![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მყავს სამი წლის ძმიშვილი, ბიჭი. მოკლედ ერთად არ ვცხოვრობთ, დღეს ჩემთან მინდოდა წამოყვანა და ქუჩაში რომ გამოვიყვანე ისტერიკაში ჩამივარდა. ყველანაირი მანქანის ეშინია, არადა ერთი კვირის წინ იგივე ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით ძალიან უყვარდა. შემეშინდა ისეტი ისტერიკა დაემარტა ტაქსში რომ ვჯდეოდი, იზულებული გავხდი ფეხით წამოვსულიყავი. ვერ მივხვდი როგორ მოვიქცე... დედამისს ვკითხე და სამი დღეა ასე დაიწყო და მიზიზი არც მან არ იცის. იქნებ ვინმემ მირჩიოს როგორ გამოვიყვანო ამ შიშიდან? -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ჩემთვის და სხვა ეჭვიანი დედებისთვის (და მომავალი დედებისთვის) ეს სტატია:
ერთი ისტორია: იაპონელმა დედამ მიწისძვრის დროს 3 თვის შვილი გადაარჩინა და სახსოვრად sms დაუტოვა ლაშა ბერულავა 20:15 05.10.2011 იაპონიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები ერთი ახალგაზრდა ქალის სახლთან მივიდნენ, კედლების ნაპრალებიდან მათ ქალის უძრავი სხეული შენიშნეს. მისი პოზა ძალიან უცნაური იყო: მუხლებზე იდგა, როგორც მლოცველი, სხეული წინ იყო გადახრილი, ხელები ქვემოთ ჰქონდა ჩაშვებული და ოდნავ წინ გადაწეული. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ჩამონგრეული კედლები მას თავსა და ზურგში დასცემოდა. დიდი წვალების შემდეგ მაშველთა ჯგუფის უფროსმა ხელი კედლების ნაპრალებში გაჰყო, რათა ქალის სხეულს შეხებოდა და დაედგინა, იყო თუ არა ის ცოცხალი. ქალის გაცივებულმა სხეულმა მაშველს საიმედო ვერაფერი უთხრა და, რადგან თავდაპირველად ცოცხლებს უნდა მიხმარებოდნენ, სახლი სქემაზე მონიშნა, მერე კი ჯგუფთან ერთად სხვა სახლის ნანგრევებისკენ გაეშურა. როგორც შემდეგ მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იხსენებდა, ფეხები უკან რჩებოდა და უხილავი ძალა სახლისკენ ეწეოდა. მას ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და უნანია, რომ შინაგან ხმას არ მოუსმინა, ამიტომ უყოყმანოდ მიბრუნდა, სახლის ნანგრევებთან მივიდა, ჯერ დაიჩოქა და ისე გაიჭყიტა ნაპრალებში, შემდეგ გაწვა, ცოტა ხნის შემდეგ ჭუჭრუტანა იპოვა და თვალებგაფართოებულს ხმამაღლა აღმოხდა: „ბავშვი! იქ ბავშვია!!!“. მაშველების ჯგუფი ფრთხილად, მაგრამ აჩქარებით შლიდა კედლებს, აწყობდა ნაშალ ქვებს, თხრიდა მიწას, რათა როგორმე ჩაეღწიათ სანახევროდ მიწაში ჩაფლულ ბავშვამდე, თუმცა, ბავშვს ჯერ ვერავინ ხედავდა და არც ის იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი. როცა გარდაცვლილ ქალს მიწა და კედლების ნაშალი საბოლოოდ შემოაცალეს, ფერად პლედში გახვეული 3 თვის ბიჭუნა იპოვეს. ცხადი იყო, რომ დედამ თავი გაწირა, რათა შვილი გადაერჩინა. როგორც ჩანს, პირველი მიწისქვეშა ბიძგებისთანავე ქალმა შვილი პლედში გაახვია და ყველაზე მყარი სკამის ქვეშ შეაცურა ისე, რომ ზემოდან საკუთარი სხეულით გადაეფარა. პატარას ჯერაც მშვიდად ეძინა, როცა მაშველთა ჯგუფის უფროსმა იგი ხელში აიყვანა. ექიმი სწრაფად მოვიდა, რათა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეკვლია. როცა მან პლედი გახსნა, მობილური ტელეფონი იპოვა. ეკრანზე, ტექსტური შეტყობინების მენიუში ჩანდა აკრეფილი ტექსტი, რომელიც არცერთ ნომერზე არ იყო გაგზავნილი: „თუ შენ გადარჩი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარდი...“ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 24th June 2024 - 09:05 PM |