მოწონება / სიყვარული |
მოწონება / სიყვარული |
Sep 12 2012, 02:05 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ერთი გოგო მომწონს.ერთხელ მყავს ნანახი , ჩერეზ მეგობარი გამოდის.ძალიან გამოსული გოგოა , ტელევიზიით და მთელი ამბები . სხვა სახელით დავამატე და ისე ვეკონტაქტებოდი იმიტო რომ ჩემი სახელით , იმ გოგოსთვის უცხო ვიქნებოდი და მე თვითონ შემრცხვებოდა ესეც ჩემი კომპლექსია, ნუ სხვა ახსნა ის არის კიდევ რომ ჩემი სახელით ვერ დავაინტერესებდი და არც მომწერდა არაფერს, სხვა დატვირთვა მივეცი მის დამატებას და მანაც დაიჯერა. ხოდა ვაივაგლახით გავიგე სადაც ცხოვრობს , სადაც სწავლობს.მინდა , რომ დავხვდე თავის სკოლასთან გავიცნო რამენაირად და გამოვუტყდე , რომ მიყვარს.მაგრამ ვერ ვბედავ ამ ყველაფრის გაკეთებას იმიტომ , რომ თავდაჯერებულობა მაკლია და რაღაც სულელური კომპლექსები მაწუხებს იმ ადამიანთან დაკავშირებით ვინც მომწონს ან მიყვარს ხოლმე.სულ ვინც მომწონს ან მიყვარს აღვიქვამ , რომ მისი ღირსი არ ვარ და არაფრით მას არ შევეფერები . აღარ შემიძლია რა უკვე ესე შებოჭილად ცხოვრება. ცნობისთვის 15 წლის ვარ. დავრწმუნდი , რომ ეს გოგო ძალიან მიყვარს , იმიტომ , რომ აქამდე ვინც მყვარებია ყველა მალევე დამავიწყდა იმათაც ვერ გავუბედე გამოტყდომა. ხოდა ეს გოგო უკვე დიდი ხანია რაც მიყვარს და მაგიტომ დავიწყე პრობლემის გადაჭრის გზის ძიება.
მოკლედ კითხვა რაში მდგომარეობს: ყოფილხართ თუ არა ჩემნაირ სიტუაციაში ? და რა მოგიმოქმედებიათ? როგორ ვებრძოლო და დავამარცხო ეს კომპლექსები და როგორ გავხდე თავდაჯერებული? - რავიცი მემგონი სწორ ადგილას გავხსენი ეს თემა და თუ რამე შემეშალა ბოდიშს გიხდით. პ.ს. გთხოვთ ესეთი პასუხები არ მომწეროთ : "ადექი და პირდაპირ უთხარი რისი გეშინია" "რა არის ამაში ძნელი" და ა.შ. მაინც არ დამეხმარება ეს პასუხები და მაგიტომ ვწერ აქ , სხვას ვისაც ვკითხე ყველამ ესეთი პასუხები გამცა და თქვენ რასაც გიყურებთ ჭკვიანი ხალხი ხართ. ყველას განსხვავებული და თავისებურად , მართალი აზრი გაქვთ ხოლმე და ვინმე თუ დამეხმარებით დიდად მადლობელი დაგრჩებით. |
|
|
Sep 13 2012, 02:53 AM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რავი ვიცი რო მაგაზე ბევრად უკეთესი გოგოებიც არსებობენ და 1 საათის 1 დღის 1 თვის წინ იმდენი ულამაზესი გოგო შემხვდა რო რავი მარა ამ გოგოს მაინც არ მირჩევნია. განა მარტო სილამაზის გამო , ვიცი რო მე ვინც მომწონს იმ გოგოს ათასი თავით ჯობია და გაცნობის შანსიც მქონია თან მე როცა ვინმე მომწონს და არ მიყვარს იმასთან თავისუფლად ვარ და ამ გოგოს შემთხვევაში რო მიყვარს იმიტო ვარ შებოჭილი. მარა ამ ლამაზ გოგოებს კი არა ამ მომენტში ანჯელინა ჯოლის და მონიკა ბელუჩისაც მირჩევნია სრული სერიოზულობით . უბრალოდ ვიცი რომ თუ ამ გოგოსთან ურთიერთობა ვერ ავაწყე ან არ ვეცადე ოდესღაც გამივლის და გამეცინება ალბათ , ან არ გამივლის და შეიძლება 2 წლის შემდეგაც მიყვარდდეს და თან მერე უფრო ჭკუაში ჩავარდნილი ვიქნები და იქნებ მერე მაინც გამოვიდეს რამე. იმიტომ , რომ მე ახლობლები მყავს 1 კლასიდან რო შეუკვარდათ ერთმანეთი ერთ კლასში სწავლობდნენ , დღემდე ერთად არიან და შვილები ჰყავთ. რავი რავი რავი და რავი. . .
ადრე მიკვირდა ხოლმე რო რატო უყვართ ესეთ ლამაზ გოგოებს ესეთი შედარებით ულამაზო ბიჭები ან პირიქით , მაგრამ ეხლა მივხვდი , რომ თურმე როცა გიყვარს ყველაზე და ყველაფერზე უკეთესად გეჩვენება. - თქვენც შეგაწუხეთ და მოგახვიეთ ჩემი აზრები თავს და ბოდიშს გიხდით ამავდროულად დიდ მადლობასაც. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 04:09 AM |