IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აზრობრივი პლაგიატიზმი
narilla
post Sep 6 2012, 02:21 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ!

თემა ცოტა განსხვავებულია, იმასაც ვითვლისწინებ, რო თქვენთვის შეიძლება საინტერესოც არ იყოს! უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რო არა მგონია, ეს თემა ვინმესთვის რამის მომცემი იყოს... მხოლოდ ერთი რამ შეიძლება: ამ თემაზე დაფიქრება და მეტი ყურადღების გამახვილება!......

დავიწყებ იმით, რო ყველამ იცით პლაგიატიზმი, გაგიგონიათ ის, თუ არ შეგხებიათ მაინც!

პლაგიატიზმი ეწოდება სხვისი ნაშრომის მითვისებას, ასევე უცოდინრობის შემთხვევაში მის გადაკეთებასა და შეჯამებას. პლაგიატიზმი ეწოდება ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისებას, თავის ნაშრომში სხვისი აზრის გამოყენებას ავტორის დაუსახელებლად.

მაგრამ ამით არ ამოიწურება ის, აზროვრივი პლაგიატიზმი უფრო ღრმა მოვლენაა და ის ზედაპირზე არ დევს, როგორც იტყვიან, ტექსტში არ ამოიკითხება, თუ აზრობრივი პარალელი არ გაავლე, ხოდა როცა აზრობრივ პარალელს ავლებ და აფიქსირებ, რო იდენტური, ან მსგავსი რამ სხვასაც აქვს გამოთქმული, მაშინ ჩვენ აზრობრივ პლაგიატიზმამდე მივდივართ.

დღეს კი გადავწყვიტე ჩემი აზრი გამეზიარებინა თქვენთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რო ეს არაა არც შემეცნებითი და არც ინფორმაციის მომცემი თემა. დღევანდელმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა დამეწერა ის, რასაც ვფიქრობდი..... დღეს მოვუსმინე ლექციას ერთ-ერთ ეზოთერიკულ საკითხზე, რომლის დროსაც იგივე აზრი გამახსენა: ყველა მოძღვრება და თუნდაც აზრი, რაღაც წინამორბედს ეფუძნება, ის ახალი აღარაა და რაღაც ძველის განმეორებას, ინტერპრეტაციასა, თუ განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს და ასე დაუსრულებლად. ალბათ, იმიტო რო ადამიანს სჭირდება, მე მჭირდება, შენ გჭირდება, მას.... , რომ რაღაცით ვიხელმძღვანელოთ, რაღაც ვცნოთ ავტორიტეტად და მას უპირატესობა მივანიჭოთ! მაგრამ იმაზე აღარ ვფიქრობთ, ან ყურადღებას აღარც ვაქცევთ, რო ის, რაც ასე მივიღეთ, უბრალოდ, ან ძველის ახლებური ვარიანტია, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში თავისებურ "გადამღერებაა", უხეშად რო ვთქვათ. ლექციის მოსმენისას, ვფიქრობდი, რო რამდენი რამ იყო აქედან აღებული და იგივე აზრი გატარებული, რაც იმ მოძღვრებაში იყო .....

დაბოლოს შესავალი პოსტის დასასრულს ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებს გავიხსენებ წიგნიდან "ესე იტყოდა ზარატუსტრა" (წიგნი ყველასათვის და არავისთვის): "რელიგია გემოვნების საქმეა!" რა თქმა უნდა მას მე თემასთან მიმართებით მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ: მე საუბარი მაქვს იმაზე, რო ჩვენ ჩვენს გზას სხვადასხვა პრაქტიკებში და მასწავლებლის არჩევის კუთხით, ვნახულობთ გემოვნების დონეზე, გემოვნების და სხვა რამეების გათვალისწინებიტაც, ბუნებრივია...... მაგრამ ამაზე აქ არ შევჩერდები. გემოვნება კი ისაა, რაც ადამიანს უბიძგებს აირჩიოს სულიერი ცოდნის ესა თუ ის სფერო, გამოხატვის ესა თუ ის ფორმა, ის კონკრეტული, რაც მის სულთან ახლოსაა და მის აზრებთანაც. ხანდახან კი ისეც ხდება ხოლმე, რო ეს აზრები იმდენადა ახლობელია შენთან, რომ ფიქრობ: "ასეთი რამ მეც მომსვლია თავში და აი ამა და ამ ადამიანმა კი ზუსტად გამოთქვა"-ო ( ან უკეთესადაც კი wink.gif )

ასე და ამგვარად კი ჩვენ მივდივართ აზრობრივ ბრაგიატიზმამდე.... თავისი სხვადასხვა რანგის ხარისხით

პირადად მე ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან წერა მეც მიწევს (მიყვარს ძაან), ვწერ სტატიებს და ყველაფერს სასწორზე ვწონი, რასაც ჰქვია, რადგან ის მაქსიმალურად ჩემი ინტელექტუალური საკუთრება უნდა იყოს.....

