ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Aug 4 2011, 12:22 AM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანუ რა მწამს, ის, რასაც მე თვითონ ვხედვა, აღვიქვამ, შევიგრძნობ, თუ ის, რასაც სხვები მეუბნებიან, რომ უნდა მწამდეს? რომელი რწმენის პროდუქტია სწორი? დავიწყებ იმით, რომ ნამდვილად ვეცადე მერწმუნა ტრადიციულ მამა-პაპური რწმენა, გულით ვეცადე მერწმუნა რასაც სხვები, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესია მეუბნებოდა, მაგრამ ვერ გავხვდი კარგი მორწმუნე, რადგან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ მტოვებდა, ვერაფრით ვერ შევძელი აღმექვა ღმერთი, ჩემი ლოცვები ჩემთვისვე ჟღერდა ყალბად, რადგან არ ვიცოდი ვის მივმართავდი. ამიტომ ნელნელა, შეძლებისგვარად დავიწყე სხვა რელიგიების გაცნობა, იმ იმედით, ვიპოვიდი ჭეშმარიტ რწმენას, ღმერთს, რაც მეტ რელიგიას გავეცანი, რწმენის ნაცვლად კითხვები მომემატა, ღმერთი კი გაფერმკრთალდა და აბსტრაქციად იქცა ჩემთვის. მაგრამ ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა რომ არსებობს, თუმცა ვინ ან რა, სად და როგორ - პასუხებს, მიახლოების ნაცვლად ვშორდებოდი. ამასთანავე, იზრდებოდა იმის რწმენა რომ პასუხები მხოლოდ ჩემში იყო (ისევე, როგორც ყველა ადამიანში) თუ ვიპოვიდით. უფრო მეტად ვენდე საკუთარ თავს, და ახლა მწამს იმის, რასაც აღვიქვამ, რასაც ვგრძნობ, რასაც გული მეუბნება (მიუხედავად იმისა, რომელიმე რელიგიის, მიმდინარეობის თუ სწავლების ჩარჩოებში ჯდება თუ არა), ღმერთზეც გარკვეული წარმოდგენა მაქვს. თუმცა თქვენს კითხვაზე - რომელი რწმენის პროდუქტია სწორი - ერთგვარი პასუხი ნამდვილად არ მაქვს, რადგან ჩემთვის ჩემი რწმენის პროდუქტია სწორი, როცა სხვისთვის შეიძლება სამყაროს დამახინჯებულ აღქმად ჩაითვალოს, რადგან, ზოგი ერთი კუთხიდან ხედავს სამყაროს, ზოგნი - მეორე კუთხიდან |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th June 2024 - 08:32 PM |