სამადჰი, პირადი გამოცდილება |
სამადჰი, პირადი გამოცდილება |
Aug 20 2020, 08:38 AM
Post
#701
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 22-July 20 Member No.: 7,924 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლამაზი პოსტი gretting ახალი წევრისგან აქ |
|
|
Aug 21 2020, 12:53 AM
Post
#702
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ველოდებით ლამაზ პოსტებს
|
|
|
Feb 5 2021, 12:24 PM
Post
#703
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საკუთარი თავის გამოკვლევისას, ხშირდ ვიყენებ ხოლმე სიტყვას „მე“. იუნგის ქართულად მთარგმნელები ამას თარგმნიან, როგორც „თვითობა“,
სანსკრიტზე კი მას „ატმა„ ჰქვია. იმისათვის, რომ შევიგრძნოთ, თუ რამდენად ახლოსაა ეს სიტყვა ჩვენთან, და, მართლაც, რომ საკუთარ „მეზე“ მიანიშნებს, განვავითაროთ მცირე კვლევა სიტყვის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. ატმა, სანსკრიტული სიტყვაა და ინდოევროპული ენათა ოჯახის საერთო მნიშვნელობით იხსნება. ის ნიშნავს სუნთქვას. მისი ბერძნული შესატყვისია „ასტმა“, გერმანული - „ატემ“, გერმანულად სუნთქვას „ატმენ“ ეწოდება. თავის მხრივ ამ სიტყვის ძირია ლათინური „ანიმა“, სუნთქვა, სული, სული შეუბერაო. ამიტომ „ატმა ვიჩარა“ იმაზე უფრო ახლოა ჩვენთან სიტყვიერადაც კი, ვიდრე გვგონია. საკუთარი სუნთქვის გამოკვლევას ნიშნავს, იგივე სასიცოცხლო სუნთქვის, პრანის. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 5 2021, 01:23 PM
Post
#704
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ უნდა აგვერიოს ატმა და აჰამკარა ერთმანეთში.
აჰამკარა, ეს არის „მე“, რომელიც იჩემებს მეობას. ის ატმანის ანარეკლია გონებაში. წამროიდგინეთ მთვარის ანარეკლი ტბაში. როდესაც ტბის ზედაპირზე ტალღები წარმოიქმენა ქარის დაბერვისგან, ანარეკლიც იდღაბნება და ხვანცალებს. სწორედ ასეთ მოუსვენრობაშა ცრუ მე, ანუ აჰაკარა გამუდმებით. გონებაშ სულ ქარია, ხან რა ფიქრი, შეგრძნება თუ ემოცია უბერავს, ხან რა. ამიტომ აჰამკარას, ანუ ეგოს, მოსვენება არ აქვს დღისით, ამიტომაც დგება მომენტი, როდესაც უნდა დაისვენოს. ამ დასვენებას ჩენ ძლს ვუწოდებთ. ძლის დროს გონება ისვენებს და მასთან ერთად ჩვენი მოუსვენარი ეგოც, რადგან ის განუყოფელია გონებისგან. ანარეკლი, მხოლოდ ტბაშ შეიძლება ჩანდეს სხვაგან არსად. გონება ტბაა, ანარეკლი - ეგო. არა უნდა ეცადო მოკლა ან გააქრო ეგო, აჰამკარა. როგორ მოკლავ იმას, რაც არასდროს არც არსებულა? ნებისმიერი მცდელობა ეგოს მოკვლის, ეგოსგანვე მომდინარეობს. ეგო ცდილობს მოკლას ეგო. და თუკი ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს, ეგოს ცნობიერი მხარე, რომელიც შენად ასაღებს თავს იტყვის, „მე აღარ ვარ“, „მე მოვკვდი, გავქრი“, ანუ მოაწყობს გასხივოსნების იმიტაციას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეგოს ყველაზე გაიძვერა და გაქნილი ნაწილი, ქვეცნობიერეში იმალება და ეძებს საუკეთესო მომენტს ამოძვრეს დეპრესიის, ნეგატივის, აგრესიის და შიშების სახით. მხოლოდ ერთი გზა არსებობს ეგოსგან გათავისუფლების და ეს არის საკუთარი ნამდვილი „მეს“, ანუ ატმას შეცნობით, დანახვით, გაცნობირებით. ატმანი, არის, იცის რომ არის და ამიტომ ნეტარებს. ამის გამო დაარქვეს მას სატ (მყოფობა) ჩიტ (გაცნობიერება) ანანდა (ნეტარება) სატჩიტანანდა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს სატჩიტანანდას, ეგო ქრება და აღარასდროს ბრუნდება. თუკი ადრე, ძილის დროს ქრებოდა, ხოლო გაღვიძების დროს ჩნდებოდა, ახლა ასე აღარაა. გარეგნულად არაფერი იცვლება, ადამიანი ისევ იძნებს და იღვიძებს, მაგრამ გაღვიძებისას აღარ იღვიძებს ეგოსთან ერთად. გაღვიძება ხდება, მაგრამ არავინ იღვიძებს. დაძნება ხდება, მაგრამ არავინ იძნებს. ყველა პროცესი ისევ ისე ხდება, რაც გასხივოსნებამდე, მაგრამ ამ პროცესებს აღარავინ არ აკეთებს. ეგო, რომელიც თავს თვლიდა ამ პროცესების ავტორად, აღარ არის. გარესამყაროსთან ჩვენ ეგო გვაკავშირებს, ხოლო როდესაც ეგო ქრება, ქრება ილუზიაც, ფანტომის, რომელსაც სამყარო ჰქვია. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 5 2021, 03:47 PM
Post
#705
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნებისმიერი ცოდნა, ანუ კოგნიტური უნარი, რომელიც ტვინში ნეირონული სინაფსების საშუალებით ხორციელდება,
დამოკიდებულია გაცნობიერებაზე, ამიტომ, ის ცნობიერების მხოლოდ 2 მდგომარეობაში არსებობს: სიფხიზლეში და სიზმრებიან ძილში. ცნობიერება ჰგავს წყალს, როგორც წყალს აქვს 3 აგრეგატული მდგომარეობა, მყარი, თხევადი და აირადი, მაგრამ მისი მოკელულა H2O უცლველი რჩება, სწორედ ასევე, ცნობიერებას აქვს 3 მდგომარეობა, სიფხიზლე, ანუ ღვიძილი, სიზმრებიანი ძილი და ღრმა ძილი, მაგრამ ისიც, წყლის მსგავსად უცვლელი რჩება. აჰამკარა, ანუ ადამიანის ეგო, ნეირონულ სინაფსებში ასახული ცნობიერებაა და რადგან ღრმა ძილის დროს ტვინის აქტივობა მინიმალურამდეა დაყვანილი, ამიტომ მასში ასახული ეგოც, არ არსებობს, ამიტომაც ადამიანს ჰგონია, რომ ღრმა ძილში არაფერი არ არსებობს, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ღრმა ძილში ცნობიერება რჩება. მთელი ცოდნა რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მთელი ეპისტემოლოგიური მარაგი კაცობრიობისა, შეიძლება არსებობდეს ცნობიერების მხოლოდ 2 მდგომარეობაში, სიფხიზლეში და სიზმრებიან ძილში, ხოლო მესამეში ის ქრება. ანუ უპირატესი ცნობიერებაა, როემლიც ღრმა ძილშიც რჩება. ანუ აჰამკარა, ატმანშია, ოღონდ მის 2 მდგომარეობაში, ღვიძილსა და სიზმრებში, ხოლო ღრმა ძილში, აჰამკარა ქრება და რჩება მხოლოდ ატმა, ანუ ადამიანის ჭეშმარიტი მე. ამიტომ თუ ადამიანს სურს საკუთარი თავის გამოკვლევა, საჭიროა გააცნობიერეოს ის ღრმა ძილში, როემლიც დანარჩენ მდგომარეობაზე უპირატესია. ღრმა ძილის გაცნობიერებას, გამოღვიძება ეწოდება. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 5 2021, 04:22 PM
Post
#706
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვაგრძელებ ცნობიერებაზე, ანუ ატმაზე, ანუ ადმაიანის ჭეშმარიტ მეზე საუბარს.
