გაბრიელ ბერი. |
გაბრიელ ბერი. |
Dec 1 2011, 12:42 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 129 Joined: 24-October 11 Member No.: 6,592 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ დიდ პიროვნებაზე საუბარი...
ჩემთვის საინტერესოა "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" - ში ამოკითითხული რამოდენიმე რამ. "აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყავრული და სხვა არაფერი, ადამიანი მთლიანად განუშორებლად მყოფბს ღმერთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს". "აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე." ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ. მისივე საფლავზე - ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. -------------------- ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა.
იმისათვის, რომ განვმტკიცდეთ ჭვრეტაში, ყველგან მსუფევ ღმერთის ჭვრეტაში, არ არის საჭირო განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული დრო. არ არსებობს გაგება წმინდა ადგილი ან განსაკუთრებული დრო, როდესაც საქმე გვაქვს ჭვრეტასთან. ის ადგილი, სადაც გონი ტკბება ღმერთზე ფიქრით, არის წმინდა ადგილი! და ის დრო როდესაც გონი ამითაა დაკავებული, არის წმინდა დრო! |
|
|
Jan 9 2012, 01:23 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 11-October 11 From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi Member No.: 6,581 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა მაგრები ხართ
ესეიგი მე მომიწოდებთ სხვას ჭკუას არ ვარიგებდე (მაგრამ მე არავის ვარიგებ!) და ამ დროს თავად მარიგებთ ჭკუას. და კიდევ, ნუ ჩაიციკლებით ამ "მართლმადიდებლობისა" და "დოგმების" ცნებებში, ჯერ გაარკვიეთ, გაიგეთ რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე. მე კი არავის არაფერს "ვუქადაგებ" და არავის არაფერს "ვასწავლი"! თქვენ გამოთქვამთ თქვენ აზრებს, აფიქსირებთ საკუთარ მსოფლმხედველობას და მე არ მაძლევთ ამის საშუალებას. რატომ გგონიათ, რომ ჩემი შეხედულებების დაფიქსირება "მართლმადიდებლობის ქადაგებაა"? მე ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ადამიანი. იქნებ არ მაქვს ამის უფლება? ესეც მითხარით. თქვენ თუ ამბობთ, რომ ღმერთი თურმე ერთია და სხდასახვა სახელებსა და მსახურების ფორმებს ატარებს და რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; თუკი თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, მე რატომ არ უნდა მქონდეს ამის საპირისპიროს თქმის უფლება? დიახ, ვიტყვი: არსებობს მხოლოდ ერთი და სრულყოფილი გზა, რომელიც ღმერთამდე მიმყვანია და სხვა გზები ან ნაკლულევანია, ან საერთოდ ცრუა. ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ ცდილობთ რომ ამის თქმაში შემზღუდოთ. თქვენ ერთს ამბობთ, მე მეორეს და რაა ამაში გასაკვირი? რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია. თქვენ გნებავთ, რომ მე არ მოგხვიოთ ჩემი აზრები თავს, მაგრამ თქვენ რატომ მახვევთ თქვენ აზრებს თავს? თუ რაიმეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, დავწეროთ და ვიმსჯელოთ. დაბოლოს, არავის საქმე არაა მე რომელ რელიგიურ სიტყვებს გამოვიყენებ და რას წავშლი. თქვენ რასაც გინდათ იმას წერთ, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას, ხოლო მე თუ სადმე მართლმადიდებლობა ვახსენე - აუF ეს როგორ გაბედა, რეებს "გვიქადაგებს" და ა.შ. ძალიან გთხოვთ ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, სანამ ვინმეს რამეში დავადანაშაულებდეთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 04:40 AM |