ბავშვი, ბავშვის დაბადება, პრაქტიკული რჩევები, მოსაზ |
ბავშვი, ბავშვის დაბადება, პრაქტიკული რჩევები, მოსაზ |
Mar 1 2007, 11:18 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 132 Joined: 26-February 07 Member No.: 13 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემა ზეტის გახსნილი იყო, მაგრამ მე სხვა თემაც შევუერთე, ამიტომ აიჭრადა ადრინდელი პოსტები წინ მოექცა Sorry
Zet said: დღესდღეობით ისე როგორც მშობიარობენ ქალები, არის ყოვლად მიუღებელი... პირველი რაც არის უმთავრესი: ბავშვი უნდა დაიბადოს წყალში! და არა ქირურგიულ მაგიდაზე სადაც მერე ”გროზნი” ექიმი ბავშს ხელებს უტყლაშუნებს და ცემს იმიტომრომ იმან ჰაერი შეისუნთქოს.... ამ დროს ბავშვი იღებს სერიოზულ ტრამვას, რაც მერე სხვადასხვა უარყოფით რაღაცეებში გამოვლინდება.... დედის მუცლიდან ბავშვი ჯერ თბილ წყალში უნდა გამოვიდეს და მერე თვითონ ნელნელა მიეჩვიოს ჰაერს და ამოყვინთოს, ალბათ ლოგიკურია რო წყალში ის არ დაიხრჩობა , იმიტომრომ აქამდე ცხრა თვე წყალში იმყოფებოდა! და ცურვა აქამდეც იცოდა. ეხლა უბრალოდ სუნთქვა უნდა ისწავლოს. სწორი მეთოდით მშობიარობა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო დედისთვისაც და ბავშვისთვისაც!!! მთელ მსოფლიოში არსებობს კლინიკები რომლებიც ესეც სისტემის მშობიარობას თავაზობენ, და როგორც ვიცი საქართველოშიც არსებობს... ვისაც დაგაინტერესებთ შემიძლია გაგირკვიოთ |
|
|
May 29 2007, 10:09 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბავშვის აღზრდა ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო რამ არის!!!
ჩემს ირგვლივ რომ ვაკვირდები, ბევრი მომავალი დედიკოებია, რომლებიც ფაქტიურად საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთ მომავალ შვილზე, მის აღზრდაზე (სულიერსა თუ ფიზიკურზე) სანამ არ გაუჩნდებათ... ეგ კიდევ მსუბუქი მაგალითია.. ...ერთი არაჩვეულებრივი გოგოა, (მაგრამ როგორც დედა ჩემთვის წარმოუდგენელია) სამი კვირის წინ გააჩინა პატარა და არ ვიცი მემგონი ლამის სამშობიაროდან გამოიქცა სასწავლებელში! (მასწავლებელი ამბობდა სამშობიაროში წევს და სემინარს წერსო!) ფეხმძიმობის დროსაც ძალიან დიდ სტრეს უქმნიდა თავის პატარას ( თითქოს თავისდა უნებურად), გაუცნობიერებლად, როდესაც გამოცდებზე ნერვიულობდა! ჩემთვის მიუღებელია ასეთი არასერიოზული მიდგომა ბავშვის (მომავალი ადამიანის) მიმართ! თუ გინდა ეს სწავლა- მიდი და ისწავლე (ვინ გიშლის?), მაგრამ როდესაც ბავშვზე არის ლაპარაკი, მე მგონი იქ უკვე ყველაფერი სხვა უკანა პლანზე გადადის და მთავარი ბავშვის შესახვედრად მომზადებაა! როდესაც ვაკვირდები თუ როგორ ელაპარაკებიან პატარა ბავშვებს (ლამისაა სირცხვილით დავიწვა) ვერც კი ხვდებიან უფროსები, რომ ძალიან იფუჭებენ იმიჯს პატარების თვალში !.. (და მერე კიდევ უკვირთ -რით დავიმსახურე ასეთი ცუდი მოპყრობაო? ) ...რასაც დასთეს, იმას მოიმკიო ... მეცინება ჩემს თავზე და მსჯელობაზე! ბავშვებსა და დიდებს შორის ვარ გაკვეხებული- ორივესი კარგად მესმის... (და ჩემი თავის არა, იმიტომ ვერც მთლად ბავშვებს მივეკუთვნები და ვერც უფროსებს!) რატომღაც ისე გამოდის, რომ როდესაც ადამიანები იზრდებიან ავიწყდებათ, რომ თვითონაც იყვნენ ბავშვები და აგრძელებენ თავის მშობლების შეცდომებს... - ალბათ არც მე ვარ ანისგან დაზღვეული?! -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 03:16 PM |