კურიოზები |
კურიოზები |
Jul 3 2007, 10:42 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ან სხვას გადახდენილი კურიოზები...
|
|
|
May 27 2008, 05:48 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კვირის პალიტრაში წერენ კურიოზებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია
მენახირის მარათონი ეს კურიოზული შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მოგეხსენებათ კახელების სიყვარული სერიალებისადმი. არც ერთ სერიას არ აცდენენ. ერთხელ იმ სოფლის «ყბას» მიხოს ნახირში მოუწია მორიგეობამ. წავიდა, რაღას იზამდა, მაგრამ თან გული ეთანაღრება, საღამოს 6-ზე «ველური კატა» გადის და ყურება უნდა ძალიან. დიდხანს იყოყმანა, ბოლოს «მაგის პატრონი დედაცო...» ჩაიბურტყუნა და საღამოს 5-ისკენ მთელი ნახირი სოფლისკენ გამორეკა. სოფლამდე კაი 7-8 კილომეტრი კი იყო და მოზოზინე საქონლის იმედზე სერიალს ვერ მიუსწრებდა, ამიტომ სახრე აამუშავა და მთელი ეს მანძილი დაოთხილი სირბილით ატარა ნახირი. შემოვარდნენ გაქაფებული ძროხები სოფელში, მიხო კი სახლისკენ გაიქცა ტელევიზორის საყურებლად... მეორე დღეს ბირჟაზე სოფლის აგრონომი შაქრო ჩამოვიდა და დადარაჯებულმა იკითხა: - გუშინ ვინ იყო ნახირში მორიგედო? მიხომ ძლივს ამოღერღა: - მე ვიყავი, შაქრო, რად კითხულობო? - რადა და შენ ჩვენი ძროხები კენიელი მორბენლები ხომ არ გეგონა, კინაღამ რომ ამოწყვიტე სირბილითო... დაიწყო მიხომ ფიცი-მტკიცი: - რას ამბობ, კაცო, სულ ტაატით და სვენებ-სვენებით ვატარე ძროხები, ერთი-ორი თუ შეიკუნტრუშეს და ოფლი გამოუვიდათ, რა ჩემი ბრალიაო!.. გაცეცხლდა შაქრო: - ი, ვერ უყურებთ ამ შობელძაღლსა, ამასა? რა კუნტრუში, შე ვირივით მუდრეგო, დედაკაცი მოსაწველად რომ მიუჯდა, ძროხა იგეთი დაღლილი იყო, ვედრაზე ჩამოჯდა! ახლა მე გაკუნტრუშებ შენა, როგორც წესი და რიგიაო!.. კარგა ხანი «ბირჟაზე» მეტი საქილიკო და სახუმარო არაფერი ჰქონიათ. გია (ჩიპო) ბულაგაშვილი, რუსთავი -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 14th June 2024 - 06:23 PM |