ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
Feb 17 2012, 12:08 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE 'visama vritti pranayama'[/b]date='Feb 12 2012, 10:39 PM' post='66890'] Τρισμέγιστος [b]ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით. [/b] მოგესალმებით... იქნებ განმარტოთ და განავრცოთ თქვენივე ხელნაწერი საინტერესო იქნება ამ შეკითხვამ განაპირობა თემის გახსნა. ძალიან ფართო და მომცველობითი თემაა, რასაც ვერ ამოწურავს ერთი და გინდაც მრავალი პოსტი. მას სავარაუდოდ მოჰყვება მრავალი შეკითხვა, გამოხმაურება ყველანაირი (თუნდაც რადიკალურად საპირისპირო) აზრისა და ხედვისა. ამიტომ დაე იყოს ეს თემა, რომლის მცდელობა იქნება გაგვარკვიოს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ქრისტიანობას, რა არის თავისი არსით იგი, როგორც კაცობრიობის სულიერი აღმავლობის ნიშნული. მანამდე atmanი შემეკითხა კრიშნას თაობაზე და იმაზე, თუ როგორაა შერაცხული სულისმეცნიერების მიერ კრიშნას ინდივიდუალობა. იყო თუ არა ის ღვთის ძე? მართალია ეს კითხვა (დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა რიგ მიზეზთა გამო) სხვა თემაში დევს, მაგრამ არსებითად უკავშირდება ბატონი ვისამას შეკითხვას რადგან ამ შეკითხვაზე პასუხით, ანუ ამ თემით არსებითად გაეცემა პასუხი atman–ის შეკითხვასაც. ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს მეტად ვრცელი და მრავალი წახნაგის მქონე თემა ერთი კონკრეტული წახნაგის გათვალსაჩინოებით დავიწყოთ. ეს წახნაგი გახლავთ მისტერიული ასპექტი. მისტერია– როგორც ტაძარში დავანებული ეზოთრული შემეცნების გულისგული, ჩვენი სულიერი ყოფიერების წარსულია და საინტერესოა რას წარმოადგენდა? რა კონკრეტული საჭიროების გამო არსებობდა და რამ გამოიწვია მისი სრული ასიმილაცია? რამ (ვინ) შეცვალა რადიკალურად ძველი ეზოთერული სწავლებისა და ადამიანის სულიერი პროგრესის მიმართულება და შინაარსი? რად გარდაიქცა ძველი მისტერიული კულტურა, სად და რა სახით მოხდა მისი მეტამორფოზა? რად გარდაიქმნენ ძველი მისტერიების ნარჩენები, "ნაჭუჭები?" აი კითხვები, რომლებსაც ამ თემამ უნდა უპასუხოს. და ყველაზე მთავარს – რა არის ქრისტიანული ეზოთერიკა, როგორც ერთადერთი, რომელიც დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს – ქრისტეს? რა არის მისი მიზანი და მისია? -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Feb 25 2012, 11:53 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო თემაა ამ რელიგიაზე საუბარი. ერთი პერიოდი ბიბლიას იეჰოვას მოწმეების დახმარებით მიხსნიდნენ. შემდეგ მეგობარი ებრაელი მყავდა ყოფილი რაბინი. მანაც ამიხსნა ძველ აღთქმიდან. საბოლოოდ გავიფიქრე რომ, ყველა თავისებური ახსნაა და ეგებ მეც ვეცადო გამოვიკვლიო ნამდვილ ისტორიულ ხელნაწერებიდან. დავუკავშირდი ყოფილ რაბინს და ვთხოვე რომ, ძველ ჰებრეიკულ ენიდან მეთარგმნა იმ ნამდვილ დედნიდან. 3 წელზე მეტი ვიშრომეთ . ბევრი რამ აღმოვაჩინეთ იმ ძველ ხელნაწერებიდან და ვადარებდით ახალ ნათარგმ ბიბლიას. რამოდენიმე არის გადაუთარგმნელი დედანიც და არ არის ეხლანდელ ნათარგმს ბიბლიაში. თავად ყოფილი რაბინმა იმდენი ქექა და თარგმნა რომ, რაბინობა მიატოვა.( არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ).
მერე ჩემ დამოუკიდებლად ვცდილობდი გამომეძია თვით კალიგრაფიულ დაკვირვებაზე და შედარებაზე. ბევრი ვეცადე რომ, გრამატიკულად მეთარგმნა ქართულ ენაზე და გამიჭირდა კიდეც. ვის არ ვთხოვე იეჰოვას მოწმეებს და პატრიარქს და ა.შ. არავინ არ იზრუნა მასზე. თან ასაკის იმ დროს 22 თუ 23 წლისა ვიყავი რომ ჰებრეიკული ძველ ჰარამეულ ხელნაწერებს ვწერდი და ნაკლებად ვიგებდი. - ის ყოფილი რაბინმა უფრო კარგად იცოდა ძველ ხელნაწერების წერა კითხვა და რელიგიური ენაც. ღამეები ვათენებდი რომ ყველა დეტალები და მნიშვნელოვანი აღმომეჩინა იმ ძველ ჰებრეიკულ ენაზე. არის მონაცემები სადაც ჩვენ საპატრიარქო ბიბლიაში და იეჰოვას მოწმეების ბიბლიაში არ ჩანს დამატებითი ( ისტორია) . ესენია ( მეთუსელახის ისტორია , ენოქის ისტორია, ადამი და ევას დამატებითი ისტორია, და სხვა კი დამატებითი არის მხოლოდ საპატრიარქო ბიბლიაში სადაც უწერია არა კანონიკურია ). საინტერესო ის არის რომ, რატომ არ აანალიზებს სამღვდელოება თუნდათ იეჰოვას ლიდერები? -------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 15th June 2024 - 07:26 AM |