![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
თემურ საინტერესოდ ჩამოაყალიბე, ოღონდ ერთი კითხვა მაქვს
მე მწამს, რომ ეს, ანუ ადამიანის (კაცობრიობის, სამყაროს) უზენაეს პირველსაწყსამდე (არსებობის სულიერ ფორმამდე) განვითარება შესაძლებელია. აი ეს მეც მწამს, მარა აქ თან ვიჭედები და რაზე ეხლა: სამყარო თუ უსასრულოა, მაშინ რაღაცამდე (გინდაც პირველსაწყისამდე) განვითარება ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ განვითარებას დასასრული არა აქვს და თვით პირველსაწყისის შეცნობა შეუძლებელია, რადგან ასეთი რაღაცა არ არსებობს და იმის იმედით რომ არსებობს (და მე შევიმეცნებ), ადამიანი მუდამ იმეცნებს და წინ მიდის და ეს დაუსრულებელი პროცესია. მარა ზოგადად მე ჩემი რწმენა რო ავხსნა, ძაან მიჭირს, მარა ნუ მაინც ვიტყვი. მოკლედ სულ მწამს, მარა რა მწამს ეგ არ ვიცი. აი მართლა არ ვიცი და ამდენი ხანია ვეძებ და ვერ მიპოვია ის, ვინც ან რაც რომ ასე ძალიან მწამს. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd June 2024 - 03:55 AM |