„ანასტასიას“ ქართული თარგმანი |
„ანასტასიას“ ქართული თარგმანი |
Apr 28 2007, 05:23 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 52 Joined: 13-February 07 From: Chokhatauri Member No.: 12 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ! მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით: ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი. ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე. გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც. ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები. -------------------- Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет, И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине! (Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья") |
|
|
Apr 28 2007, 05:57 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია, მემგონი უკეთესი იქნება ამ პირველ წიგნის დარასკრუტკებაზე თუ ვიზრუნებთ.
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Apr 29 2007, 09:09 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია, მემგონი უკეთესი იქნება ამ პირველ წიგნის დარასკრუტკებაზე თუ ვიზრუნებთ. ვეთანხმები, მემგონი პირველ წიგნზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, პირველი წიგნის გარეშე სხვადანარჩენი ცოტა გაუგებარია. როგორც მაგალითად 5 სერიან ფილმის ყურება მეოთხე სერიიდან რო დაიწყო. და საბოლოოდ ვერაფერს რო ვერ გაიგებ))) |
|
|
May 10 2007, 11:46 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 52 Joined: 13-February 07 From: Chokhatauri Member No.: 12 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა, რა ხდება გითხრათ:
პირველი წიგნი, რა თქმა უნდა, მთავარია. უბრალოდ, პირველი გამოცემა მაინცდამაინც არ პასუხობს თარგმანის ხარისხის იმ დონეს, რომელსაც ეს წიგნი იმსახურებს. შარშან ვთხოვე სტილისტური კორექტურის გაკეთება ქართულის კარგ მცოდნეს ჩემ ახლობელ ადამიანს და მან გახადა თარგმანი ქართული ენის და ქართველი მკითხველის საკადრისი. ეს ნიშნავს, რომ მას ხელმეორედ სჭირდება გამოცემა. ამის თანხა კი მე ჯერ არ მაქვს. თუ შემომიერთდებით, ერთად ავიღოთ საავტორო უფლებები და ერთად გამოვცეთ! P.S. სულ მალე, აქ გამოსაქვეყნებლად, გამოვუგზავნი Zet–ს განახლებული თარგმანის ფაილს. ალბათ pdf-ი იქნება. -------------------- Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет, И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине! (Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья") |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 11:52 AM |