![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
Post
#41
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
tikoroma - მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეკლიან გზაზე მივლია ამ ცხოვრებაში - დალხინებული ცხოვრებით არც ეხლა ვცხოვრობ, მგრამ სულიერი ადამიანის საქმეც ის არის, რომ პრობლემებზე ამღლდეს და სულიერების გადმოსახედიდან შეაფასოს ყველაფერი
![]() ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით 'ჯოჯოხეთში' - ბევრს რა თქმა უნდა ეს გააზრებულიც არა აქვს. ზოგისთვის არის პირველი რეინკარნაცია - არიან სულების სხვადასხვა კატეგორიები. ეს განზომილება არის თავშესაყარი სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი სულებისა. ზოგადად არის დიდი ექსპერიმენტული პროექტი. ბევრს ჯერ კიდევ 'სძინავს' და გონია, რომ ეს არის ერთადერთი რეალობა - დიდი შანსია, რომ ისინი ჯერ კიდევ (თავისივე სურვილით და განვითარების მიხედვით) გააგრძელებენ ამ განზომილებაში ცხოვრებას. ის არსებები, რომლებზეც ლაპარაკობთ არიან ძალიან დაბალი ვინრაციების და საზრდოობენ ასევე დაბალ სიხშირეზე მყოფი ხალხით. არის მეორე კატეგორიაც, ნეგატიური აზრ-ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით როდესაც ნეგატიურად ვაზროვნებთ და რომელბიც მერე დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას. ერთადერთი გამოსავალი ამ ნეგატიური კარმის ბორბლიდან გასანთავისუფლებლად არის სიყვარული და ასევე პატიების უნარი - რათა შეგვეძლოს ვაპატიოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ადამიანი აზრების დონეზე უნდა დაიწმინდოს რათა შეძლოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. სამუშაო ძალიან ბევრია - ზოგი სული უკვე მზადაა ამისთვის, ზოგსაც კი უფრო მეტი დრო სჭირდება - შეიძლება რამოდენიმე ათეული რეინკარნაცია. სანერვიულო მართლაც არაფერია - როდესაც იცი ეს ყველაფერი ადამიანმა და შეგიძლია შენს თავზე მუშაობა, მით უმეტეს არაფერია სანერვიულო - ეს უბრალოდ დროის ამბავია უკვე. რა თქმა უნდა, მესმის რამდენად რთული და მოსაბეზრებელია ეს ცხოვრება, მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენი არჩევანით მოვხვდით. ლოცვები, მედიტაცია, ჰიპნოზი - ეს ყველაფერი ნამდვილად სასარგებლოა და ეხმარება ადამიანს განწმენდასა და ამაღლებაში - მაგრამ ვისთვის რა მუშაობს და ვისთვის რომელია მისაღები. ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ. სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას. |
|
|
![]()
Post
#42
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
violetflame
ციტატა სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას. ეს სულ სხვა საქმეა. მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, აქ ისეთი პათოსი აქვს პოსტებს, თითქოს ვსხედვართ ვიღაცეები და ლიავრების ზეგავლენაზე ვვიშვიშებთ და დანარჩენები გვამშვიდებენ. უბრალოდ ინფორმაციის გასაზიარებლად შეიქმნა ეს თემა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
![]()
Post
#43
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
tikoroma
რაც ჩამოთვალე მასე რომ გვეცხოვრა გეთანხმები, როგორც სპექტაკლს ისე არ შევხედავდით, არც ისაა გამორიცხული წინა ცხოვრებაში გამოვლილი გვქონდეს ეგ ყველაფერი, ჩვენ იმ დონემდე მივედით ვხვდებით რომ საჭიროა ამ ილუზიისგან განთავისუფლება, ესეიგი წარსულში საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ რომ ამ აზრამდე მოვედით, გამოფხიზლება გვინდა, შიგნიდან ისმის ხმა რომელიც თავისუფლებას ითხოვს ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
Post
#44
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
violetflame
QUOTE ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ. უკაცრავად ძალიან ლამაზია რასაც ამბობ თვითონაც სასიამოვნო და დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ მაგრამ ასეთ დეტალებზე როცა საუბრობ საიდან იცი? ![]() tikoroma ერთი მომენტია გასათვალისწინებელი მთელი ეს სამყარო თავის ლიავრებით ასტრალური არსებებით შავთეთრი ენერგიებით ასევე შენი საკუთარი აზრები გრძნობები სურვილები ინსტინქტები შენს გარეთაა. შენ მეს ეს ყველაფერი არ და ვერ შეეხება. როცა ამ მეს გააცნობიერებ უცებ გეშვება და გეღიმება. ძნელია ამის გადმოცემა და თითქმის უშედეგო. |
|
|
![]()
Post
#45
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: Members Posts: 1,554 Joined: 11-September 10 Member No.: 6,263 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.
-------------------- Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
|
|
|
![]()
Post
#46
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
Plasmodium - ორივე- რწმენაც და საკუთარი გამოცდილებაც
![]() |
|
|
![]()
Post
#47
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ლიავრები ერთ-ერთი ალბათ რუსული სახელწოდებაა დაბალი ასტრალული არსებების, ისინი არც მთლად პარაზიტები არიან და არც მთლად ბოროტები
![]() gio.geoo QUOTE ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას. ამაში მთლიანად გეთანხმები. სხვათაშორის მათი დანახვა, სხვა ასტრალურ არსებებთან შედარებით ადვილია. შენ ერთხელ წერდი რაღაც არსებებზე რომლებიც საჭმელზე დაინახე, ესენიც მსგავსი არსებები არიან. ის არსებები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს ფიქრებზე და განზრახვებზე მოახდინოს გავლენა და შეცვალოს ისინი, სულ სხვა რანგის არსებებია, თუმცა დიდი რაოდენობის ლიავრები შეიძლება მათთვის სასურველი "კანდიდატის" მინიშნება იყოს, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე ისინი ვერაფრით ვერ შემოვლენ ჩვენს ენერგეტიკულ ველში, ასეთი რამე გამორიცხულია, აი თანხმობის მისაღებად კი შეიძლება კარგად გაისარჯონ |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 18th June 2024 - 11:51 PM |