IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები
Atman
post Feb 2 2010, 08:26 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ wink.gif

უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს.

http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220

ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია.


პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით smile.gif

ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Apr 17 2010, 11:18 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა










ეს არის ვედების საბოლოო მიზანი და მთავარი არსი. ყველაზე ღვთაებრივი და საკრალური ცოდნა, რომელიც განკუთვნილია კალი იუგის ადამიანებისთვის. ვისაც ბჰაგავად-გიტა არ აქვს წაკითხული, ჯობია ჯერ ის წაიკითხოს და მერე ეს. თუმცა პირიქითაც არ დაშავდება რამე wink.gif




"შრიმად ბჰაგავატამი"
(შრილა პრაპჰუპადას თარგმანი)

სიმღერა პირველი - ნაწილი პირველი


თავი პირველი
ბრძენთა შეკითხვები

1. ო უფალო ჩემო, შრი კრშნა, ძეო ვასუდევასი, ო ყოვლისგამჭოლო ღმრთეების პიროვნებავ, მოწიწებით გეთაყვანები შენ. მე ვმედიტირებ უფალ შრი კრშნაზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტება და გამოვლენილ სამყაროთა შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურების ყოველ მიზეზთა თავდაპირველი მიზეზია. მას უშუალოდ და არაუშუალოდ გაცნობიერებული აქვს ყოველი გამოვლინება და დამოუკიდებელია, რადგან არ არსებობს მის მიღმა მდგარი რაიმე მიზეზი. მხოლოდ მან ერთადერთმა გადასცა გულში ვედური ცოდნა ბრაჰმაჯის, თავდაპირველ ცოცხალ არსებას. იგი დიდ ბრძენებსა და ნახევარღმერთებსაც კი აქცევს ილუზიაში, ისევე როგორც ადამიანს ატყუებს ცეცხლში დანახული წყლის, ან წყალში დანახული მიწის ცრუ გამოსახულება. მხოლოდ მისი მიზეზით ჩანს რეალური ბუნების სამი მოდუსის ურთიერთქმედების შედეგად დროებით გამოვლენილი მატერიალური სამყაროები, თუმცა ისინი არარეალურია. ამიტომ მე ვმედიტირებ მასზე, უფალ შრი კრშნაზე, რომელიც მარად არსებობს მატერიალური სამყაროს ილუზორულ სახეებს მუდამ მოკლებულ ტრანსცენდენტალ სავანეში. მე ვმედიტირებ მასზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

2. სრულიად უარყოფილია რა მატერიალური მიზნით ყოველგვარი რელიგიური საქმიანობა, ეს “ბჰაგავატა პურანა” წარმოგვიდგენს უმაღლეს ჭეშმარიტებას, რომლის გაგებაც წმინდა ერთგულებს შეუძლიათ. უმაღლესი ჭეშმარიტება არის რეალობა, რომელიც, ყველას სასიკეთოდ, განსხვავდება ილუზიისგან. ასეთი ჭეშმარიტება ძირფესვიანად სპობს სამგვარ ტანჯვებს. ეს მშვენიერი “ბჰაგავატამი”, შედგენილი დიდი ბრძენის ვიასადევას მიერ (სიმწიფის ხანაში), საკმარისია ღმერთის შესაცნობად. რა საჭიროა რომელიმე სხვა წმინდა წერილი? როგორც კი ადამიანი ყურადღებითა და მორჩილებით მოისმენს “ბჰაგავატამის” ეპისტოლეს, ცოდნის ასეთი განვითარების შედეგად მის გულში უზენაესი უფალი დამკვიდრდება.

3. ო გამოცდილო და მოაზროვნე ადამიანები, დატკბით “შრიმად-ბჰაგავატამით”, ვედური ლიტერატურის ნატვრის ხის მწიფე ნაყოფით. იგი შუკადევა გოსვამის ბაგეებიდან გადმოვიდა. ამიტომ ეს ნაყოფი უფრო გემრიელი გახდა, თუმცა მისი ნექტარული წვენი უკვე ტკბილი იყო ყველასთვის, განთავისუფლებულ სულთა ჩათვლით.