ზემოთ დავწერე, რომ მას წყლის მსგავსად 3 მდგომარეობა აქვს, ახლა კი, ვიზუალიზაციისთვის და უფრო ღრმა ემოციური კონტაქტისთვის წარმოვიდგინოთ სად იმყოფება ის, ანუ ლოკალიზდება სხეულთან მიმართებაში. ცნობიერება, ანუ ატმა, ადამიანის გულმკერდის არეშია განთავსებული, კერძოდ კი ფიზიკური გულის სარკისებურ არეკვლაში. მაშასადამე, თუ ადამიანის ფიზიკური გული, ოდნავ მარცხნივაა გაწეული, ატმა, ოდნავ მარჯვნივაა. ასეა იმ გამონაკლის შემხვევაშიც, როდესაც ადამიანის ფიზიკური გული მარჯვნივაა გაწეული და სხვა ანომალიების დროს. ატმა, სულ იქაა, მაგრამ ყურადღება, რომელიც გამოდის ატმადან, სხვადასხვა ადგილასაა სხადასხვა მდგომარეობაში. განვიხილოთ სამივე მდგომარეობა: 1. სიფხიზლის, ანუ ღვიძილის დროს, ატმადან წამოსული ყურადღება, იმყოფება ადამიანის თავში, კერძოდ კი წარბებს უკან მიდამოებში. იმიტომ, რომ აქ იმყოფება დამიანის ეგო, ანუ აჰამკარა და გამომდინარე იქიდან, რომ ეგო უზურპატორია, ის იტაცებს ატმადან, ანუ გულიდან წამოსულ ყურადღებას და იგივდება მასთან. ასე გრძელდება მთელი სიფხიზლის განმავლობაში. 2. სიზმრებიანი ძილის დროს, ყურადღება, ჩამოდის ქვემოთ კისრისკენ და იქ იმყოფება დაახლოებით, კეფის არეში. ასე გრძელდება მთელი სიზმრის დროს. 3. ღრმა ძილი - ეს არის უკანასკნელი, მესამე მდგომარეობა ცნობიერების და სწორედ ამ მდგომარეობაშია ატმა გულის არეში, ანუ იქ, სადაც ისედაც ყოველთის იმყოფება. ანუ ღრმა ძილის დროს, მისგანვე გამოსული ყურადღება ისევ მასში ბრუნდება. ამ ადგილს იესო ნაზარეველმა, გალილეველმა ღარიბი ხუროს შვილობილმა, ცათა სასუფეველი, ანუ ცის სამეფო უწოდა, ანუ იქ, სადაც ღმერთია. ატმა იგივე ღმერთია. მაგრამ მკითხავთ ალბათ, კი მაგრამ, თუ ატმა ადამიანის გულშა, რატომ ვერ ვგრძნობთ მას? რატომ არ ვართ ბედნიერები, თუკი ის ნეტარია? იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება სხვაგანაა. თუკი ადამიანი ყურადღებას მიაპყრობს ყურადღებას, საბოლოო ჯამში აღმოაჩენს ადგილს, საიდანაც ის მოდის. ამიტომ, საჭიროა ღრმა ძილის გაცნობიერება, რომ ვნახოთ, რომ ყურადღება იქიდან მოდის. მაგრამ ეს გვიჭირს, რადგან ცნობიერებას, წყვეტა ახასიათებს. ის წყდება როცა სიფხიზლიდან სიზმრებში გადადის, და როცა სიზმრიდან ღრმა ძილში. როდესაც ადამიანი ფხიზელია, ის ვერ აცნობიერებს სიზმრის და ღრმა ძილის მდგომარეობას. როდესაც ადამიანი სიზმარშია, ის ვერ აცნობიერებს სიფხიზლეს და ღრმა ძილს. და, როდესაც ადამიანს ღრმად სძინავს, ის საერთდ ვერაფერს ვერ აცნობიერებს. ანუ ცნობიერებას ავიწყდება დანარჩენი ორი, როდესაც ერთ-ერთ მდგომარეობაშია. ამიტომ, თუკი ადამიანი გააცნობიერებს ღრმა ძილს, მისი ცნობიერება აღარ შეწყდება ხოლმე ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას. ამას, ცნობიერების უწყვეტობა ჰქვია, იგივე ტურია, იგივე გასხივოსნება და იგივე ნირვიკალპა სამადჰი. უამრავი სახელი აქვს, მაგრამ ყველანი ერთს აღნიშნავენ. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 02:58 AM |