრე მოდის გონს, რა ხდება, ზოგი გვიან. ზოგიც ჯერ ბაიბურში არ არის. ამიტომ კაბალა იმათთვისაა, ვისაც მაქსიმალურად აქვს ამისი სურვილი და მოილია უკვე უაზრო გამოდევნება მატერიალური ბედნიერებისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე საჭიროა: 1. გაერკვე სამყაროს შექმნის ("ძემოდან" "ქვემოთ") გაგებაში 2. შეეცადო დაინახო საკუთარი თავი 3. გქონდეს სურვილი, რომ დაიწყო "ზემოთ" სვლა. სინამდვილეში არსად არ მიფრინავ. მიწაზე რჩები და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. უბრალოდ იფართოებ სამყაროს აღქმის დიაპაზონს. ( ეს შესაძლებელია) 4. გყავდეს შესაბამისი გარემოცვა. რომელიც იგივე სურვილით არიან განსმჭვალული. (როდესაც ფულის გაკეთებას აპირებ ხომ იკრებ მეგობარ ბიზნესმენებს ამისათვის. ან როცა ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ ხომ გჭირდება პოლიტიკური გუნდი) დამატებითი ცნობები: 1. კაბალა მეცნიერებაა, მაგრამ ეს არაა ტრადიციული საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც ადამიანის გრძნობის ორგანოების მეშვეობით იკვლევს. 2. კაბალა არ არის რელიგია და არ მოითხოვს ბრმა რწმენას. პირიქით- საქმეში შემოდის დაკვირვება და ცდისეული ანალიზი 3. კაბალაში არ არის მისტერიები. სანთლები, (თეთრი, შავი, მწვანე) შელოცვები, წმინდა წერილები, კერპები, გურუები, 4. კაბალაში გწამს მხოლოდ ის, რასაც ხედავ ან რისი აღქმაც შეგიძლია. 5. კაბალაში მუშაობ მხოლოდ საკუთარ თავზე და აკვირდები მას გარემოს მიმართ. კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჯერ. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცნობა. კაბალა უკვე ღია აბსოლუტურად მეცნიერებაა და ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გასაგებია რატომ იყო ის აქამდე დაფარული. ჩვენს მარაზიებში უკვე თავისუფლად იყიდება წიგნები ამ მეცნიერების შესახებ. (ოღონდ ჯერ რუსულად და ინგლისურად) ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქალაქში: ლონდონში, პარიზში, (მოკლედ ევროპის ყველა ქალაქში და ყველა წამყვან ენაზე) ასევე ამერიკაში, რუსეთში, ირანში, ჩინეთში და იაპონიაში, ავსტრალიაშიც. ჩვენთან ერთი წიგნი უკვე არის ქართულ ენაზეც. რამოდენიმე კვირაში გამოდის სულ ახალი წიგნი "კაბალა დღეს - დაფარულის გამჟღავნება". ეს ფაქტობრივად შესავალია. მე ზალიან მიხარია, რომ ამის თქმა შემიძლია შენთვის! წარმატებები... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 09:18 AM |