IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post May 27 2015, 11:43 PM
Post #61


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
QUOTE(Plasmodium @ 27th May 2015 - 11:32 PM) *
David Monny
გასაგებია. მაგრამ შენ დაწერე, რომ გარკვეული დროით, ფიქრების გაჩერება და გონებაში სრული სიჩუმის მიღწევა შეუძლებელია/ილუზიაა. მე ამაზე გიპასუხე.



ანუ შენ არაფერს არ აჩერებ და ვერც გააჩერებ.. ის მასწავლებელი არსად არ შესულა, ის ყოველტვის იქ იყო. ანუ და ყველა ადამიანი თავდაპირველად გასხივოსნებულია, მაგრამ ამის გაცნობიერება არ უნდათ. ეს გამიზნულად სამადჰიში შესვლაა. ის შევიდა სამადჰიში და მე ამ პრაქტიკებს არ ვაკეთებ და არც სხვას ვურჩევ, რადგან ძალიან სახიფათო ნარკოტიკია. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი რაქტიკა დამოკიდებულებას იწვევს. გონება ტავის ადგილზე დადგება, როდესაც 'მე' გააცნობიერებს, რომ ის გონება არ არის. შემდეგ უკვე ფიქრები შეიძლება მოვიდეს და წავიდეს და არც იმას აქვს მნიშვნელობა რამხელა პაუზაა მათ შორის. ამ პრაქტიკებს გათავისუფლებული ადამიანები აკეთებენ და რჩებიან გულგრილ მდგომარეობაში. ისინი მუდამ აკვირდებიან საკუთარ თავსაც და სხვასაც.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 27 2015, 11:44 PM
Post #62


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
QUOTE(Plasmodium @ 27th May 2015 - 11:32 PM) *
ყველა ილუზია ადამიანის გონებიდან მოდის.


ნამდვილად. გონება არის ილუზიის მონოლითური საყრდენი


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post May 28 2015, 10:06 AM
Post #63


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium

აი გამტარად ვგრძნობხოლმე თავს ხშირად, ანუ არ ვერევი არც ჩემი გონებით არც ძალისხმევით უბრალოდ რაღაცას ვაკეთებ მარტო ან ვინმეს მიმართ და ენერგია ჩემგან გადის და მე უბრაოდ ამას ვგრძნობ, ესაა სიმშვიდე და ბევრი ენერგია და ბედნიერება.. ამ დროს მოქმედებს შენი ნამდვილი მე ვგონებ. ხო და ეს რეალობა არისხოლმე შედეგი, მეორეხარისხოვანი, შენ შინაგან სამყაროში გაიარე მთავარი რამეებიდა აქ როგორც უკვე შედეგი, აი თუნდაც რომ ამ ფორუმზე ახლა შენ გწერ ამ თემაზე ასე არის შედეგი smile.gif
აი ეხლა ჩვენ ბევრს თუ ვილაპარაკებთ იმდენს ვიზამთ რამე ილუზიას შევქმნით ამდენი სიტყვებით და დადაბლება ვიბრაცია და დაგემშვიდობებით შეკრებამდე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 28 2015, 03:26 PM
Post #64


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემა ძალიან საინტერესოა. ავტორს დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. შეგიძლია უფრო დაწვრილებით ახსნა დროის ფენომენი ამ მდგომარეობაში? მარტო აწმყო დარჩა?
რას ფიქრობ გამოთქმაზე:შეიცან თავი შენი?
შენ აღწერე შენი განცდები მაგრამ დასკვნის სახით დაწერე შიში შემომეპარაო, შენი აზრით რატომ უნდა განიცადოს ადამიანმა ეს განცდა? სასარგებლოა ამის ხშირი განცდა? რა თქმა უნდა ჩვენ არავინ გვეკითხება რამდენად ხშირად გვინდა ამის განცდა მაგრამ დაუშვათ შეგვიძლია ცნობიერად შესვლა მდგომარეობაში.
შენ არ ხარ ფიქრი, შენ არ ხარ სხეული, მაშინ რა ხარ? არაფერი და თან ყველაფერი? ჩვენ ყველა 1 ვართ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ 1 ძირიდან საფუძველიდან მოვდივართ? იმისგან რასაც ზოგი ღმერთს ზოგი უმაღლეს გონს ეძახის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 28 2015, 03:52 PM
Post #65


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE
 ავტორს დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. 
არაფრის გენაცვალე. მე თავს მოვალედ ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. ამ ბოლო დროს ქართულად აღარ ვწერ, მაგრამ ამ ფორუმზე მომინდა დაწერა.

