კლიმატის არაპროგნოზირებადობა, ამინდი სხვადასხვა ქვეყნე |
კლიმატის არაპროგნოზირებადობა, ამინდი სხვადასხვა ქვეყნე |
Apr 18 2011, 11:02 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ სახლში რომ მოვედი და ცოტათი გავთბი, ჩემებს ვკითხე - ასეთი ცივი აპრილი ოდესმე ყოფილათქო თბილისში? არა, არ გვახსოვსო. შარშანდელთან შედარებით, ზედმეტად ცივი და წვიმიანი ჩანს. კლიმატი თითქოს არანაირად არ შეესასბამება წარსულის კანონზომიერებებს.
შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს? საქართველოში კი ეს არაპროგნოსტიცირებადობა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ადრე სოფლის მეურნეობაში ჩართული ხალხისგან მესმოდა - ის ნიშნები და კანონზომიერებები რითიც აქამდე ვსაზღვრავდით ამინდს, აღარ მართლდებაო. არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება კლიმატიო. შემდეგ - ეს მოსავლების ჩავარდნები, რომელზეც ყველა ალაპარაკდა. ეხლა კი ქალაქში მცხოვრებნიც ატყობენ რომ ამინდი აშკარად აირია. ეს ყველაფერი რატომ დავწერე? მნიშვნელოვანია გამოჩნდს ეს ლოკალურად ხდება თუ გლობალურად, მთელს დედამიწაზე. რადგან თუ ეს მთელს დედამიწას ეხება, მაშინ გამოდის რომ აქ ისეთ ზეგავლენებზეა საუბარი, რომლებიც დედამიწაზე მასშტაბურია, ანუ კოსმიურ-გალაქტიკური დონისაა. ვიცი ყველა ეზოთერიკმა იცის ეს რაც არის და როგორ მოქმედებს. ამ პოსტში უბრალოდ მინდოდა არაეზოთერული მასალები შეგვეკრიბა. უბრალო ფაქტები და დაკვირვებები. ვფიქრობ ეს კარგ ბაზას შექმნის ადამიანების თვალის ასახელად. პირდაპირ ეზოთერული წყაროებით საუბარი ძალიან აფრთხობს ხალხს. უჭირთ გაგება რაზე საუბრობ. მოდით აქ დავდოთ ყველა კლიმატის არაკანონზომიერობის ცნობები (წარსულთან შედარებით) რასაც სადმე წავაწყდებით. კიდევ უფრო საინეტერესოა თქვენი პირადი დაკვირვებები. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 6 2012, 06:07 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 302 Joined: 13-January 12 From: NY Member No.: 6,690 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
QUOTE შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს? ამერიკაში შარშან იმხელა თოვლი იყო საერთოდ მანქანები აღარ ჩანდნენ. ნიუ იორკი რამოდენიმე დღე პარალიზებული იყო. არც მეტრო მუშაობდა არც ავტობუსი დიდი თოვლის გამო. წელს კიდე საერთოდ ორნავ მოთოვა და ვსიო. მარა ისე მიკვირდა იმიტომ რომ ბევრჯერ გამოაცხადეს თოვლი და იმ დღეს სულ მზე იყო ხოლმე. და ეგეთები. წელს არ მოსულა თოვლი. გატეხა მაგრად. ისე აქაურები იძახიან რო არც ამხელა თოვლი გვინახავს აქ და არც ესეთი უთოვლობაო |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 01:44 PM |