4. ერთხელ, წმინდა ადგილას, ნაიმიშარანიას ტყეში, უფლისა და მისი ერთგულების დასაკმაყოფილებლად დიდი ათასწლიანი მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად შეიკრიბნენ დიდი ბრძენები ბრძენი შუკადევას მეთაურობით.

5. ერთ დღეს, როდესაც დიდმა ბრძენებმა სამსხვერპლო ცეცხლი დაანთეს და საპატიო ადგილი შესთავაზეს შრილა სუტა გოსვამის, რითაც დაასრულეს თავიანთი დილის მოვალეობები, დიდი მოკრძალებით შემდეგი საკითხების შესახებ შეეკითხნენ.

6. ბრძენებმა თქვეს: პატივცემულო სუტა გოსვამი, შენ სრულიად მოკლებული ხარ ყოველგვარ მანკიერებას. გარკვეული ხარ რელიგიური ცხოვრების მქადაგებელ ყოველ წმინდა წერილში და პურანებსა და ისტორიებშიც, რადგან სწორი ხელმძღვანელობით შეისწავლე ისინი და განმარტე კიდეც.

7. როგორც უხუცესი ვედანტისტი, ო სუტა გოსვამი, შენ გარკვეული ხარ ღმრთეების ინკარნაციის, ვიასადევას ცოდნაში. შენ იცნობ სხვა ბრძენებსაც, რომლებსაც ბოლომდე ესმით ყოველგვარი ფიზიკური და მეტაფიზიკური ცოდნა.

8. და რადგან მორჩილი ხარ, შენმა სულიერმა მოძღვრებმა ყოველივე გიწყალობეს, რაც თავმდაბალ მოსწავლეს ეძლევა. ამიტომ გვითხარი ყველაფერი, რაც მეცნიერულ საფუძველზე შეისწავლე მათგან.

9. ამიტომ, ხანგრძლივი სიცოცხლით კურთხეულო, გთხოვთ, გასაგები ენით გაგვიმარტე, რა არის შენი აზრით აბსოლუტური და უმაღლესი სიკეთე მთელი ხალხისათვის.

10. ო სწავლულო, კალის ამ ეპოქაში ხალხი ცოტას ცოცხლობს. ისინი მუდამ ჩხუბობენ, ზარმაცები, გზააბნეულნი, უიღბლონი და რაც მთავარია ყოველთვის შეწუხებულები არიან.

11. არსებობს ათასგვარი წმინდა წერილი და ყოველ მათგანში დაწესებულია მოვალეობები, რომელთა გაგებაც მხოლოდ მრავალი წლის მანძილზე მათი შესაბამისი დანაყოფის შესწავლის შედეგად არის შესაძლებელი. ამიტომ, ო ბრძენო, გთხოვთ, ამოგვიკრიბე ამ წმინდა წერილების არსი და გაგვიმარტე იგი ყოველი ცოცხალი არსების სასიკეთოდ, რათა ასეთი დარიგებით მათი გულები სრულიად დაკმაყოფილდეს.

12. დალოცვილ იყავ, ო სუტა გოსვამი. შენ იცი, რა მიზნით მოევლინა ღმრთეების პიროვნება ვასუდევას შვილის სახით დევაკის მუცელში.

13. ო სუტა გოსვამი, ჩვენ ღმრთეების პიროვნებისა და მისი ინკარნაციების შესახებ გაგება გვწადია. გთხოვთ, გაგვიმარტე წინამორბედ მოძღვართა [აჩარიათა] მიერ გადმოცემული სწავლებები, რადგან ადამიანი მაღლდება როგორც მათ შესახებ საუბრით, ასევე მოსმენითაც.