QUOTE
დროის ფენომენი ამ მდგომარეობაში. მარტო აწმყო დარჩა?

დროის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია. ფარდობითობის თეორიის თანახმად დრო და სივრცე ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. ასევე ვიცით რომ დრო ურის მანძილი გავყოთ სიჩქარეზე, სადაც მანძილი სივრცეა. T=S÷V.
ამ შემთხვევაში მანძილი მცირდება და ხდება თითქმის სუნთქვის ტოლა, აი ის მანძილი, რასაც გაივლიდ ჰაერი ფილტვებიდან პირის ღრუმდე, ხოლო სიჩქარე, განუსაზღვრელია. თუ სუნთქვას არ აკონტროლებ, მე არაფერს ვაკონტროლებდი, მაშინ სუნთქვის სიჩქარე ისაა რაც ნორმალური მოსვენებულ მდგომარეობაში გაქ, ხოლო ზოგი იოგები სუნთქვას აკონტროლებენ და ამოთი იცვლება დროის შეგრძნებაც. აი ეს შედარებაა, ვცდილობ ავხსნა. ასევე, დრო, არი წარსული, აწმყო და მომავალი, ყველა სხვა დროები, ამ სამიდან მომდინარეობს. მაგრამ როგორ აღიქმება ეს ადამიანის მიერ? წარსული აღიქმება, მის მეხსიერებაში არსებულ ასოციაციებსა და წამოდგენებით, ხოლო მომავალი, გეგმებით და მისთვის ხელსაყრელი ან არახელსაყრელი რეალობის წარმოდგენებით.
მაგრამ სად არის მეხსიერება და რა არის მეხსიერება? აი ამ კითხვას დავტოვებ და შესვენებაზე გავაგრძელებ ზუსტად აქედან. მანამდე შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ პოსტს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 28 2015, 03:53 PM
Post #66


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და შევეცდები ვუპასუხო დარჩენილ კითხვებსაც


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 28 2015, 04:30 PM
Post #67


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ 28th May 2015 - 03:53 PM) *
მაგრამ სად არის მეხსიერება და რა არის მეხსიერება?



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 28 2015, 04:37 PM
Post #68


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
რა არის წარსული თუარა გავლილი აწმყო? რა არის მომავალი თუარა "მოვლენა რომელიც ასევე გადაკვეთს "აწმყოს"? ანუ იმის თქმა მინდა რომ აწმყოს ღერძს ყველაფერი კვეთავს, მეორენაირად რომ ვთქვა, რეალურად დრო ერთი მთლიანია უბრალოდ ჩვენ ასე აღვიქვავთ(წარსული,აწმყო,მომა
ალი). ამაზე მემგონი ყველა მისტიკოსი საუბრობს, იგივე ქართველი ფილოსოფოსი და ჩემთვის რაღაც მხრივ მისტიკოსიც-მერაბ მამარდაშვილი საუბრობს "შუქზე" რომელმაც შეიძლება აწმყოში "დაგანათოს", იმისთვის რომ დაინახო ეს შუქი უნდა იყო ცნობიერი მთლიანად მზად. აგერ რუს პოეტს აქვს ლამაზად გადმოცემულიНедостижимое, как это близко —
Ни развязать нельзя, ни посмотреть, —
Как будто в руку вложена записка
И на нее немедленно ответь...

