ცხოველების სული და განვითარება ;დ |
ცხოველების სული და განვითარება ;დ |
Jun 8 2015, 02:24 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ალბათ იტყვით, ის ვერ გაგვირკვევია ჩვენს თავს რა ხდებაო, მაგრამ ვარაუდების გამოთქმა ხომ შეგვიძლია, თუ ჭეშმარიტებებს არ ვიღაღადებთ
მოკლედ - ცხოველები, ფრინველები, მწერები და მთელი ფაუნა... ვინ არიან ისინი? აშკარაა რომ ჩვენი ყველაზე ხილული ნაწილებით, მათი მსგავსნი ვართ - ბიოლოგიური აგებულება და ინსტიქტები საერთო გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ოფიციალურად მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და ა.შ. ცნობიერება-ინტელექტშიც საერთო ბევრი გვაქვს. მაგ. ცხოველს ესმის მუქარა, გაბრაზება, მოფერება, დარიგება, სწავლება - ე.ი. საერთოა ჩვენთვის ემოციები და მათი გაგება... ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ისინი არა, მცდარი მგონია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მეტი გვესმის და მათ ნაკლები. სადღაც გაზომეს რომ ძაღლს 5-6 წლის ბავშვის დონის ინტელექტი აქვსო. მაგრამ ეს ჩვენ ვაფასებთ იმ კრიტერიუმით, რაც ნაცნობია ჩვენთვის. მე ასე ვიტყოდი - ძაღლს იმდენად შეუძლია გაიგოს ადამიანის (ადამიანური), როგორც 5-6 წლის ბავშვს. ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ. ახლა ვნახოთ აქვს თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება? მე ვფიქრობ აქვთ. ხომ ცნობილია რომ ცხოველები ინსტიქტურად მოქმედებენ - კვება, გამრავლება, გადარჩენა. მაგრამ რა ხდება, როცა ვეფხვი შვლის ნუკრს უვლის? (იყო ასეთი კადრები ინტერნეტში,ა ხლა ვერ ვიპოვნი) არ თქვათ შეეცოდაო ;დ უამრავი ვიდეოა მტაცებელი ცხოველების ნადირობაზე იუთუბზე, აფთრები, დათვები, ვეფხვები და რაც გინდა, როცა თავს ესხმის ირმის და ანტილოპის და გინდაც კამეჩის ჯოგს, ზრდასრულ ცხოველს ნაკლებად ესხმიან თავს, უფრო იოლი ნადავლია მათი შვილები. თუ ჩვილია სადმე , ყველა ჩვილზე ინადირებს, მის დაჭერას შეეცდება, იმიტომ რომ წარმატების შანსი მეტია. ასე რომ შვლის ნუკრი ვეფხვისთვის იოლი ნადავლი უფროა ვიდრე საყვარელი უმწეო არსება. მაგრამ არის კადრები, როა ვეფხვმა ახალდაბადებული უდედოდ დარჩენილი შვილს ნუკრი შეიბრალა და მოუარა (მერე რა რო არ შიოდა. შეეძლოა მიტრიალებულიყო და წასულიყო იქედან) ადამიანებიც გაუზრდიათ და რა ვიცი, ბევრი რამე გექნებათ გაგონილი, როცა ცხოველები დაფიქრდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ინსტიქტს, ჩვევას და რაღაცაც სხვანაირად აკეთებენ. ფიქრობთ მათშიცაა სული? რაიმე მისი მსგავსი? ვითარდებიან? ხვდებიან სადმე სიკვდილის შემდეგ? თუ დეკორაციაა ჩვენთვის? ჯერ ეს, მერე კიდე მაქვს კითხვები ადამიანის და ცხოველთა ურთიერთობაზე ანგელოზუკები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 16th June 2024 - 05:08 PM |