14. დაბადებისა და სიკვდილის რთულ ბადეში გახვეული ცოცხალი არსებები უმალვე თავისუფლდებიან მაშინაც კი, როცა გაუცნობიერებლად გალობენ კრშნას წმინდა სახელს, რომლისაც თავად ხორცშესხმულ შიშს ეშინია.

15. ო სუტა, იმ დიდ ბრძენებს, რომელთაც ბოლომდე შეაფარეს თავი უფლის ლოტოსის ტერფებს, უმალ ძალუძთ მათთან ურთიერთობაში მყოფი ხალხის განწმენდა. მაშინ როცა განგის წყალს მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ შეუძლია განსპეტაკება.

16. ჩხუბის ეპოქის მანკიერებისგან განთავისუფლების მსურველებიდან ვისა რ მოუნდება უფლის ღვთაებრივი დიდების მოსმენა?

17. იგი საუცხოო და მოწყალეა თავის ტრანსცენდენტალ საქმიანობებში და ნარადას მსგავსი დიადი სულები უმღერიან მათ. ამიტომ, გეთაყვა, მოგვიყევი იმ გმირობების შესახებ, რომელთაც იგი თავისი მოვლინების დროს ჩადის.

18. ო ბრძენო სუტა, გთხოვთ, მოგვიყევი უზენაესი ღმრთეების ურიცხვი ინკარნაციების ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. უფლის, უზენაესი განმგებლის ასეთი სასიკეთო თავგადასავლები და გართობები მისი შინაგანი ძალების საშუალებით სრულდება.

19. ჩვენ არასოდეს ვიღლებით ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ გართობათა შესახებ მოსმენით, რომელთაც ჰიმნებითა და ლოცვებით აქებენ. ისინი, ვინც მასთან ტრანსცენდენტალ ურთიერთობათა გემო განივითარეს, ყოველ წამს ტკბებიან მისი გართობების შესახებ მოსმენით.

20. უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ბალარამასთან ერთად ადამიანივით თამაშობდა და ამგვარად შენიღბულმა მრავალი ზეადამიანური საქმე ჩაიდინა.

21. კარგად გვესმის, რომ კალის ეპოქა უკვე დაიწყო, ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილას, რათა დიდი ხნის განმავლობაში ვისმინოთ ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლე და ამით ჩავატაროთ მსხვერპლშეწირვა.

22. ჩვენ ვთვლით, რომ განგებამ შეგვახვედრა შენი უდიდებულესობა, რათა მიგვეღო შენი თავი წინამძღოლად გემისა, რომელზედაც იმყოფებიან ისინი, ვისაც სურთ კალის ძნელი ეპოქის ოლეანის გადალახვა, ადამიანის ყოველ კარგ თვისებას რომ სპობს.

23. რაკი შრი კრშნა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყოველი მისტიკური ძალის მბრძანებელი, თავის სავანეში გაემგზავრა, გთხოვთ გვითხარი, ვის შეაფარა თავი რელიგიურმა პრინციპებმა.


თავი მეორე
ღვთაებრიობა და ღვთაებრივი სამსახური

1. უგრაშრავა [სუტა გოსვამი], რომაჰარშანას შვილი, სრულიად დაკმაყოფილდა ბრაჰმანების სრულყოფილი კითხვებით, მადლობა გადაუხადა მათ და პასუხის გაცემა დააპირა.

2. შრილა სუტა გოსვამიმ თქვა: დაე მოწიწებით ვცე თაყვანი ამ დიდ ბრძენს [შუკადევა გოსვამის], რომელსაც ყველას გულში შეუძლია შეღწევა. როდესაც მან წმინდა ზონრით განწმენდის, ანუ მაღალი კასტებისთვის განკუთვნილი ცერემონიების გაუვლელად მიატოვა სახლი, რათა განდეგილის ცხოვრების წესი [სანიასა] მიეღო, მასთან განშორების შიშით მამამისს, ვიასადევას აღმოხდა: “ო შვილო ჩემო”. დამწუხრებულ მამას მხოლოდ ამავე განშორების გრძნობით შეპყრობილი ხეები გაეპასუხნენ.