ანუ მე ვფიქრობ როცა დაიწყო ეს განცდა შენში, შენ რაღაც მხრივ არ გამოგიძახია იმ წამს, არამედ თვითონ დაგანათა, შენ იყავი ასე ვთქვათ "მზად" გქონდა ყველა მონაცემი სხივის მიღებისა და მოხდა ის რაც მოხდა.
მომწონს შენი აღწერა მეგობარო. ამ ფორუმზე შენ გამო დავრეგისტრირდი და საერთოდაც მემგონი კარგი ადგილია გამოცდილების გასაზიარებლად.
მე ჩემის მხრივ არ ვიცი რა იყო მაგრამ რამოდენიმე დღე ყოველ წამს ვცდილობდი დაკვირვებას საკუთარ თავზე, ანუ სამსახურშიც, გზაშიც ვაკვირდებოდი აზრების საფუძველს, საიდან იწყება და სად მივყავარ? ასევე კითხვა რაც დასვი, ვინ ვარ მე რომელიც აღიქვავს ამას? და როგორ შეიძლება რაღაც ყოფითმა იმ უსასრულო არსებაზე იქონიოს გავლენა? აი ამაზე ვფიქრობდი და გარეთ ვიყურებოდი ფანჯრიდან ააი ამ დროს წამიერად გამინათა მაგრამ ისე აშკარად რომ დღემდე მახსოვს განცდა, განცდას სიტყვით ვერ ვახასიათებ, მაგრამ სიტყვებით ასე ავღწერდი ამ განცდას, ვარ და თან არ ვარ, უფრო მეტად არ ვარ. აი ეს დამემართა. მე ვფიქრობ ეს გქონდა შენ ინტენსიურად.
ზედა პოსტში გკითხე ერთ მთლიანობაზე, ანუ უმაღლეს გონზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 28 2015, 04:42 PM
Post #69


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE
ამ მდგომარეობაში რომ შეხვიდე და სულ დარჩე მატერიალურ სამყაროში გაგიჭირდება ცხოვრება )) შენს სოციალურ როლებს ვეღარ შეასრულებ. ამოვარდები მთლიანად. უბრალოდ ცნობიერება იცვლება, როცა სულიერ გამოცდილებებს იღებ. და ესეც კარგია. ეხები მდგომარეობებს როგორშიც ხარ სულიერ სამყაროებში. თვალი გეხილება. აღარ ხარ მატერიის ილუზიებში.
ახლა აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ სულს ბეზრდება მუდმივ ნეტარებაში ყოფნა და ამიტომაც შემოდის აქ მყარ მატერიებში, სადაც არის წინააღმდეგობები, დუალობა, ეგო, სხვადასხვანაირი ემოციების და გამოცდილებების ბუკეტი. რომ ახლა ესენი შეიგრძნოს და დატკბეს ამით.

აჰ რა კრგი სიტყვებია, აბა აქ თუ მოგვბეზრდა ისევ ნეტარებაში ვიქნებით, როცა მოგვინდება wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 28 2015, 04:55 PM
Post #70


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

ანუ ყველაფერი ვარო ფაქტიურად, სხვა ახსნას ვერ უძებნი ამ ჰიმნს. ესეც კავშირში მგონია თემასთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 28 2015, 05:02 PM
Post #71


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრი დავწერე და პასუხებს ველი ავტორისგან, მაგრამ კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, აქ ბევრი წერს დაანებე მაგას თავი და დაუბრუნდი ცხოვრებასო, მე ვფიქრობ რაღაც შუალედი უნდა ნახო, მაგრამ იმ გამოცდილებაზე უარის თქმა სრული აბსურდია, პირიქით უნდა ჩაუღრმავდე, ბოლომდე უნდა მიყვე, თავისუფლება-გამთლიანება-ნამდვილი ერთიანობა იმალება შიგნით. შეიცან თავი შენიო სოკრატემ ტყუილა არ თქვა და არც იესომ თქვა ტყუილა შეიყვარე მოყვასი სიევე როგორც შენი თავიო, ანუ აქ მებადება კითხვა როგორ შევიყვარო ჩემი მეზობელი ნუგზარი რომელიც მსუბუქად რომ ვთქვა არ მესიმპატიურება? ალბათ სწორედ იქიდან რომ ნუგზარიშიც დევს ის ფუძე რაც ჩვენში და რეალურად ერთნი ვართ ყველანი.
მართლაც რომდ აფიქრდე რით შეიძლება ადამიანი მეორე ადამინაზე მაღლა იდგეს? არაფრით. ცნობიერება ერთ-ერთი პასუხია მაგრამ ცნობიერების ამაღლება იმასაც შეუძლია და როდისღაც ჩვენც "უკან" ვიყავით.
თემაში ერთადერთი რაც "მეხამუშა" არის მდგომარეობის სახლი, ეგრედ წოდებული სამადჰი. რაც არაფერს მეუბნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 28 2015, 05:27 PM
Post #72