ისიცაა, რო რასაც წერს ადამიანი თუ 30% მაინც მისია საკუთარი, ეს უკვე აღარაა პლაგიატიზმი...... თუმცა ეს ცოტა იმაზეცაა დამოკიდებული რა სახის ტექსტს წერ: სტატიას, რაიმე აზრს აყალიბებ, თუ სხვის მოძღვრებას ავითარებ, უბრალოდ გადმოსცემ.....


მოკლედ, მადლობას გადაგიხდით, თუ "დაინახავთ" ჩემს სათქმელს, დაინახავთ თვალებით და გონებით wink.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
narilla   აზრობრივი პლაგიატიზმი   Sep 6 2012, 02:21 AM
narilla   ამ თემასთან დაკავშ...   Sep 6 2012, 02:29 AM
Mel   narilla აზროვნებ ..   Sep 6 2012, 10:53 AM
narilla   narilla აზროვნებ .. ხო ა...   Sep 6 2012, 11:43 AM
narilla   ერთი კითხვა გამიჩნ...   Sep 6 2012, 11:47 AM
Mel   narilla შეჩერდი ! არა...   Sep 6 2012, 01:10 PM
narilla   narilla შეჩერდი ! არა...   Sep 6 2012, 02:24 PM
matashi   არა არ უნდა სეჩერდ...   Sep 6 2012, 02:13 PM
narilla   არა არ უნდა სეჩერდ...   Sep 6 2012, 02:25 PM
tikoroma   narilla ხომ შეიძლება რ...   Sep 6 2012, 02:30 PM
narilla   [b]narilla ხომ შეიძლება ...   Sep 6 2012, 02:46 PM
tikoroma   ----------   Sep 6 2012, 02:30 PM
tikoroma   narilla თუ არ გამოიგონ...   Sep 6 2012, 02:56 PM
narilla   narilla თუ არ გამოიგონ...   Sep 6 2012, 03:04 PM
tikoroma   რატომ? ლიტერატურაშ...   Sep 6 2012, 03:14 PM
Mel   narilla ისეთი რამ არ გა...   Sep 6 2012, 04:06 PM
narilla   narilla ისეთი რამ არ გა...   Sep 6 2012, 05:32 PM
narilla   თიკო მადლობა შენი ...   Sep 6 2012, 05:30 PM
earth   narilla მე ვფიქრობ აზრე...   Sep 6 2012, 05:38 PM
narilla   narilla მე ვფიქრობ აზრე...   Sep 6 2012, 05:44 PM
Mel   მომწონს ეს გოგო ..... :D   Sep 6 2012, 06:28 PM
narilla   :D   Sep 6 2012, 08:15 PM
tikoroma   narilla შენი აზრით ეს ...   Sep 6 2012, 09:34 PM
narilla   narilla შენი აზრით ეს ...   Sep 6 2012, 09:52 PM
kate   narilla პლაგიატიზმზე ყ...   Sep 6 2012, 11:54 PM
tikoroma   narilla მექანიზმი რა შ...   Sep 7 2012, 12:50 AM
narilla   ძალიან დიდი მადლობ...   Sep 7 2012, 12:51 AM
earth   kate ძალიან კარგად ჩა...   Sep 7 2012, 07:43 AM
narilla   ჩემი ექსპერიმენტი ...   Sep 7 2012, 12:33 PM
tikoroma   narilla თქვი რას აპირე...   Sep 7 2012, 08:23 PM
narilla   narilla თქვი რას აპირე...   Sep 7 2012, 10:18 PM
stalker   ქვეტექსტები   Sep 7 2012, 10:24 PM
tikoroma   stalker ???   Sep 7 2012, 10:25 PM
narilla   თიკო ვერ მოდიხარ 13-...   Sep 7 2012, 10:33 PM
tikoroma   ალბათ ვერ შევძლებ   Sep 7 2012, 10:38 PM
stalker   მგონია რომ რასაც ა...   Sep 7 2012, 10:40 PM
narilla   თუ კითხვა დასვი სტ...   Sep 7 2012, 10:52 PM
stalker   თუ კითხვა დასვი სტ...   Sep 7 2012, 11:14 PM
narilla   ჩვენ პრიორიტეტს ვა...   Sep 8 2012, 09:45 PM
tikoroma   stalker აზრის შეცვლა ყ...   Sep 7 2012, 11:05 PM
stalker   stalker აზრის შეცვლა ყ...   Sep 7 2012, 11:21 PM
tikoroma   stalker რა თქმა უნდა ას...   Sep 7 2012, 11:40 PM
stalker   რეალურად ყველაფერ...   Sep 8 2012, 06:05 PM
tikoroma   stalker ამას არა უშავს, ...   Sep 8 2012, 09:33 PM
tikoroma   narilla ჰო, ეს ძალიან იო...   Sep 8 2012, 09:58 PM
kate   narilla არა მგონია ოლ...   Sep 11 2012, 12:01 AM
kate   ისე, ძველი აღმოსავ...   Sep 11 2012, 07:18 AM
narilla   kate ვაიმე, ძალიან დიდ...   Sep 11 2012, 03:46 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th June 2024 - 07:30 AM