კურიოზები |
კურიოზები |
Jul 3 2007, 10:42 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ან სხვას გადახდენილი კურიოზები...
|
|
|
May 7 2008, 08:21 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფაფა უმარილოა...
როდესაც ამ ამბავს მიყვებოდნენ, უკვე აღარავის ახსოვდა, რომელმა სუპერმაჭანკალმა გაურიგა ერთმანეთს თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ავთანდილი და თინათინი. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ამ წყვილზე ნამდვილად ვერ იტყოდი: ავთანდილი ერთი პატარა, ჩია კაცი იყო, ხოლო თინათინი ზორბა ტანისა - მაღალი და ჩაფსკვნილი გახლდათ. ღმერთმა შვილი არ მისცათ და ცხოვრობდნენ ასე. ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ თუ მეზობლის ოჯახიდან წივილ-კივილი გამოდის, ე.ი. ქმარი ატერორებს ცოლს და მივრბივართ იქ ქალის გადასარჩენად. აქ კი პირიქით იყო - ცოლი ატერორებდა ქმარს და თუ ხელში მოიგდებდა, კარგადაც უბაგუნებდა. მთავარი მიზეზი თინათინის გაანჩხლებისა უმეტესწილად ის იყო, რომ იგი ვერ იტანდა «კრიტიკას ქვემოდან». ერთხელაც, მორიგი წივილ-კივილის შემდეგ შემოვარდნილი მეზობლები ასეთ ვითარებას წააწყდნენ: თინათინს წაუქცევია ავთანდილი, გამეტებით უბაგუნებს, თან გაჰკივის, - აბა, გაიმეორე, რა სთქვიო! - მოვკვდები ვაჟკაცურად, მაგრამ მაინც გეტყვი - ფაფა უმარილოა! - გაჰკიოდა თავგანწირული ავთანდილი... პ.ს. ამ კურიოზზე ძალიან ვიხალისე -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 9th June 2024 - 06:39 PM |