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა, დანებებას ვინ ურჩევს? პირიქით მისგან ვისმენთ რჩევებს...
ასეთ მდგომარეობებთან შეხებით იღვიძებ. უნდა მიყვე და იქაა ნამდვილი თავისუფლება
ნუგზარზე შენვე კარგად უპასუხე. პატარა ბავშვზე არ გაბრაზდები იმიტომ იცი, რომ მას იმდენი შეგნება არ აქვს, რომ მიხვდეს. და ამიტომ სიყვარულით უყვარებ. ესაა. სხვისთვის შენ იქნები ნუგზარი, იმისთვის სხვა და ასე ვდგავართ კიბის სხვადასხვა საფეხურზე


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 28 2015, 05:27 PM
Post #73


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

ანუ ყველაფერი ვარო ფაქტიურად, სხვა ახსნას ვერ უძებნი ამ ჰიმნს. ესეც კავშირში მგონია თემასთან.


საინტერესოა... მე ამას ინკარნაციებად ავხსნიიდი, ნუ სხვადასხვა ინკარნაციაში სხვადასხვა როლს რომ ვასრულებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 28 2015, 05:30 PM
Post #74


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც იქნა ჩავუჯექი ამ თემას smile.gif

David Monny
ძალიან საინტერესოა ყველაფერი, ბრწყინვალე თემაა good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post May 28 2015, 08:43 PM
Post #75


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
რა კარგია რომ მოხვედი ჩვენთან wub.gif



--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 28 2015, 11:00 PM
Post #76


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ May 26 2015, 03:52 PM) *
ano

კარგი კითხვებია. გრძნობები მოდის მკერდის არედან. ქვემოდან, ზოგი უფრო ქვემოდან სადღაც მუცლის არედან და ძალიან სწრაფად ამოდის თავში და წარმოშობს შესაბამის ფიქრს. ეს მთლიანი პროცესი სხეულში ხდება, მაგრამ სხეული სივრცედ აღიქმება მეტი არაფერი.


მადლობა მეც ვიგრძენი რომ ჯერ გულში მებადება გრძნობა შემდეგ გადასცემს გონებას, თუმცა გონებაც ბადებს აზრებს რომლებიც თითქოს ჩემი არ არის მაგრამ საჭიროდ თვლიან რომ მათზე ვიფიქრო და გადავჭრა, მერე ვიწყებ პრიორიტეტების გადანაწილებას და თანმიმდევრულად მოგვარებას, და თუ ამ აზრებს ხორცს არ ვასხამ გროვდებიან და მაწუხებენ, მათი მსახური ვარ.
რაც შეეხება გულში გაჩენილ გრძნობას და გონებაში ამოსულს ისინი თითქოს გულწრფელები არიან, გაანალიზებაც არ მჭირდება უბრალოდ ვგრძნობ თუნდაც რაღაც არ ვიცოდე გრძნობით ვხვდები, მაგრამ იმ დონის სისუფთავე არ მაქვს რომ საკუთარი თავის მოსმენა შევძლო.
მაგიტომ ვფიქრობ მოიგონეს მარხვები ლოცვები და მედიტაციები, რომ ადამიანი გასუფთავდეს და შეძლოს საკუთარი თავის მოსმენა,
ბუდიზმში ხშირად მოყავთ წყლის მაგალითი რომ ადამიანი გავს მღვრიე წყალს რომელსაც სულ ვაჯანჯღარებთ, საკმარისია მას უბრალოდ თავი დავანებოთო ის თავისით დაწყნარდება და დაიწმინდებაო, მაგიტომ არის რომ ზოგჯერ განმარტოვდებიან ხოლმე, მე არ ვიცი ვინმეს რამე სულიერი მიღწევა ჰქონოდეს ასე უბრალოდ, ყველა განმარტოვდა გარკვეული დროის განმავლობაში, სულიერ ლიდერებს ვგულისხმობ

