სვასტიკა |
სვასტიკა |
May 10 2013, 05:45 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წყარო:
წიგნი "OTHER TONGUES--OTHER FLESH" George Hunt Williamson არ მომწონს ეს სტატია, მაგრა თავიდან ფიქრი მეზარება და როგორიც გამოვიდა ისეთს დავდებ ჯორჯ უილიამსონი განმარტავს სვასტიკის სიმბოლოს მნიშვნელობას, კალიფორნიის უდაბნოში „უცხოპლანეტელის“ (ვენერადან) მიერ დატოვებული ფეხის ნაკვალევის მიხედვით. მარცხენა ფეხის კვალი მარჯვენა ფეხის კვალი სვასტიკა წარმოიშვა მარტივი ჯვარის სიმბოლოსაგან და ორივე უძველესი სიმბოლოა დედამიწაზე. სვასტიკა არის სამყაროს მოძრაობის გასაღები. ოთხ დიდ და ძირითად ძალას იყენებს შემოქმედი და მათი მოძრაობა მართავს მთელ სამყაროს. ეს ძალები მოძრაობენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, გადიან ციური სხეულების მოძრაობას დასვლ. აღმოსავლ. ამ ძალთა ქმედებები იწვევენ სხეულთ განახლებას, რათა მათ განაგრძონ გზა და როგორც ჩანს ეს ძალა ამოძრავებს მათ. „წმინდა ოთხეული“ დღემდე რჩება ჩვენთან. მაგრამ ვინ არიან ისინი? მუდმივი (უძრავი) მაგნიტური ველი, მუდმივი (უძრავი) ელექტრო ველი, ელექტრო-მაგნიტური ტალღები, ელექტრო-მაგნიტური ველი. უძველესი ტაძრები ეძღვნებოდა ამ ოთხ საიდუმლო ძალას, როგორც შემოქმედის ყოვლისშემძლე ძალების სიმბოლოს. უძველესი ადამიანი დედამიწაზე მიხვდა ოთხი უმაღლესი ძალის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, მაგრამ შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგა. შემორჩა მხოლოდ რიტუალები და ისინი გადაეცემა შემდეგ თაობებს. ეს წმინდა ოთხეული იყო შემოქმედის შემსრულებლები სამყაროს შექმნისას. უძველესი ცოდნა ამბობს: თავიდან იყო ქაოსი, როცა იყო სიბნელე ხმების გარეშე. შემდეგ შემოქმედმა, რომელსაც სურდა სამყაროს შექმნა, უბრძანა თავის ოთხ დიდ ძალას მოეწყოთ სამყაროს კანონები და წესრიგი ისე, რომ შექმნა შესაძლებელი გამხდარიყო. როცა კანონები და წესრიგი დამყარდა, შემოქმედის სურვილს და ბრძანებებს ახორციელებდა მისი ოთხი უდიდესი ძალა. უძველეს ხალხები მათ სხვადასხვაგვარად მოიხხსენიებენ: The Sacred Four, the Four Great Ones, the Four Powerful Ones, the Four Strong Ones, the Four Great Kings, the Four Great Maharajas, the Four Great Builders, the Four Great Architects, the Four Great Geometricians, the Four Great Pillars of the Universe, the Four Genii, the Amshaspands by the Mazdeans, the Elohim and Seraphs by the Hebrews, the Rabiri and Titons in Hesiod's theogony, etc. მათ სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ სხვადასხვა ერები, მაგრამ ერთნაირად გამოხატავდნენ - ჯვრის სიმბოლოთი. სვასტიკას სიმბოლოს მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში შეხვდებით მექსიკის უძველესი მცხოვრებლებით დაწყებული ძველ ეგვიპტელების ჩათვლით. აქ ვხედავთ რომ ოთხი დიდი ძალა გვევლინება ღვთაებებად და იგი მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით ცენტრის ირგვლივ. სვასტიკა პირველ რიგში იყო მზის სიმბოლო და ასოცირებული იყო აპოლონთან. იგი ყოველთვის ასოცირდებოდა იმასთან, ვინც მოვიდა დედამიწაზე რათა ადამიანებისათვის ესწავლებინა უკეთესი ცხოვრება, მმართველობა, სოფლის მეურნეობა. მადლირების ნიშნად ხალხი სულ უფრო მეტად ალამაზებდა და სრულყოფილს ხდიდა მის ფორმას. ეს სიმბოლო დედამიწაზე მოვიდა გარესამყაროდან, ხოლო ამ მპლანეტაზე რელიგიური მნიშვნელობა მიიღო. წიგნში „ასტრონომია“ არტურ მ. ჰარდინგი, თავში „ ჩრდილოეთის ცის საათი“ წერს: დიდი დათვი“ არის უძველესი თანავარსკვლავედი. ის მოძრაობს ნელა ჩრდილოეთის ვარსკვლავის ირგვლივ, სრულ სწრეს სჭირდება 24 საათი. ის არის ციური საათი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით მუშაობს. ამ ბუნებრივი საათიდან ადამიანს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე წუთის ცდომილებით გაიგოს დრო, თუკი მან იცის თვის რომელი დღეა. როცა „დიდი დათვი“ ჩრდილოეთის ვარსკვლავის ქვეშაა, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა (შუაღამეს). 6 საათის შემდეგ ის იქნება პოლარული ვარსკვლავიდან აღმოსავლეთით „სახელურზე მდგარი“, 12 საათზე შემდეგ იქნება თავდაყირა პოლ. ვარსკვლავის ზემოთ და ბოლოს 18 საათზე იქნება დასავლეთ მხარს „თასით: დაბლა. დიდი დათვი პოლარული ვარსკვლავის თავზე იქნება მაისში, დასავლეთით - აგვისტოში, ქვემოთ - დეკემბერში, ხოლო აღმოსავლეთით - თებერვლის ბოლოს. დიდი დათვის თანავარსკვლავედის მოძრაობის აღწერით ჩვენ გვაქვს სვასტიკის დიზაინის გარკვეული მონახაზი. ამ შემთხვევაში სვასტიკას ცენტრში პოლარული ვარსკვლავია. შეიძლება თუ არა ეს სიმბოლო გამოვიყენოთ როგორც სამყაროს სიმბოლო? უძველესი სპარსელები და ჩინელები ამბობენ, რომ ცაში ოთხი მბრწყინავი ვარსკვლავი გვიცავს და დაგვყურებს ზემოდან. ისევ წმინდა ოთხეული! ეს ვარსკვლავები დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით შეესაბამება გაზაფხულის ბუნიობას, შემოდგომის ნაბუნიობას, ზაფხულის და ზამთრის მზებუდობას. ოთხი კარდინალური პოზიცია ცაში. თუ ზოდიაქოს ნიშნებს გადავხედავთ იქ ვიპოვით ოთხ თანავარსკვლავედს, რომელშიც შემავალი კაშკაშა ვარსკვლავებიც ქმნიან კარდინალურ პოზიციას. ოთხი ნათელი ვარსკვლავი: ალდებარან (კუროს თანავარსკვლავედში), ანტერეს (მორიელის თანავარსკვლავედში, რომელსაც აბრაამი და მისი მიმდევრები არწივს უწოდებენ), რეგულუსი (ლომის თანავარსკვლავედში) და ფომალაუთ (მერწყულის თანავარსკვლავედში, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც წყალს ასხამს გემს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ძველი ადამიანები იხსენიებდნენ: ხარი, არწივი, ლომი და კაცი - რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ოთხი დრო - გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობა და ზაფხულ-ზამთრის მზებუდობა. როგორც ჩანს სპარსელებსა და ჩინელებს არ აინტერესებდათ თანავარსკვლავედები, მხოლოდ მათში შემავალი ვარსკვლავები. ხოლო ებრაელები ასახელებენ ამ არსებებს, მაგალითად ეზეკიელის გამოცხადებაში. მოდით შევადაროთ სვასტიკის სიმბოლოები. სვასტიკის ზედა მარჯვენა მონაკვეთი ძალიან ჰგავს V, ამავე ფორმისაა კუროს თანავარსკვლავედიც. ასევე სხვა სიმბოლოები ძლიერ ჰგვანან ლომის და მორიელის, მერწყულის თანავარსკვლავედების ფორმებს. აქედან ვხვდებით, თუ რატომ ხატია ეს ოთხი სიმბოლო სვასტიკის მკლავებს შორის. იმიტომ რომ ზოდიაქოს ოთხი ნიშანი იძვრის აღმოსავლეთის მიმართულებით. ასე რომ სვასტიკა არის დროის მიმანიშნებელი, საათი, და დღსაც მიუთითებს თანავარსკვლავედების მდებარეობას. იგია უნივერსალური საათი, მისი ცენტრი წარმოადგენს პოლარულ ვარსკვლავს, ხოლო როცა იგი მიუთითებს წელიწადის დროებს, ცენტრში იგულისხმება მზე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 16 2013, 05:11 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბორჯღალა – პროტოქართული ცივილიზაციის სიმბოლო
ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდით თარიღდება შუამდინარეთში (შუმერი) აღმოჩენილი უძველესი ნიმუშიც. სვასტიკის ნიმუშები მოიპოვება თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). კერძოდ, კოხლეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს პირზე ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი. ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ”ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐). სვასტიკა იაფეტიდური მოდგმის უპირველესი სათაყვანო ნიშანი იყო. ამას მოწმობს კუნძულ კრეტაზე და ტროაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები. შემდეგ, კი, როცა მოხვდა პროტოქართული მოდგმის ინდო-ევროპულით ჩანაცვლება და აღმოსავლეთში გავრცელდა არიული ტომები, მოხდა ამ სიმბოლოს მითვისება და მიკუთვნება. ეტიმოლოგია “ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე. ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია… ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი. ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო. სიმბოლო ბორჯღალი თავად არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ნიშანი. იგი მზის კულტთანაა დაკავშირებული. ბორჯღალი ღვთაებრივი ბორბალია, რომლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში, ცენტრში, ხოლო მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთაღრიცხვას, უკვდავებას. მზე წარმოადგენს “ღიაობას”, ანუ ემანაციის პროცესს… იგი ასხივებს სიცოცხლეს, ქმნის ამინდის, ჰარმონიაში მოყავს წელიწადის ოთხივე დრო და პლანეტების მოძრაობა, ის არის ჩვენი გალაკტიკის წონასწორობის ცენტრი! ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი: მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი ზუალი — სატურნი ჰელიო(იგივე არდი) —მზე 7 ქიმიანი ბორჯღალა სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს და სწორედ ამიტომ დაყო გაერთიანებული საქართველო ფარნავაზ მეფემ 7 სამთავროდ, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი ერთი გარკვეული მნათობი იყო. აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვები “მ-შვიდი”, ანუ “მე-შვიდი”, “მ-შვიდ-ობა” და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, ღირსეული მშვიდობა სუფევდა საქართველოში, ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის ყველა ქართული სამთავროს ერთად ყოფნა მ-შვიდ-ობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა. გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბორჯღალო იყო. წყარო: რატი იონათამიშვილი „ბორჯღალასა და სვასტიკის გენეზისისთვის“ თბ., 2006 (450) http://www.patriots.ge/?p=2906 -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th May 2024 - 11:19 AM |