ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! |
ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?! |
Sep 16 2011, 12:27 AM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია .
ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი . ჭეშმარიტებას, ნამდვილ პასუხებს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, მის მისაგნებად კი, უფრო სწორად გასახსენებლად, უამრავი გზა არსებობს. ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი - თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას. ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია - სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია ) და თუ რეალური მხოლოდ ნათელი ენერგიაა, საიდან ვხვდებით ამდენ ბოროტებას, ამდენ სიბნელეს?! თავის დროზე, ამ კითხვაზეც ვუპასუხებ..... ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია , ოღონდ უკვე ანალოგიების გაკეთება შეიძლება), აქ სხვადასხვა თემაში ეწერა სულის ფრაგმენტაციაზე, მის დაყოფაზე, სული მის ინდივიდუალობას, მხოლოდ მონადის ბოლო ეტაპზე, ფრაგმენტაციის შემდგომ ახერხებს, ამ დროს ის ჯერ კიდევ სრული მონადაა, გაწონასწორებული ქალური და მამაკაცური ენერგიებით, მაგრამ აქედან თავისი სრულყოფილების გამო, ვერ შეძლებს დაბლა დაშვებას და შესაბამისად ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს გარდა სრულყოფილებისა. ამიტომ იგი ყოფს მის დაბალანსებულ ენერგიას ქალურ და მამაკაცურ საწყისად და იწყებს პირველ და ერთადერთ რეალურ დაბადებას სამყაროში, მის მენტალურ პლანზე. იშენებს მენტალურ სხეულს. სულის ცნობიერება ერთდროულად იბადება ქალის და მამაკაცის სხეულში, სხვადსხვა ადგილას (მინუს-პლიუსის პრინციპით ერთმანეთი რომ არ მიიზიდონ), მაგრამ ეს ხდება არა ჩვენთან, არამედ გაცილებით ზედა განზომილებაში........ |
|
|
Sep 25 2011, 04:26 AM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა. სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო |
|
|
Sep 25 2011, 05:29 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა. სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო მემგონი კარგი თემა იყო თავიდან და ეხლა რაღაც რელიგიურ აბსურდებზე ლაპრაკი ცოტა გაუგებარია თქვენგან, მაგრა რავი თქვენი გახსნილი თემაა და თქვენი გადასაწყვეტი. მეთოდისტი მღვდლის პასუხს რაც შეეხება, ეგ პასუხი მომისმენია იმ მღვდლების ნახევარზე მეტისგან ვისთვისაც ეს კითხვა დამისვამს ან ამ თემაზე ულაპარაკიათ და მე პირადად ეგეთ მოსაზრებებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ცოტა არასერიოზული მგონია. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 05:30 PM |