მე პირადად არაფერი პრაქტიკები არ გამიკეთებია რომ უმაღლეს ცნობიერებაზე გესაუბრო, უბრალო ადამიანური გონების შესახებ ვსაუბრობ


QUOTE
რატომ შემეშინდა გაქრობის. იმიტომ რომ ის პიროვნება, რომელსაც 19 წელი ვიცნობდი, ჩემ თავს ვგულისხმობ, მთლიანად შეიცვალა, ფაქრტიურად აღარ იყო. სხვების რეაქციაც, რომ ის აღარ ხარ რაც იყავი. აი ამის შემეშინდა.


არ ვიცი შესაძლოა მეც შემშინებოდა, იმისი რაც არ ვიცით ყველას გვეშინია, მაგრამ შიშის დასაძლევად შიშს უნდა ჩახედო თვალებშიო ამბობენ
მეც შემეშინდებოდა მიუხედავად იმისა რომ ახლა ვფიქრობ დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს, ყოველთვის მეშინია იმისი რაც არ ვიცი, შეუცნობელის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 01:19 AM
Post #77


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
მაპატიეთ, დღეს შესვენება ფაქტიურად არ მქონია, როგორც იტყვიან გადარბენაზე ვიყავი და ახლა მოვრჩი.
ვაგრძელებ კითხვიდან რა არის მეხსიერება და სად არის ის? და ამის შემდეგ ვუპასუხებ დარჩენილ კითხვებსაც და ყველას კითხვებს.
მეხსიერება წარსულში განცდილის აწმყოში შემოტანიდ პროცესია, პერიოდულად, მაგრამ ერთი განსხვავებით. გვამახსოვრდება ემოცია ძირითადად და ის ფიქრის სახით შემოდის ჩვენს აწმყოში. ნუ ბიოლოგიურად ამაში ტვინის სენსორები როგორ აკეთებენ ამაზე აქ არ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ წარსული, ეს არის მახსოვრობა. ხოლო დრო კი აღიქმება ადამიანისთვის მოძრაობად და ფორმის ცვლილებად. მაგ: იცვლება სხეული, გარემო, სხვები იცვლებიან, ამას ვეძახით დროს. ანუ დროის ფუნქცია ფორმის ცვალებადობაშია დამკვირვებლისთვის. დამკვირვებლის გარეშე საერთოდ არაფერი არ არსებობს, არც დრო და არც სივრცე. ვინ მიხვდებოდა რო რაღაცა იცვლება, რომც იცვლებოდეს, თუ კი ეს ვინმე არ იარსებებდა? ეს ვინმე არის დამკვირვებელი.



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 01:50 AM
Post #78


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

QUOTE(blue_velvet @ 28th May 2015 - 04:26 PM) *
რას ფიქრობ გამოთქმაზე:შეიცან თავი შენი?
შენ აღწერე შენი განცდები მაგრამ დასკვნის სახით დაწერე შიში შემომეპარაო, შენი აზრით რატომ უნდა განიცადოს ადამიანმა ეს განცდა? სასარგებლოა ამის ხშირი განცდა? რა თქმა უნდა ჩვენ არავინ გვეკითხება რამდენად ხშირად გვინდა ამის განცდა მაგრამ დაუშვათ შეგვიძლია ცნობიერად შესვლა მდგომარეობაში.


შეიცან თავი შენის მერე მხოლდ ერთი ნაბიჯიღა რჩება ღმერთის შესაცნობად, სწორედ ამაზე ვამბობდი, როდესაც პიროვნება განიცდის ნირვიკალპა სამადჰის, ის საკუთარ არსებაში, აღმოაჩენს განზომილებას, სადაც მას არავითარი ტანჯვა არ ეკარება არც სიხარული და არც სხვა რამე ემოცია. ეს არის საკუთარი თავის შეცნობის ბოლო ეტაპი.