3. მოწიწებით ვეთაყვანები მას [შუკას], ბრძენთა სულიერ მოძღვარს, ვიასადევას შვილს, რომელმაც ამ მატერიალისტთა მიმართ დიდი სიბრალულის გამო, რომლებიც მატერიალური ყოფიერების უკუნეთის გადასალახავად იბრძვიან, მოჰყვა ვედური ცოდნის ნაღების ამ ყველაზე საკრალურ დამატებას, მას შემდეგ რაც თავად შეიმეცნა იგი პირადი გამოცდილებით.

4. სანამ წარმოთქვამდა “შრიმად-ბჰაგავატამს”, რომელიც გამარჯვების ერთადერთ გზას წარმოადგენს, მოწიწებით უნდა ვეთაყვანოთ ღმრთეების პიროვნებას, ნარაიანას, ნარა-ნარაიანა რშის, უმაღლეს ადამიანს, დედა სარასვატის, სწავლების ქალღმერთსა და შრილა ვიასადევას, ავტორს.

5. ო ბრძენებო, თქვენ ჯეროვანი კითხვები დამისვით. თქვენი კითხვები ღირსეულია, რადგან უფალ კრშნასთან არის დაკავშირებული, რის გამოც სამყაროს კეთილდღეობას ეხება. მხოლოდ ასეთ კითხვებს შეუძლია სულის ბოლომდე დაკმაყოფილება.

6. მთელი კაცობრიობის უმაღლესი საქმიანობა [დჰარმა] ისაა, რითაც ადამიანები ტრანსცენდენტული უფლის სასიყვარულო ერთგულ სამსახურს აღწევენ. ასეთი ერთგული სამსახური უანგარო და შეუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ბოლომდე დააკმაყოფილოს სული.

7. ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნასადმი ერთგული სამსახურის შედეგად ადამიანი უმალვე იძენს უმიზეზო ცოდნასა და სამყაროსგან განჯაჭვულობას.

8. ამაო შრომაა დაწესებული მოვალეობების შესრულება, თუკი ამის შედეგად ღმრთეების პიროვნების ეპისტოლესადმი ლტოლვა არ აღიძვრება.

9. ყოველი დაწესებული საქმიანობა საბოლოო განთავისუფლებისთვის არის განკუთვნილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესრულდეს მატერიალური მონაპოვრისთვის. უფრო მეტიც, ბრძენების აზრით, უმაღლესი დაწესებული სამსახურით დაკავებულმა პიროვნებამ არასოდეს უნდა გამოიყენოს მატერიალური მონაპოვარი გრძნობათა დაკმაყოფილების გასაზრდელად.

10. ადამიანის სურვილები არასოდეს არ უნდა იყოს გრძნობათა დაკმაყოფილებისაკენ მიმართული. მან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება უნდა ისურვოს, რადგან ადამიანის დანიშნულება აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ კითხვაა. სხვა არაფერი უნდა იყოს მისი შრომის მიზანი.

11. სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს.

12. სერიოზული ცნობისმოყვარე მოსწავლე ან ბრძენი, რომელიც კარგადაა აღჭურვილი ცოდნითა და განჯაჭვულობით, Vედანტა-შრუტიდან მოსმენილის საფუძველზე შესრულებული ერთგული სამსახურით შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

13. ო საუკეთესოვ ორგზისშობილთა შორის, ამიტომ დაასკვნეს, რომ ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უმაღლესი სრულყოფილებაა, რომელიც საკუთარი სასტისა და საფეხურისთვის დაწესებული მოვალეობების შესრულებით მიიღწევა.

14. ამიტომ ადამიანმა მუდამ განუხრელი ყურადღებით უნდა ისმინოს, ადიდოს, მოიგონოს და თაყვანი სცეს ღმრთეების პიროვნებას, ერთგულთა მფარველს.

