ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
Feb 17 2012, 12:08 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE 'visama vritti pranayama'[/b]date='Feb 12 2012, 10:39 PM' post='66890'] Τρισμέγιστος [b]ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით. [/b] მოგესალმებით... იქნებ განმარტოთ და განავრცოთ თქვენივე ხელნაწერი საინტერესო იქნება ამ შეკითხვამ განაპირობა თემის გახსნა. ძალიან ფართო და მომცველობითი თემაა, რასაც ვერ ამოწურავს ერთი და გინდაც მრავალი პოსტი. მას სავარაუდოდ მოჰყვება მრავალი შეკითხვა, გამოხმაურება ყველანაირი (თუნდაც რადიკალურად საპირისპირო) აზრისა და ხედვისა. ამიტომ დაე იყოს ეს თემა, რომლის მცდელობა იქნება გაგვარკვიოს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ქრისტიანობას, რა არის თავისი არსით იგი, როგორც კაცობრიობის სულიერი აღმავლობის ნიშნული. მანამდე atmanი შემეკითხა კრიშნას თაობაზე და იმაზე, თუ როგორაა შერაცხული სულისმეცნიერების მიერ კრიშნას ინდივიდუალობა. იყო თუ არა ის ღვთის ძე? მართალია ეს კითხვა (დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა რიგ მიზეზთა გამო) სხვა თემაში დევს, მაგრამ არსებითად უკავშირდება ბატონი ვისამას შეკითხვას რადგან ამ შეკითხვაზე პასუხით, ანუ ამ თემით არსებითად გაეცემა პასუხი atman–ის შეკითხვასაც. ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს მეტად ვრცელი და მრავალი წახნაგის მქონე თემა ერთი კონკრეტული წახნაგის გათვალსაჩინოებით დავიწყოთ. ეს წახნაგი გახლავთ მისტერიული ასპექტი. მისტერია– როგორც ტაძარში დავანებული ეზოთრული შემეცნების გულისგული, ჩვენი სულიერი ყოფიერების წარსულია და საინტერესოა რას წარმოადგენდა? რა კონკრეტული საჭიროების გამო არსებობდა და რამ გამოიწვია მისი სრული ასიმილაცია? რამ (ვინ) შეცვალა რადიკალურად ძველი ეზოთერული სწავლებისა და ადამიანის სულიერი პროგრესის მიმართულება და შინაარსი? რად გარდაიქცა ძველი მისტერიული კულტურა, სად და რა სახით მოხდა მისი მეტამორფოზა? რად გარდაიქმნენ ძველი მისტერიების ნარჩენები, "ნაჭუჭები?" აი კითხვები, რომლებსაც ამ თემამ უნდა უპასუხოს. და ყველაზე მთავარს – რა არის ქრისტიანული ეზოთერიკა, როგორც ერთადერთი, რომელიც დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს – ქრისტეს? რა არის მისი მიზანი და მისია? -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Feb 25 2012, 10:12 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
litasi
ქრისტიანობამდე რაც იყო არც იმას დაუკარგია ჯერ თავისი არსი და მნიშვნელობა .. თუ შენ ძალიან გინდა სადმე ჩაკეტვა... შენი არჩევანია... ფორმულებით ცხოვრება კი ცოტა სხვა რამეა...ყველაზე ცუდი ისაა რომ ყველაფერს მხოლოდ ფორმულებით იგებენ... და ბოლოს რომ აჯაფსანდალის მოდელი შემგტავაზონ თავისი ფორმულით, მერე იმას გაყვები? ვაიმე საერთოდ ვერ გაიგე რა ვთქვი რა. ფორმულაში ის კი არ იგულისხმება რასაც დაგიწერს და უნდა აასრულო ეპოქას გააჩნია თავის გამოწვევა,დრო ვითარდება და ადამიანის გონიერება აღარ ერგება ძველ წესებს და საჭიროა განახლება. ერთი ცივილიზაციის მანძილზე მრავალჯერ შეიძლება სხვადასხვა ხალხებში განახლება მოხდეს და მიეცეს ზუსტი ინსტრუქცია თუ რა გზით უნდა იაროს ცივილიზაციამ რომ არ მიაღწიოს ძცელი ცივილიზაციების მსგავსად თვითგანადგურებას. რელიგიები იყო და არის დღემდე სწორედ ამ ინსტრუქციების გამტარი. სხვა რომელიმე კერძო მეცნიერება არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია რომ სიმართლის ამრცვლები არის ბუდიზმშიც,ისლამშიც და ყველა ძირითად რელიგიაშიც,მაგრამ ისინი შედარებით ძველია და ისეთი სიზუსტით არ მოქმედებს როგორც ვადაგასული წამალი ისეა სწორედ. ადამიანის განვითარებამ მიაღწია ისეთ საფეხურს რომლის შესაბამისი ფორმულა მოეცა კვლავ კაცობრიობას. ეს ის ბერკეტებია რომლის საშუალებით ცივილიზაციამ უნდა გაიაროს გარკვეული გზა. დანმისახელე ეხლა სად ვახსენე ამ მსჯელობისას ქრისტე ისე რატომ უნდა გაღიზინებდეს ადამიანს ეს სახელი არ მესმის. მილიონჯერ რომ ვთქვა დღეში არ მომბეზრდება იმდენად მიყავრს ის -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 09:05 AM |