რატომ უნდა განიცადოს ადამიანმა სხვა მატერიალური სიამოვნებები? ვინ გამცემს ამ კითხვაზე პასუხს? მაშ რატომ არ უნდა განიცადოს ადმიანმა სულიერი სიამოვნება? მაგრამ მატერიალური სიამოვნების შემდეგ, არაფერს არ ვიძენთ, ხოლო სულიერი სიამოვნების განცდისას კი დასკვნები გამოგაქ, აანალიზებ, აცნობიერებ, კითხვებს პასუხს ცემ, ის რაც გაწუხებდა ახლა მასზე პასუხი გაქვს უკვე. ხოლო ამ კითხვის მეორე ნაწილის პასუხი კი არის არა. ჩემი პირადი აზრით ამის ხშირი განცდა არ არის სასარგებლო, რადგან ეს იწვევს დამოკიდებულებას, თუ სამადჰის მდგომარეობიდან ცნობიერი გასხივოსნება ვერ გამოვიტანეთ, ისევ მოგვინდება იქ დაბრუნება, ამიტომ ვამბობ, არსებობს უამრავი განცდები, რომელიც სამადჰის გავს მაგრამ არ არის, 1000 სხვაგადსვაგვარი. ჭეშმარიტი ნირვიკალპა სამადჰის შემდეგ გრძნობა "ჩემია" ნეიტრალდება და შესაბამისად არაფრის მისაკუთრება აღარ გინდა, მათ შორის არც ნირვიკალპა სამადჰიში დაბრუნება აღარ გინდება. ამიტომ ვამბობ, რომ სამადჰის სხვადასხვა სახეობებში გამიზნული შესვლა და ამის სისტემატიურად კეთება არ არის კარგი.
QUOTE(blue_velvet @ 28th May 2015 - 04:26 PM) *
შენ არ ხარ ფიქრი, შენ არ ხარ სხეული, მაშინ რა ხარ? არაფერი და თან ყველაფერი? ჩვენ ყველა 1 ვართ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ 1 ძირიდან საფუძველიდან მოვდივართ? იმისგან რასაც ზოგი ღმერთს ზოგი უმაღლეს გონს ეძახის?


სამყაროს 5 აღქმის ორგანო და მის მიერ აღქმული შეგრძნებები: მხედველობა, ყნოსვა, შეხება, გემოვნება, სმენა, ეს მე არ ვარ. გონება და მისი ფუნქცია, ფიქრი ეს არ ვარ მე. სხეული მისი შემადგენელი ატომებით და კვანტებით, ეს არ ვარ მე. ემოციები, ნებელობა და გრძნობა, ეს მე არ ვარ. აზრი, ანუ გონების თვისება აირჩიოს, არ აქვს მნიშვნელობა კარგი თუ ცუდი, თვითონ პროცესზეა საუბარი, რომელიც ნებელობის დახმარებით ხდება, არ ვარ მე. სურვილები და გეგმები, რაც აზროვნების და ფიქრების შედეგია, ეს მე არ ვარ. სუნთქვა და საჭმლის მონელება, სისხლის გაფილტვრა და იმუნიტეტი, დნმ_ი და ნახშირბადი ასევე არც სხვა ცალკე აღებული ქიმიური ნივთიერება მე არ ვარ. რა დარჩა? აი აქამდე მივედი და ეს ყველაფერი იმფორმაციულად კი არ წავიკითხე ან მოვისმინე, შევიგრძენი და განვიცადე, გამოვცადე და გამოცდილების დროს, ჩემს თავზე გადაიარა ამ კითხვებმა და რაც დარჩა, ხოლო დარჩა ის რაც მაშინ არსებობდა და ახლაც არსებობს, ეს არის არსებობა.
ნამდვილად ყველა ადამიანი არის ის, რაც მე ჩემ თავში აღმოვაჩIნე, მაგრამ ეს რაღაც და რაღაცას იმიტომ ვამბობ, რომ განსხვავება გამოვხატო, არ არის ადამიანი. ნამდვილად ყველანი ღმერდისგან მოვდივართ და ეს ღმერთი ერთია. არსებობა ერთია. არ არსებობს 2 არსებობა., თუ შემთხვევით არსებობის იქით ვირაცამ შეამჩნია, რომ არსებობა არსებობს, ე.ი. პირველი კი არ ყოფილა არსებობა, არამედ მეორე, რომელიც ამჩნევს, რომ არსებობა არსებობს. უკანასკნელი, ვინც ყველაფერს აკვირდება და თვითონ არის დამკვირვებელიც და დაკვირვების ობიექტიც, ეს არის ღმერთი, ანუ არსებობა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვას ვიყენებთ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 02:10 AM
Post #79