15. ღმრთეების პიროვნების მოგონებით გონიერი ხალხი ხმლით ჭრის კარმის [საპასუხო შედეგების მქონე შრომის] ჩახლართულ კვანძებს. მაშ, ვინ არ დაუგდებს ყურს მის ეპისტოლეებს?

16. ო ორგზისშობილო ბრძენებო, დიდი სიკეთეა მანკიერებისაგან სრულიად განწმენდილ ერთგულთა სამსახური. ასეთი სამსახურით ადამიანს ვასუდევას ეპისტოლეთა მოსმენის წადილი უჩნდება.

17. შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ყველას გულში მყოფი პარამატმა და გულმართალი ერთგულის კეთილისმყოფელი, მატერიალური განცხრომის სურვილისგან წმენდს იმ ერთგულის გულს, რომელმაც მისი ეპისტოლეების მოსმენის წადილი განივითარა, რომლებიც თავისთავად სათნოა, როდესაც მათ ჯეროვნად ისმენენ და გალობენ.

18. “ბჰაგავატამის” გაკვეთილებზე რეგულარული დასწრებითა და წმინდა ერთგულის მსახურებით თითქმის ბოლომდე ისპობა ყველაფერი, რაც მღელვარებას აყენებს გულს, და შეუქცევადი ხდება სასიყვარულო სამსახური ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ტრანსცენდენტული საგალობლებით ადიდებენ.

19. როგორც კი გულში ურყევი სასიყვარულო სამსახური მტკიცდება, ვნებისა და უმეცრების ბუნების მოდუსების ზეგავლენის შედეგები, როგორიც არის ვნება, სურვილი და ლტოლვა, ქრება გულიდან. მაშინ ერთგული სათნოებაში მტკიცდება და სრულიად ბედნიერი ხდება.

20. წმინდა სათნოებაში ასე განმტკიცებული, ადამიანი, რომლის ჭკუაც უფლის ერთგულ სამსახურთან კავშირის შედეგად იქნა გამოცოცხლებული, ყოველგვარი მატერიალური ურთიერთობისგან თავისუფალ საფეხურზე, ღმრთეების პიროვნების შესახებ დადებით მეცნიერულ ცოდნას იძენს.

21. ასე იკვეთება გულის კვანძი და ნაკუწ-ნაკუწ იჭრება ყოველი ეჭვი. როდესაც ცოცხალი არსება ხედავს, რომ სულია მბრძანებელი, კარმიული საქმიანობების ჯაჭვი წყდება.

22. ამიტომ უდავოა, რომ უხსოვარი დროიდან ყოველი ტრანსცენდენტალისტი დიდი სიხარულით, ერთგულად ემსახურება უფალ კრშნას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რადგან ასეთი სამსახური სულს აცოცხლებს.

23. ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნება არაუშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან, სახელდობრ, ვნებას, სათნოებასა და უმეცრებასთან. მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისთვის იგი ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სამ თვისობრივ ფორმას ღებულობს. ამ სამიდან ადამიანებს საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუს, სათნოების თვისებების ფორმისაგან შეუძლიათ.

24. შეშა სახეშეცვლილი მიწაა, მაგრამ კვამლი ნედლ შეშას სჯობია. ცეცხლი კი ამაზე უკეთესია, რადგან მისი წყალობით მაღალი ცოდნის სარგებლობის მოპოვება შეიძლება [ვედური მსხვერპლშეწირვებით]. ამის მსგავსად, ვნება [რაჯასი] უმეცრებას [ტამასს] სჯობია, მაგრამ სათნნოება [სატტვა] ყველაზე უკეთესია, რადგან სათნოებით აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება.

25. წარსულში ყოველი დიდი ბრძენი ღმრთეების პიროვნებას ემსახურებოდა, რადგან იგი მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. ისინი თაყვანს სცემდნენ მას, რათა თავი დაეღწიათ მატერიალური პირობებისგან და ამით საბოლოო სიკეთე მიეღოთ. ამ დიდი ავტორიტეტების მიმდევარიც ღირსია მატერიალური სამყაროდან განთავისუფლებისა.

