![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია
![]() ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი ![]() ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი - თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას. ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია - სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია ![]() ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია ![]() |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 19th June 2024 - 06:58 AM |