"... be Happy..." |
"... be Happy..." |
Apr 28 2007, 02:15 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გამოთქვა განცდილი დადებითი ემოცია - სიხარული, სიყვარული, ბედნიერება რათა გაგვიზიარო ჩვენ ...და ყველანი ვიქნებით ბედნიერები!!!!!!!!! ამ თემის გახსნის იდეა, იმიტომ მომივიდა, რომ მე თვითონ მაქვს ჩემი სიხარულის გაზიარების სურვილი ... თქვენთვის...... ....სახლში ახლა შემოვედი, აქამდე ჩემს ბაღში ვიყავით მე და დედა და ყვავილებს ვრგავდით.. ო, რა მშვენიერი გრძნობაა, რომ იცოდეთ!!!!!!!!! ირგვლივ ყველაფერი ყვავის - ხეები, ყვავილები და ჰაერში არაჩვეულებრივი სურნელია,.. ერთი სიამოვნებაა სუნთქვა!!!!!! ...თავს ზევით ჭიკჭიკა მერცხლები დაფრინავენ და ნავარდობენ ზეცაში,.. ბინდდება... და მე აქ ვარ და ჩემს გრძნობებს გიზიარებთ!!! მადლობა იმას ვინც გამიგო და იგრძნო -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 25 2008, 02:46 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ რამდენიმე დღის წინ მეც ვმგზავრობდი ავტობუსით და თითქმის მზგავს სიტაუციაში ამოვყავი თავი, ოღონდ ის რადიკალურად დადებითი გამოვიდა!
ან უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებიდან ვუყურებდი? ..მოკლედ, ვზივარ უკან და ჩაძირული ვართ მგზავრები ჩვენ-ჩვენ ფიქრებში და "ვდრუგ" ამოდის კაცი, რომელიც რაღაც მანქანებით უკრავს დოლ-გარმონზე და თან არ ამღერდა?!! ( რეპერტუარს ვეღარ ვიხსენებ ) ავტობუსმა ეგრევე გამოიღვიძა და გამოცოცხლდა.. ატყდა ფხუკუნ-შუშუნი და დადებითმა ემოციამ მაქსიმალურზე აიწია!! ნუ ჩათავდა ეს "გრძელი" გაჩერება და ფულით დაჯილდოვებული ბიძია გავაცილეთ მხიარული მზერით, მაგრამ ჯერ სად ხარ!!!!!!!! ვსო ვ პერედი!!! კარებმა დახურვა ვერ მოასწრო, რომ პატარა კარუზოს ხმამ არ დაფარა მთელი ავტობუსი?! ის ჩავიდა და ეგ ამოვიდა) ..ხალხი ჯერ გაისუსა და მერე, რომ იფეთქა სიცილმა ვინ სად დახოხავდა ვერ გადმოგცემთ (აქ ავტორის უტრირებაა, ბოდიშით-ვერ მოითმინა და როლებში შეიჭრა! ) მოკლედ, "პუბლიკის" ასეთ თავშეუკავებელი რეაქიას არ ელოდა "კარუზო" და შეცბუნებული მიყუჩდა დამფრთხალი ბარტყივითა (ეტყობა იფიქრა- ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიყარაო?) მარა ჯერ კიდევ სადა ხართ! აუხტა ერთი სპორტსმენი ტიპი (რომლის საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ ამის რეპერტუარს უკვე იცნობდა) და უკვეთავს მიდი სერიალი შეასრულეო და ფულს მე მოგცემო! ნუ ჩვენ დავაღეთ ფართოდ თვალები და მივაჩერდით იმას (ანუ კარუზოსა), ხოდა ის გაყუჩებულია ისევ, მაგრამ ორ წუთში აზრზე მოვიდა და არ ჩაგვირთო თავის რეპერტუარი ნუ ჩვენ ავყირავდით და ვიღას ახსოვდა დოლიანი კაცი ეს იყო რაღაც და "პროსტა" უნდა გენახათ რა!!!!!!! ..სამწუხაროდ გაჩერებაც მოახლოვდა და ეს შემსრულებელიც გავისტუმრეთ, მაგრამ ხალხი ისეთ "უდარში" ვიყავით, რომ ჩემ გვერდზე ქალი კაიფობდა- ახლა მესამეც რომ "გაიჩითოს" ეგეთიო?!.. მაგრამ "ნა ეტომ ნაში პრიკლუჩენია ოსტანავილის"? .. to be continued.. პ.ს. პოსტი დაწერილია იმპროვიზირებულად, რომ მაქსიმალურად გადმომეცა განწყობა! ასე, რომ თუ შეგხვდათ შეცდომები ბოდიშით -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 09:51 PM |