26. განთავისუფლების მსურველებს, როგორც წესი, არავისი შურთ და პატივს სცემენ ყველას, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელ და შემზარავ ფორმებზე და ყოვლადნეტარი ვიშნუს ფორმებსა და მის სრულ ნაწილებს სცემენ თაყვანს.

27. ვნებისა და უმეცრების მოდუსებში მყოფნი თაყვანს სცემენ წინაპრებს, დანარჩენ ცოცხალ არსებებსა და ნახევარღმერთებს, რომლებიც კოსმიურ მოვლენებს განაგებენ, რადგან ქალების, ქონების, ძალაუფლებისა და შთამომავლობის მოპოვების მატერიალური სურვილები ამოძრავებთ.

28-29. განდობილ წერილებში ცოდნის საბოლოო მიზანი არის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. მსხვერპლშეწირვის შესრულების მიზანს მისი დაკმაყოფილება წარმოადგენს. იოგა მისი შეცნობისთვის არის განკუთვნილი. ყოველი კარმიული საქმიანობის შედეგებს საბოლოო ჯამში მხოლოდ იგი იძლევა. იგია უმაღლესი ცოდნა და ყოველი მკაცრი ასკეზა მის შესაცნობად სრულდება. რელიგია [დჰარმა] მისი სასიყვარულო სამსახური გახლავთ. იგია სიცოცხლის უმაღლესი მიზანი.

30. მატერიალური სამყაროს შექმნის დაწყებისას ღმრთეების ამ აბსოლუტურმა პიროვნებამ [ვასუდევამ] საკუთარი შინაგანი ენერგიით ტრანსცენდენტული მდგომარეობიდან შექმნა მიზეზისა და შედეგის ენერგიები.

31. მატერიალური სუბსტანციის შექმნის შემდეგ უფალი [ვასუდევა] ავრცელებს თავს და შედის მასში. და თუმცა იგი მატერიალური ბუნების მოდუსებში იმყოფება და ერთ-ერთ შექმნილ არსებას ჰგავს, თავის ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში ყოველთვის სრულიად გასხივოსნებულია.

32. ზესულის სახით უფალი ყველაფერს განმსჭვალავს, როგორც ცეცხლი შედის ყველაფერში. ამრიგად, უფალი მრავალსახოვანი ჩანს, თუმცა აბსოლუტურად ერთი და განუმეორებელია.

33. ზესული მატერიალური ბუნების მოდუსების ზეგავლენის ქვეშ მყოფი შექმნილი არსებების სხეულებში შედის და ნატიფი ჭკუის საშუალებით ამ მოდუსთა შედეგებით ტკბობას აიძულებს მათ.

34. ამრიგად, სამყაროთა უფალი ასულდგმულებს ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და დაბალი ცხოველებით დასახლებულ ყოველ პლანეტას. ღებულობს რა ინკარნაციათა სახეებს, იგი წმინდა სათნოებაში მყოფთა მოსახმობად გართობებს ასრულებს.


