შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი |
Dec 18 2010, 04:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი... მცირე ბიოგრაფია: დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Jan 14 2012, 11:34 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენ რატომ შეყავხართ თქვენს სურვილებს შეცდომაში? როგორც არარეალურია სახლები, ნანახი სიზმარში, ასევე წარმავალია თქვენი განხორციელებული სურვილები. ამიტომ საჭიროა აკონტროლო საკუთარი ჭკუა. თუ თქვენ შეამცირებთ თქვენი სხეულის მიბმულობას, თქვენი სხეული იქნება მთელი და უვნებელი.
ძველები ამტკიცებდნენ, რომ ნეტარება შედგება თქვენი ნამდვილი ფორმის ვიზუალირებაში, რომელიც არის ატმას პრინციპი. ატმას შეცნობასთან მიჰყავს მხოლოდ გრძნობების სათანადო გამოყენებას. ბრძენი პატანჯალი ამბობდა: “გრძნობების კონტროლი – ეს არის ნამდვილი იოგა”. არ არის უფრო დიდი სადჰანა, ვიდრე ეს. ყველა სულიერი პრაქტიკები – ისეთი, როგორიცაა ჯაფა, ღმერთის სახელის მეხოტბეობა, და ტაპასი, მონანიება, – იქნება სრულიად უსარგებლო, თუ გრძნობები არ იმყოფებინ კონტროლის ქვეშ. თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ადამიანის არსებისთვის შეუძლებელია თავისი გრძნობების გაკონტროლება. მაგრამ ეს კონტროლი არ ნიშნავს გრძნობათა მოქმედების სრულ შეწყვეტას. შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. მაგრამ თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეასრულეთ ეს გრძნობით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის – რათა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო უზენაესს. როცა თქვენ თქვენში ჩაინერგავთ ასეთ ურთიერთობას, ყველა თქვენი გრძნობები აღმოჩნდება კონტროლის ქვეშ. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th May 2024 - 10:32 PM |