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE
ანუ მე ვფიქრობ როცა დაიწყო ეს განცდა შენში, შენ რაღაც მხრივ არ გამოგიძახია იმ წამს, არამედ თვითონ დაგანათა, შენ იყავი ასე ვთქვათ "მზად" გქონდა ყველა მონაცემი სხივის მიღებისა და მოხდა ის რაც მოხდა.
ჩემ შემთხვევაში კითხვით დავიწყე, ვინ ვარ მე? სურვილი, სურვილი უმნიშვნელოვანესია ამისათვის. ისევე როგორც რაღაცის სურვილს შეუძლია გამოძრაოს და მის მისაღწევად რამეები გაკეთებინოს, ასეთივე სურვილია, უნდა გინდოდეს უნდა ეძებდე, უნდა დააკაკუნო. იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ ღმერთი შემოვა თქვენშიო თუ თქვენ ეს არ გინდათო. დააკაკუნეთ და გაგეღებათო. ვდგავარ კართან და ვრეკო, თუ ვინმე მოისმენს და გამიღებს კარს, მე შევალ მასთან და ვივახშმებო. თუ არ იკითხავ, არც პასუხს მიიღებ. ყველაფერი კითხვით იწყება. გონებაც ერთია, მცდარია შეხედულება, თითქოს გონება 2 ნაწილადაა დაყოფილი კარგი გონება და ცუდი გონება. გონებების შედეგი ფიქრია, როგორც სინათლე არ არსებობს სითბოს გარეშე, ასევე გონება არ არსებობს ფიქრის გარეშე. ხოლო როდესაც ჩემს თავს ვეკითხებოდი ვინ ვარ? ვეკითხებოდი იმ ფიქრს, რომელიც ჩემს ცნობიერებაში ჩნდებოდა, მაგ: რამე ფიქრი ამოტივტივდებოდა, ვკითხულობდი ვისთვის არსებობს ამ წამს ეს ფიქრი და პასუხი იყო ჩემთვის, შემდეგ ვკითხულობდი ვინ არის ის ვინც ამბობს " ჩემთვის" და ამ დროს ის ფიქრი საერთოდ აზრს კარგავდა, ახლა მთავარი ხდებოდა ის ვიღაც მესაკუთრე მე, რომლისთვისაც ეს ფიქრი ამოტივტივდა, ხოლო ეს მეც, ფიქრი იყო, ანუ ფიქრისთვის ამოტივტივდა ფიქრი. და აბსოლუტურად ყველა სხვა ფიქრები და ისინი 1000 ობით იყვნენ, ჩნდებოდნენ ამ მე ფიქრისთვის. აბსოლუტურად ყველა, არ იყო ფიქრი, რომელიც სხვისთვის, ან სხვა რაღაცისთვის გაჩენილიყოს. ანუ ეს ყველაფერი 6 წლის შემდეგ წავიკითხე რამანა მაჰარშის სწავლებაში, რომ პირველი ფიქრი და ყველა ფიქრის საწყისი არის " მ ე ". ფიქრი მე. ამ მედან გამოდის ყველა ფიქრი. ჯერ ჩნდება ფიქრი, მე ვარ, და ამის შემდეგ, რადგან მე ვარ ... და იწყება, მე მინდა ეს, მე მინდა ის, მე ვარ ასეთი, მე ვარ ისეთი, მე ვარ კარგი, მე ვარ ცუდი, მე ვარ ძმა, მე ვარ და... და გიწერია კიდეც ეს ეგვიპტური ჰიმნი...