გაგრძელება იქნება...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   შრილა პრაპჰუპადა   Feb 2 2010, 08:26 PM
irma   ამ ლინკზე შრილა პრ...   Feb 2 2010, 09:12 PM
Atman   irma ამ პოსტის წაკითხ...   Feb 2 2010, 09:15 PM
Stoned   შრილა პრაპჰუპადას ...   Feb 5 2010, 05:54 PM
Atman   Stoned დასაწყისისთვი...   Feb 5 2010, 05:57 PM
Atman   პრაპჰუპადას ლექცი...   Mar 14 2010, 12:32 PM
Atman   შრილა პრაპჰუპადას ...   Mar 19 2010, 09:08 AM
Atman   შრი იშოპანიშადი (ღ...   Mar 19 2010, 11:56 AM
user name   Atman უფალი რამდენია?   Mar 19 2010, 03:55 PM
user name   Atman . თუმცა ღმრთეები...   Mar 19 2010, 03:56 PM
Atman   user name უფალი რამდენი...   Mar 19 2010, 03:57 PM
user name   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:02 PM
Atman   ადამიანში არის 2 სუ...   Mar 19 2010, 04:03 PM
Atman   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:05 PM
Atman   შრი შიკშაშტაკა ე...   Mar 20 2010, 12:55 PM
Atman   მანტრა – მედიტაცია...   Mar 20 2010, 01:57 PM
Atman   Наука самоосознания Автор:...   Mar 20 2010, 06:02 PM
Atman   ეს გახლავთ ერთ-ერთ...   Mar 28 2010, 01:36 PM
sentimennte   Atman შენ მალე გამარჯ...   Mar 28 2010, 08:38 PM
Atman   კრშნა თუ ქრისტე – ს...   Mar 31 2010, 01:23 PM
tikoroma   Atman აუ ეგ წიგნი მეც მ...   Apr 5 2010, 08:40 PM
Atman   tikoroma მაგ წიგნს ქვია ...   Apr 5 2010, 09:45 PM
tikoroma   ჰო, ეგ წიგნი მაქვს დ...   Apr 5 2010, 11:49 PM
Atman   tikoroma ჰო, ეგ წიგნი მაქ...   Apr 6 2010, 07:24 AM
Atman   მოვყვები კრშნას და...   Apr 15 2010, 04:49 PM
Atman   ეს არის ვედების სა...   Apr 17 2010, 11:18 AM
Atman   ამ აუდიოლექციაში შ...   Apr 24 2010, 11:31 AM
Atman   ვაგრძელებ კრშნას დ...   Apr 26 2010, 03:15 PM
serafinapekkala   Atman ეს თემა მონოელო...   Apr 26 2010, 03:43 PM
Atman   serafinapekkala ქართულად არ...   Apr 26 2010, 03:56 PM
Atman   "ცოცხალი არსებებ...   May 3 2010, 11:47 AM
Atman   ვიწყებ შრილა პრაპჰ...   Sep 6 2010, 06:35 PM
Atman   მეორე ნაწილი (აქ ერ...   Sep 7 2010, 04:15 PM
Atman   მესამე ნაწილი [img]http:/...   Sep 9 2010, 01:17 PM
Atman   მეოთხე ნაწილი [img]http:/...   Sep 10 2010, 10:25 AM
Atman   მეხუთე ნაწილი [img]http:/...   Sep 12 2010, 10:55 AM
Atman   15 სექტემბერს ერთი დ...   Sep 12 2010, 09:19 PM
Atman   მანტრის გამეორები...   Sep 20 2010, 01:29 PM
Atman   http://www.youtube.com/watch?v=K6AW3W46N2o   Sep 20 2010, 03:28 PM
Atman   ამ ლექციას ძალიან ...   Oct 20 2010, 10:05 AM
Atman   [size=4]კიდევ ერთი მონა...   Nov 1 2010, 07:54 PM
Atman   ჯონ ფეივორსი (ბჰაკ...   Nov 2 2010, 06:55 PM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Nov 25 2010, 10:19 AM
Atman   ძალიან საინტერესო ...   Dec 1 2010, 08:18 PM
Atman   ზემოთმოყვანილი ტე...   Dec 6 2010, 10:21 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 12 2010, 07:38 AM
Atman   ესეც ძალიან საინტე...   Dec 12 2010, 07:46 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 08:59 PM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 09:03 PM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Dec 17 2010, 06:35 PM
Atman   რასა ლილას აღწერა (3...   Dec 19 2010, 12:01 PM
