![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ანანდა
მოქმედება მიმდინარეობს "კოსმოსში" სადაც არ ხდება "არც სამყაროს შექმნა და არც მისი აღსასრული". ამ "კოსმიურ სცენაზე" მთავარი მოქმედი პირი, ანუ "ცენტრალური ფიგურა" არის – განგება (ღმერთი)! . . . აქ რა თქმაუნდა სხვა მოქმედი გმირებიც არიან საინტერესოა შენეული მოდელი და გზა, რითაც ამ მოდელამდე მიხვედი, მაგრამ რაც მაინტერესებს, არის ის თუ რა ადგილს ანიჭებ ამ მოდელში "სხვა მოქმედ გმირებს" და როგორ თვლი - ისინი ამ "მოდელის ცენტრალური ფიგურის - ღმერთის მიერ არიან შემოყვანილნი ამ "სცენაზე" თუ სხვა, ამ შემთხვევაში ჯერ არგანსაზღვრული მოდელის წევრები არიან, რომლებიც თავისი სურვილით "ცენტრალურ ფიგურასთან" შეთანხმების გარეშე ჩაებნენ "თამაშში"? |
|
|
![]()
Post
#3
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ანანდა საინტერესოა შენეული მოდელი და გზა, რითაც ამ მოდელამდე მიხვედი, მაგრამ რაც მაინტერესებს, არის ის თუ რა ადგილს ანიჭებ ამ მოდელში "სხვა მოქმედ გმირებს" და როგორ თვლი - ისინი ამ "მოდელის ცენტრალური ფიგურის - ღმერთის მიერ არიან შემოყვანილნი ამ "სცენაზე" თუ სხვა, ამ შემთხვევაში ჯერ არგანსაზღვრული მოდელის წევრები არიან, რომლებიც თავისი სურვილით "ცენტრალურ ფიგურასთან" შეთანხმების გარეშე ჩაებნენ "თამაშში"? ჯერ მინდა მადლობა გადაგიხადო ამ კითხვისთვის(ძალიან კარგი კითხვაა) და მერე იმისთვის რომ ყურადღებით ეცნობი ჩემს პოსტებს ამ მოდელის კონტურები საკმაოდ დიდი ხანია იძერწებოდა, სიმართლე გითხრა ძალიან დიდი სიფრთხილით. ერთ–ერთი მთავარი პოსტულატი მისი გამოხატულებისა არის ჰუმანიზმი–ანუ იგი თავისი არსით ჰუმანისტურია. მას ასევე აქვს პერეტენზია იყოს ოპტიმისტური და ტოლერანტული. ამავე დროს მას არა აქვს პრეტენზია აბსოლუტური ხელშეუხებელი და უდავო ჭეშმარიტების ფლობისა. როგორც ზემოთ ავღნიშნე იგი "ელასტიურია", ანუ ემორჩილება შესწორებას. (ამ მოდელამდე როგორ მივედი ეს ძალიან გრძელი თემაა) რაც შეეხება კითხვას, ისევ გავიმეორებ გამონათქვამს ოღონდ სხვანაირად"ეს კოსმიური სცენა თავისი მოქმედი გმირებით" დაუსაბამოა! იგი არავის არასოდეს არ შეუქმნია" მუდმივად არსებობდა "ეს სცენა" უსასრულო წარსულში და იარსებებს უსასრულოდ. . . "ამ სცენაზე წარმოდგენილი სიუჟეტი მუდმივად მიმდინარეობს" "ფარდა არასოდეს არ იხურება" მხოლოდ იცვლება მოქმედებები. "მოქმედი გმირები ცენტრალური იქნება ეს თუ ეპიზოდური არავის არ შემოუყვანია "სცენაზე" . ისინი არა არიან გაჩენილები (მათ არ გაუვლიათ ე.წ. "კასტინგი") არ არიან ვინმეს ან რამის შექმნილები.(უფრო რომ დავაზუსტო –სცენაზე წარმოდგენილი ხდომილებები, წინასწარ არავის არ ჩაუფიქრებია და არც დაუგეგმია) "კოსმიური თამაშში" ჩაბმულები არიან –ორი მათავარი და ცენტრალური მოქმედი გმირი(ბერძნული მითოლოგიიდან რომ ვისესხო ტერმინები) ესენია "კოსმოსი" და "ქაოსი". . . მათი "ეს თამაში" ზოგჯერ ჰგავს ორთაბრძოლას, ზოგჯერ კი ტანდემს. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 25th June 2024 - 04:43 AM |