QUOTE
ichi მომწონს შენი აღწერა მეგობარო. ამ ფორუმზე შენ გამო დავრეგისტრირდი და საერთოდაც მემგონი კარგი ადგილია გამოცდილების გასაზიარებლად.
მე ჩემის მხრივ არ ვიცი რა იყო მაგრამ რამოდენიმე დღე ყოველ წამს ვცდილობდი დაკვირვებას საკუთარ თავზე, ანუ სამსახურშიც, გზაშიც ვაკვირდებოდი აზრების საფუძველს, საიდან იწყება და სად მივყავარ? ასევე კითხვა რაც დასვი, ვინ ვარ მე რომელიც აღიქვავს ამას? და როგორ შეიძლება რაღაც ყოფითმა იმ უსასრულო არსებაზე იქონიოს გავლენა? აი ამაზე ვფიქრობდი და გარეთ ვიყურებოდი ფანჯრიდან ააი ამ დროს წამიერად გამინათა მაგრამ ისე აშკარად რომ დღემდე მახსოვს განცდა, განცდას სიტყვით ვერ ვახასიათებ, მაგრამ სიტყვებით ასე ავღწერდი ამ განცდას, ვარ და თან არ ვარ, უფრო მეტად არ ვარ. აი ეს დამემართა. მე ვფიქრობ ეს გქონდა შენ ინტენსიურად.
ზედა პოსტში გკითხე ერთ მთლიანობაზე, ანუ უმაღლეს გონზე.


გმადლობთ და ნამდვილად კარგი ადგილია გამოცდილების გასაზიარებლად და სასაუბროდ. დაკვირვება ყველა მდგომარეობაში შეიძლება და ასე ვარჩევ მეც. მიყევი ბოლომდე, ნახე, რომელია პირველი აზრი, ფიქრი? რომელი რომლის შემდეგ ჩნდება და რომელი ფიქრი დგას რომლის უკან? მნიშვნელოვანია რომელი იწვევს რომელს და არა როგორი იწვევს როგორს და რამდენს. გააცნობიერე, რომელი ფიქრი იწყება პირველად და რომელი ფიქრია ყველა ფიქრის მიზეზი. აი ახლა დავწერე, რომ ფიქრი 'მე' არის ყველა ფიქრის მიზეზი და ეს ინფორმაციულად იცი და ყველამ გაიგო ვინც წაიკითხა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, მანამ სანამ შენ არ განიცდი ამას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 29 2015, 02:34 AM
Post #80


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 28th May 2015 - 06:02 PM) *
ბევრი დავწერე და პასუხებს ველი ავტორისგან, მაგრამ კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, აქ ბევრი წერს დაანებე მაგას თავი და დაუბრუნდი ცხოვრებასო,


ყველას თავის გზა აქვს. ყევლა რაღაცას ეძებს, მთავარია შენ რას ეძებ.

QUOTE(blue_velvet @ 28th May 2015 - 06:02 PM) *
თემაში ერთადერთი რაც "მეხამუშა" არის მდგომარეობის სახლი, ეგრედ წოდებული სამადჰი. რაც არაფერს მეუბნება.


კარგია რომ არაფერს გეუბნება, ამ მდგომარეობაში სწორედ არაფერი არ ხდება smile.gif ნამდვილად, ზოგი სახელებზე და ფორმებზე იმდენადაა დამოკიდებული, რომ ვერ ხვდება რა არის მიზეზი ამ სახელების და ფორმების, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა ქვია, მთავარია რას ნიშნავს. შედარებისთვის რომ მოვიყვანო, ისევე როგორც, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, რამხელა და რა ფერის თითებია გაშვერილი მთვარისკენ, მთავარია, რომ ყველა მთვარეზე მიგვანიშნებს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 09:29 PM