მეგობრები |
მეგობრები |
Nov 25 2009, 01:30 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე შეიძლება არაეზოთერიულია, არც დრო და არც მანძილი არ არსებობს მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მეგობრების გარეშე? რა თქმა უნდა მეგობრების შეძენა ყოველდღე შეიძლება, ცხოვრება გრძელდება და თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ისე დაიკეტო არავინ და არაფერი ახალი არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში მაგრამ ის ხალხი ვისთანაც მრავალი წელი გაკავშირებს, ვისაც ისეთი ახსოვხარ გუშინ რომ იყავი და შენც ისინი ისეთი გახსოვს გუშინ რომ იყვნენ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ვინც ოდესღაც აირჩიე და გაიზიარეთ, მაინც სულ სხვაა. მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო. გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 16th June 2024 - 01:23 AM |