Atman   [size=7]ბჰაგავად გიტა [si...   Dec 27 2010, 04:45 PM
Atman   ბჰაქტი ვიგიანა გოს...   Jan 3 2011, 02:02 PM
Atman   პრაბჰუპადას ინტერ...   Jan 6 2011, 06:44 PM
Atman   Обязанности ученика Учени...   Jan 7 2011, 03:13 PM
Atman   10 оскорблений Святого имен...   Jan 8 2011, 11:03 AM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Jan 21 2011, 11:48 AM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Feb 9 2011, 08:32 PM
mata   Atman მოცულობა 51 მბ გა...   Feb 9 2011, 09:00 PM
Atman   mata არ მეგონა თუ ასე...   Feb 9 2011, 09:04 PM
priad ubralo   კარგი რა... რაღა დრო...   Feb 10 2011, 09:39 PM
Atman   priad ubralo იქნებ გეცადა ...   Feb 11 2011, 07:27 AM
Atman   თავიდან დავდებ ვიდ...   Feb 12 2011, 12:36 PM
Atman   ახალი რუსული საიტი...   Feb 18 2011, 06:45 PM
Atman   http://vimeo.com/16072658   Feb 26 2011, 12:23 PM
Atman   Однажды Шрилу Прабхупаду о...   Feb 26 2011, 06:01 PM
Atman   Истинная цель жизни (28 февр...   Feb 26 2011, 07:01 PM
Atman   აქაც წინასწარ დავწ...   Mar 6 2011, 04:37 PM
Atman   ექსკლუზიურად ეზოთ...   May 7 2011, 05:52 AM
Atman   პ.ს. ძირითადი კითხვ...   May 7 2011, 06:04 AM
Atman   ხვალიდან თბილისის ...   May 18 2011, 09:10 PM
Atman   კიდევ ერთი განცხად...   Jun 3 2011, 08:28 PM
Atman   გადავწყვიტე რასაც ...   Jun 14 2011, 07:29 PM
Atman   20, 21 და 22 ივლისს, 18:30-და...   Jul 18 2011, 06:25 PM
ever   ყველას მთელი გულით...   Jul 19 2011, 02:23 AM
Atman   ever სად ტარდება? მის...   Jul 19 2011, 05:31 AM
old_man   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:24 PM
Atman   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:33 PM
Atman   სასწრაფო განცხადე...   Jul 20 2011, 02:45 PM
Atman   გუშინ ძააალიან მაგ...   Jul 22 2011, 03:12 PM
old_man   კმაყოფილი ვარ საინ...   Jul 23 2011, 12:34 AM
ever   კრიშნაიტმა გოგოებ...   Jul 23 2011, 12:55 AM
Atman   21 ივლისის ლექციის ვ...   Jul 25 2011, 06:14 PM
kate   Atman ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 04:18 AM
Atman   kate ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 05:49 AM
kate   Atman აზრზე არა ვარ :) , ...   Jul 26 2011, 02:21 PM
Atman   kate აზრზე არა ვარ , მ...   Jul 26 2011, 03:56 PM
kate   Atman გაიხარე, მადლობ...   Jul 26 2011, 04:12 PM
Atman   kate არაფერს! :) ესე...   Jul 26 2011, 04:15 PM
ever   Atman ეს მანტრა მედიტ...   Jul 27 2011, 11:59 PM
Atman   ever ბოლოს "ჰარე ჰარ...   Jul 28 2011, 04:46 AM
natuka   Atman კი გვინდა   Jul 28 2011, 09:50 AM
vano kazbegi   ადამიანის სიკვდილ...   Jul 28 2011, 11:19 AM
vano kazbegi   ვინც ღმერთი შეიცნო...   Jul 28 2011, 11:34 AM
vano kazbegi   კეთილი სულს ყოველთ...   Jul 28 2011, 11:39 AM
vano kazbegi   ღმერთებს თუ სახელი...   Jul 28 2011, 11:44 AM
mata   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 12:37 PM
vano kazbegi   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 01:31 PM
Atman   natuka კი გვინდა ინებე...   Jul 28 2011, 01:22 PM
vano kazbegi   natuka ინებეთ :) Шрила Праб...   Jul 28 2011, 01:32 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 15th May 2024 - 05:08 AM